მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 1:28

27. But God hath chosen the foolish things of the world to confound the wise; and God hath chosen the weak things of the world to confound the things which are mighty;28. And base things of the world, and things which are despised, hath God chosen, yea, and things which are not, to bring to nought things that are:29. That no flesh should glory in his presence.
1 Corinthians თავი 1
28. And base things of the world, and things which are despised, hath God chosen, yea, and things which are not, to bring to nought things that are:
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა, და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან (1,27-28).:

თარგმანი: ესე რაჲ გესმას თუ — "რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და მდიდართა" — ესე გულისჴმა-ყავ მათ ბრძენთათჳს და მათ ძლიერთა, რომელნი თჳსსა სიბრძნესა და დიდებასა და სიმდიდრესა ესვიდეს, და არა მოვიდეს სარწმუნოებად; რამეთუ, ვინაჲთგან მოსცა კაცთა მათ ღმერთმან სიბრძნე და სწავლულებაჲ, რაჲთამცა იცნეს ღმერთი, ხოლო მათ იჴმარეს იგი ბოროტად და უფროჲსად ჰგონებდეს თუმცა ქრისტეს ქადაგებაჲ დაჰჴსნეს. ხოლო იხილა რაჲ ღმერთმან მათი უკეთურებაჲ, უფროჲსად სირცხჳლეულ ყვნა უსწავლელთა მიერ და უაზნოთა, რამეთუ ჭეშმარიტად ესე არს დიდი იგი ძლევაჲ არს ქრისტესი, რომელ სულელთა მათ მიერ სძლევდა ბრძენთა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა; და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს (1,27-28).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს ღმერთსა გამორჩევად უნდოთა და შეურაცხთა, რაჲთა მათ მიერ არცხჳნოს დიდთა და შერაცხილთა. ხოლო შენ ნუ გგონიეს, ვითარმცა ამათითა აღრჩევითა მათ გარემიაქცევდა; ნუ იყოფინ! რამეთუ მას თავადსა ყოველთაჲვე სწორად ჰნებავს ცხორებაჲ და, ვითარცა წინაჲსწარმეცნიერი, მათ აღირჩევს, რომელთაჲ უწყოდის, ვითარმედ ისმენენ წოდებასა მისსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ სიბრძნესა და ძლიერებასა და აზნაურებასა ზედა სოფლიოსა აღზუავებულნი თჳთ ნებსით განვარდებიან მისგან ამპარტავანებითა თჳსითა. ხოლო მდაბალნი იგი და შეურაცხნი ჴორციელად - სიმდაბლით მსმენელ და მორჩილ არიან ბრძანებათა მისთა. ამისთჳს დაღაცათუ ესოდენ უნდო იყვნენ, რომელ "ყოვლად არაარს" სახელ-ედებოდის უცნაურებისათჳს და შეუსწავებლობისა, გარნა არა ხოლო მარცხჳნებელ, არამედ განმაქარვებელცა იპოებიან ყოვლად აღზუავე, რაჟამს შინა მათსა წარჴდეს. ხოლო ამათი უპატიოებაჲ სარწმუნოებისა მიერ <span...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის