მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - პავლე მოციქულისა წიგნი ფილიპელთა მიმართ

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა ფილიპელთა ებისტოლისასა

ფილიპელთა მიმართ წარსცემს ჰრომით, რამეთუ ეხილვნეს იგინი და ესწავა მათდა. და ესე არს მიზეზი ებისტოლისაჲ ამის: წარეძღუანა ფილიპელთა პავლესდა სამსახურებელი, და ვიეთნიმე მიმომავალნი განჰრყუნიდეს სასმენელთა მარტივთასა მიზეზითა ძუელისა შჯულისა აჩრდილთაჲსა და წინადაცუეთისაჲთა. ესე ცნა მოციქულმან და მიუწერს მათ. და პირველად შეიწყნარებს სარწმუნოებასა მათსა და აუწყებს ჴსენებად მისსა, და მერმე მიუთხრობს, ვითარ-იგი სიტყუა-უგო ჰრომს, და ვითარმედ ვიეთნიმე მძიმე ექმნნეს კრულებათა მათ შინა მისთა და აღმძრველ შურისა; და მერმე უბრძანებს, რაჲთა იყუარებოდიან ურთიერთას; და მიუთხრობს მაცხოვრისა კაცთმოყუარებასა, ვითარმედ ღმერთი იყო და ჩუენთჳს კაც იქმნა; და მერმე წინადაცუეთისათჳს და ძუელისა შჯულისათჳს წარმოიღო სიტყუაჲ და უჩუენებს, ვითარმედ ამიერითგან უქმ არს წინადაცუეთაჲ. და თავსა თჳსსა წინა-უყოფს მათ სახედ, ვითარმედ: "ესე ყოველი შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად". ამისთჳსცა აბრალებს მათ, რომელნი-იგი აწუევდეს მათ წინადაცუეთასა და ენება ცთუნებაჲ მათი; და იტყჳს, ვითარმედ: "ეგევითარნი იგი მტერნი არიან ქრისტესნი". და მადლიერ არს მათდა ზიარებისა მისთჳს მიცემისა, და ესრეთ იწყებს სწავლად მათდა ჩუეულებისაებრ და დაასრულებს ებისტოლესა.