უწყებაჲ მიზეზსა იოვანეს ბ̂ კათოლიკისასა
ხოლო მეორესა ებისტოლესა თჳსსა მიუწერს მოხუცებული დედოფალსა და შვილთა მისთა. და ესე არს მიზეზი ეპისტოლისაჲ ამის: რამეთუ ხედვიდა შვილთა მისთა კეთილად მავალთა სარწმუნოებასა შინა და მრავალთა მაცთურთა მიმომავალთა, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ არა არს მოსლვაჲ ქრისტესი ჴორცითა, ამისთჳს მისწერს ებისტოლესა ამას, და პირველად აქებს შვილთა მისთა, და მერმე ასწავებს, ვითარმედ არა ახალნერგი არს სარწმუნოებაჲ ჩუენი, და მერმე ამცნებს სიყუარულისათჳს და რაჲთა არა სნეულ იყვნენ მოძღურებასა მას შინა მიცემულსა მათდა; და ასწავებს, ვითარმედ ანტიქრისტე არს იგი, რომელი არა აღიარებდეს ჴორციელად მოსლვასა ქრისტესსა. და ამცნებს, რაჲთა ესევითართა არავინ შეიწყნარებდეს სახლთა მათთა, და არცა სიტყუად ესევითართა, ვითარმედ: გიხაროდენ. და ესრეთ დაასრულებს ებისტოლესა ამას.