მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი

პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1). ჩინებულად სახელის-დებითა თავისა თჳსისაჲთა დასაბამსავე სიტყჳსასა დაამჴობს ყოველსა ზუაობასა კორინთელთასა, ვითარმედ: უკუეთუ თჳთ მე, პავლე, არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ ჩინებითა და წოდებითა ჴელთდასხმულ ვარ მადლსა ამას მოციქულებისასა, ვითარ თქუენ თავით თჳსით ჴელთდასხმულ იქმნებით მოძღურად, ანუ რომელთა-ეგე მოძღუარ და წინამძღუარ ქრისტე არს, რაჲსა შეიწყნარებთ მოძღურებასა თჳთმომზრახთა კაცთასა, რომელნი-ეგე არა ნებითა ღმრთისაჲთა გმოძღურიან, არამედ თავით თჳსით? რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ ესე არს, რაჲთა ჩემისა მიერ მოციქულებისა გექადაგოს თქუენ.

მოციქულისაჲ: და სოსთენე ძმაჲ (1,1).

თარგმანი: ესე არს გარდამატებულებაჲ პავლეს სიმდაბლისაჲ, რომელ კნინღა და უცნაურსა ვისმე, ვითარცა ყოვლად საცნაურსა, ეგრეთ იზიარებს ებისტოლესა შინა თჳსსა. რამეთუ ესე სოსთენი ოდესმე შესაკრებელის მთავარ ჰურიათა იყო, რომელი-იგი წინა-აღუდგებოდა-ცა პავლეს, წინაშე ღალიონოჲსსა.

მოციქულისაჲ: ეკლესიასა ღმრთისასა, რომელ არს კორინთეს შინა (1,2).

თარგმანი: ღმრთისად წოდებითა ეკლესიისაჲთა ამას განდებს, ვითარმედ თნებთ აწ შესაკრებელი, პირველითგან ღმრთისად განკუთნსა.

მოციქულისაჲ: განწმედილთა ქრისტეს მიერ ჩინებულთა წმიდათა (1,2).

თარგმანი: გამედაჲ ქრისტეს მიერი მოგუემადლა ემბაზითა წმიდისა ნათლისღებისაჲთა. ამისთჳსცა არა თავით თჳსით მოსრულ, არამედ მის მიერ ჩინებით წოდებულ ვართ, რაჲთა მოუჴდეთ მას სარწმუნოებით, და ესრეთ წმიდა ვიქმნნეთ მის მიერ.

მოციქულისაჲ: ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,2).

თარგმანი: არა ხოლო თქუენ კორინთელთა მიგცემო მადლსა, არამედ ზოგად ყოველთა მორწმუნეთა ქრისტესთა.

მოციქულისაჲ: ყოველსა ადგილსა, მათსა და ჩუენსა (1,2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ჯერ-არს ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა სიმრავლისაჲ ზოგადი ერთობაჲ, რამეთუ დაღაცათუ ადგილი განჰყოფს, არამედ სარწმუნოებაჲ ქრისტესი შეაერთებს მათ.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,3).

თარგმანი: ყოველსავე ებისტოლესა შინა ესრეთ დასწერს, რაჲთა ყოვლისა პირველად ყოველსავე შინა მადლობაჲ ღმრთისასა გუსწავოს, რომელი ვერ-ვინაჲთ მოიგებვის სხჳთ, თჳნიერ ქრისტეს მიერ, რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ჯუარისა მიერ დამაგნა ღმერთსა და მამასა, ამისთჳს მისგან ლოცვით ჯერ-არს თხოვაჲ მშჳდობისაჲ. ხოლო კუალად ამისიცა ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარმედ არა ბუნებით, არამედ მადლით უწოდს მამად ჩუენდა ღმერთსა მამასა.

მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს (1,4).

თარგმანი: აჰა ესე ფრიადითა სიმდიდრითა სიყუარულისაჲთა ზოგადი იგი ყოველთა ღმერთი თჳსად განიკუთნა, მითვე საწინაჲსწარმეტყუელოთა კუალთა შედგომითა, ვითარ-იგი იტყჳს, ვითარმედ: "უფალო ღმერთო ჩემო", რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ყოველთავე კაცობრივთა ზრუნვათაგან განშორებაჲ უჴმს, და მხოლოდ მისსა ოდენ ნებასა შედგომაჲ, რომელსა-იგი თჳსად უწოდდეს, და ესრეთ, წღ- მადლობაჲ მისი, გინათუ თჳსთა, ანუ თუ მოყუსისა კეთილთა ზედა.

მოციქულისაჲ: მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტეს იესუჲს მიერ (1,4).

თარგმანი: რომელნი-იგი დიდად ზუაობდეს მიღებისათჳს მადლთაჲსა, მათ დაამდაბლებს, ვითარმედ: არა თავით თჳსით გაქუს, არამედ ღმრთისაგან მიგიღებიეს, არა თჳსითა წარმართებითა, არამედ შეწევნითა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ მოგვცემს ღმერთი მამაჲ ნიჭთა თჳსთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოვლითა განჰმსდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა (1,5).

თარგმანი: სიმდიდრე რაჲ თქუა ყოვლითურთ, მყის ზედა-დაჰრთო, ვითარმედ: არათუ თავთა თქუენთა მიერი არს ყოვლით კერძოჲ ეგე განმდიდრებაჲ თქუენი, არამედ მას შინა, ესე იგი არს, მის თავადისა ღმრთისა მიერ. ვინაჲცა, რაჲსა კაცთა აჩემებთ ღმრთისა მიერსა მას ნიჭსა, რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან სიტყუაჲ, არამედ მეცნიერებითცა თქუმაჲ სიტყჳსაჲ მოგანიჭა თქუენ. ვინაჲთგან იყვის სიტყუაჲ მოზრახვითი და არა მეცნიერებითი; და კუალად, არნ მეცნიერებაჲცა თჳნიერ სიტყჳსა, რაჟამს სიტყჳთ ვერ გამოიტყჳნ გონებით გულისჴმის-ყოფილსა მას. ხოლო თქუენ ორკერძოვე მდიდარ ხართ, სიტყჳთა და მეცნიერებითა ყოვლითა.

მოციქულისაჲ: ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის (1,6).

თარგმანი: "ვითარცაჲ" ესე ნაცვალად "რომელთა მიერისა" არს, ვითარმედ: რომელთა მიერ (ესე იგი არიან სიტყუაჲ და მეცნიერებაჲ, ღმრთივ-მოცემულნი იგი ნიჭნი) წამებაჲ იგი ქრისტესი, რომელ არს ქადაგებაჲ მისი, განმტკიცნა თქუენ შორის. ხოლო რაჲ იყო ქადაგებაჲ მისი; თჳნიერ რამეთუ სიკუდილისა მიერსა ცხორებასა ყოველთა უქადაგებდა, ვითარმედ: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი" (). ამისთჳსცა მოციქული წამებად უწოდს ქადაგებასა ამას.

მოციქულისაჲ: რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ, არცა ერთითა რაჲთ მადლითა (1,7).

თარგმანი: საძიებელ არს ვიეთგანმე, თუ ვითარ ზემორე ყოვლით კერძო განმდიდრებულად ყოვლითა სიტყჳთა და მეცნიერებითა უწოდს კორინთელთა, და აქა კუალად მადლთა მიერითა უნაკლულოებითა აღამაღლებს ქებასა მათსა. ხოლო მცირედ ქუემო-რე ეტყჳს, ვითარმედ: ჯერეთ ჴორციელვე ხართო, რომელი-ესე ძაგებაჲ არს. ცხად არს, ვითარმედ, ვინაჲთგან ვერ ეგების, შორის დიდძალისა კრებულისა რამეთუ არცა ყოველთა სრულობაჲ ეგების, არცა ყოველთა სიჩჩოჲ და უსრულობაჲ. ამისთჳს ორითავე ამით ჟამიერად განჰზავებს სიტყუათა თჳსთა, რაჲთა არა ხოლო ქებისა მიერ განამტკიცოს სრულებაჲ სრულთაჲ, არამედ ძაგებისა მიერცა აღავსოს ნაკლულევანებაჲ იგი უსრულთაჲ.

მოციქულისაჲ: და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,7).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს შედგინებად ზემოთა მათ: რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა რაჲთ მადლითა, მომლოდე-ყოფად გამოჩინებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს საჴმარ არს უნაკლულო ყოფაჲ თქუენი, რაჲთა განმზადებულნი მოთმინებით მოელოდით გამოჩინებასა, რომელ არს მეორედ მოსლვაჲ ქრისტესი. ხოლო გამოჩინებაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ, დაღაცათუ მაშინ უცხადესად-რე ყოფად არს გამოცხადებაი მისი, არამედ აწცა ჩუენ შორის არს, დაღაცათუ ვერ სახილველ არს იგი თუალთაგან ჴორციელთა.

მოციქულისაჲ: რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,8).

თარგმანი: დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, ცხად-ყო ჯერეთ შერყეულობაჲ მათი, და "უბრალოებითა" განუცხადა, ვითარმედ ჯერეთ ბრალსა ქუეშე არიან; ესე იგი იყო ბრალი, რამეთუ ქრისტეს მიერ გამოჴსნილნი კაცთა ვიეთმე მიეჩემებოდეს. ამისთჳს უფროჲს ყოველთა ებისტოლეთასა ამას ებისტოლესა შინა მოიჴსენებს სახელსა ქრისტესსა ზედაჲსზედა და მრავალგზის, რაჲთა, ვითარცა მთრვალთა კაცობრივისა რაჲსმე სიბრძნისაგან, განფრთხობა-სცეს, და მხოლოდ ქრისტესა ოდენ შემშჭუალნეს გონებანი მათნი; რაჟამს მეცნიერ ყვნეს, ვითარმედ არავისი კაცთაგანისა, მოციქულისა გინა მოძღურისა, სახელი წოდებულ არს, დამბადებელი და განმაახლებელი, დამამტკიცებელი და განმწმეაგან, და ყოველთა განშჯაჲ კმა არს საშიშ-ყოფად მომაქცეველად ყოვლისაგან , რაჲთა განწმედილი დაემთხჳოს დღესა მას მეორედ მოსლვისა მისისასა.

მოციქულისაჲ: სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა ნით ზიარებასა მას ძისა მისისა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა (1,9).

თარგმანი: "სარწმუნო არსი" უთქუამს ნაცვალად ბისა, ხოლო "რომლისა მიერი" მამისათჳს თქუა, რამეთუ მის მიერ ჩინებულ ვართ ზიარებად ძისა მისისა, არა თავით თჳსით მოსრულნი, არამედ მის მიერ მოწოდებულნი. რაჲთა ზიარებად? გარნა თუ რაჲთა მის თანა მოთმინებითა და მის თანა სიკუდილითა - ზიარ დიდებისა და სუფევისა მისისა გამოვჩნდეთ, რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან მომიყიდნა ჩუენ სისხლითა თჳსითა.

მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი (1,10).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მე თჳთ თავით ჩემით არა კმა ვარ მვედრებელად, ამისთჳს თჳთ მასვე თქუენგან გინებულსა ქრისტესა შემოვიყვანებ მვედრებელად, და მის მიერ გლოცავ თქუენ მასვე ზრახვად, რაჲთა ერთზრახვა იყვნეთ ყოველნი. რამეთუ მრავალმზრახვალობამან თქუენმან, არა ხოლო მრავალ ნაწილები ეგე თქუენი ვერ სრულ-ყო, არამედ თჳთ ერთიცა იგი სრულებაჲ ეკლესიისაჲ მიმოგანჭრა და განაბნია.

მოციქულისაჲ: და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაჲ, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (1,10).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: მასვე იტყოდეთ; აწ აქა ასწავებს, ვითარმედ არა კმა არს ერთზრახვაობაჲ ოდენ, დაჴსნად განწვალებათა, არცა სიტყჳთ ოდენ სრულ-იქმნების ერთობაჲ, არამედ ჯერ-არს, რაჲთა ერთბამად სიტყჳთ და საქმით და იყვნეთ და მტკიცე ერთობასა მას ზედა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლო მათგან (1,11).

თარგმანი: იხილე ყოვლადბრძენი ცნობაჲ მოციქულისაჲ, ვითარ ჟამსა ბრალისა მხილეტკბოებით ძმად თჳსსა უწოდს მხილებულთა მათ, და არა სახედებით უთხრობს შემასმენელსა, რაჲთა არა ამისთჳს ბრძოლაჲ იქმნეს მათ შორის, გარნა ხოლო, რაჲთა არა უარ-ყონ ბრალი იგი, ამისთჳს თჳნიერ სახელის-დეისა განუცხადებს, ვითარმედ ვიეთგანმე თხრობილ არს მისდა. და ვინაჲთგან ქლოელი "გამომეძიებელად" გამოითარგმანების ამიერ ცხად არს, ვითარმედ ზედამდგომელთა და წინამძღუართა კორინთელთაჲსა მის ერისათა ეუწყა ესე მოციქულისადა.

ხოლო თქუმულ არს ვიეთგანმე, ვითარმედ იყო ადგილი ქლოად სახელ-დებული, ვინაჲ-იგი ესრეთ სახელ-იდებოდეს ქლოველნი, რომელი-ესე ნუუკუე და ესრეთ არს.

მოციქულისაჲ: ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის (1,11).

თარგმანი: არღარა დაამძიმა განხეთქილებად წოდებაჲ შფოთისა მის მათისაჲ, არამედ "ჴდომა რაჲმე" უწოდს, რაჲთა არა მძიმედ მხილებითა უმეტეს განამჴეცნეს იგინი ქლოელთა მათ ზედა.

მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე აპოლლოჲსი, ხოლო მე კეფაჲსი, ხოლო მე ქრისტესი (1,12).

თარგმანი: განმარტებად იწყო, "ხოლო ვიტყჳ ამას", არამედ არა მარტივად ეტყჳს ბრალსა მათსა, არამედ მიფარულად-რე, რამეთუ არა ამას იტყოდეს იგინი, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ", და შემდგომსა ამისსა, არამედ ქრისტეს თანა მოციქულნიცა მისნი შეურაცხ-ექმნნეს, ვითარცა გლახაკნი და უსწავლელნი; და ბრძენნი ვინმე და მდიდარნი, წარმოესხნეს მოძღურად თჳსსა, ვითარცა შეკდიმებულთა სიგლახაკისათჳს და უსწავლელობისა მოძღუართაჲსა. ამისთჳს მოციქული ძირითურთ აღმოჰფხურის მათგან ვნებასა ამას, ვითარმედ: არა ხოლო უცხონი ვინმე და უზიარებელნი , არამედ ესე თქუენნი სახელდებულ და ბულ მყვნეთ თქუენ ზედა წოდებულსა მაგას სახელსა ქრისტესსა, არავე უცოდველ, არცა უბრალო იყვნეთ. და უკუეთუ ჩუენთჳს იბრალებით, რაოდენ უფროჲს — უცხოთა მათთჳს!

ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ ქუეით აღმართ ჰყოფს მეტყუელებასა და ქუეშე კერძო აპოლოჲსსა დასუამს თავსა თჳსსა, ხოლო პეტრეს მიაახლებს ქრისტესა, ვითარცა უპირატესსა თჳსსა, და ეგრეთღა იტყჳს: "მე — ქრისტესი". არათუ ზოგთა მათ აბრალებს, რომელნი-იგი ქრისტესდად სახელ-იდებდეს თავთა თჳსთა, არამედ ნეშტთა მათ აყუედრებს, ვითარმედ: რაჲსა ერთიცა განიყოფებით და არა ზოგად ყოველნი ქრისტესნი ხართ! ვინაჲთგან უკუე ცხად არიან საცნაურებითა სახელნი პავლესი და კეფაჲსი, მათ თანავე ცხად იყავნ აპოლლოჲსიცა, ვითარმედ იყო იგი პირველი ეპისკოპოსი კორინთისაჲ, დადგინებული მოციქულთა მიერ.

მოციქულისაჲ: გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? (1,13).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს განმყოფელ- და განმჭრელ-ქმნულ ხართ განკუეთითა გუამისა მისისაჲთა, რომელ არს ეკლესიაჲ. ანუ ნუუკუე კაცთავე თანა წილ-ხუდა რაჲმე ქრისტესა, სასუფეველისაგან და ეკლესიისაგან.

სევერიანესი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ნუ თანამკჳდრნი ჰყვანანა ქრისტესა, რაჲთა მის თანავე განიყვნენ მათ ცხოვნებულნი? ნუუკუე თანაზიარ მისდა არიანა სოფლისა ღმრთისმეცნიერებითა აღვსებითა? — ნუ იყოფინ! რამეთუ მხოლოჲ ქრისტე არს, რომელი მოკუდა სოფლისა ცოდვათათჳს და არავინ სხუაჲ ჩუენგანი.

მოციქულისაჲ: ნუ პავლე ჯუარს ეცუაა თქუენთჳს; ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა? (1,13).

თარგმანი: ამას ადგილსა დაჰჴსნის უწესოსა იჭუსა, და ამისთჳს თავსა ზედა თჳსსა მოიღებს ყოველსა გამოძიებასა, , ვითარმედ: "შურს სხუათა მათი იგი პატივი!" და არა მცირესა რასმე დაქენჯნა ჰყოფს, არცა იტყჳს, ვითარმედ: "ნუუკუე პავლე დაგბადნა თქუენ?" არამედ თჳთ უდიდესსა მას კაცთმოყუარებასა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისასა შორის-შემოიღებს, რომელ არს ჯუარცუმაჲ და ნათლისღებისა მიერ განწმედად ცოდვათა ჩუენთაჲ.

მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს (1,14).

თარგმანი: არა თუ ნათლისღებისა საქმესა შეურაცხ-ჰყოფს და ამისთჳს ჰმადლობს, არამედ გონებასა მათსა დაამდაბლებს, რომელნი ზუაობდეს ნათლისცემასა ზედა ვიეთსამე.

მოციქულისაჲ: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც (1,15).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თჳთ ამათცა მცირედთა არავე ჩემითა სახელითა ნათელ-ვეც, ხოლო თუ ვითარ ითქუმოდა ესე, ისმინე, და თუ რაჲსათჳს ჰმადლობს; ვინაჲთგან იყვნეს ვინმე, რომელნი ვისგანცა ნათელ-ღებულ იყვნიან, მისდად სახელ-სდებდიან თავსა თჳსსა, ამისთჳს ჰმადლობს მოციქული, ვითარმედ: ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც, რომელნი-ეგე ეგოდენ უგუნურ ხართ, რომელ ვისგანცა ნათელ-გიღებიეს მისდად სახელ-სდებთ თავთა თჳსთა, ვითარმცა სახელსა მათსა ზედა ნათელ-გეღო. და უკუეთუ უნდოთა მათთჳს ამას ჰყოფთ, რაჲღამცა გექმნა, უკუეთუმცა ჩემგან ნათელ-გეღო, რომელი-ესე დაღათუ ნათელ-ვსცემ, არამედ არცა ერთსა ვის —სახელსა ზედა ჩემსა, თჳნიერ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახლსა (1,16).

თარგმანი: ესე არს საპყრობილის მცველი იგი, რომელსა ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ, და დაყენებულ რაჲ იქმნა პავლესგან, ნათელ-იღო ყოვლით სახლეულითურთ.

მოციქულისაჲ: მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად (1,16-17).

თარგმანი: რაჲსა ნათელ-სცემდა, უკუეთუ არა ნათლისცემად მოვლინებულ იყო? — ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ, დაღაცათუ ქადაგებად მოვლინებულ იყო, არამედ ნათლისცემად , არამედ უმეტესითა ქრისტესითა ამასცა ჰყოფდა მას თანა. ხოლო ესეცა ცხად არს, ვითარმედ უძნელეს ნათლისცემისა არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ. რამეთუ პირველად, რაჟამს ჯერეთ ურწმუნო და იყვნენ საღმრთოთა შჯულთა, ესევითართა მიმართ ქადაგებაჲ სახარებისაჲ რკინისა უმტკიცესისა არს, რაჲთა მოთმინებით და უშიშად რობითა მყუვარ-სადმე და ძლით არწმუნოს. ხოლო რაჟამს ურწმუნონი მორწმუნე ყვნეს, მაშინ ყოველსა კაცსა ლაღ ძალ-უც ნათლისცემაჲ ერთგზის მორწმუნე ქმნილთაჲ მათ. ამისთჳსცა მოციქული პავლე, ვითარცა უძლიერესი, უმაღლესისა მის მსახურებისათჳს მოვლინებულ იყო, რომელ არს სახარებაჲ. და შემდგომის მის ქმნად არა დაყენებულ იყო, რომელ არს ნათლისცემაჲ.

მოციქულისაჲ: არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი (1,17).

თარგმანი: უკუეთუმცა სიბრძნისა სიტყჳთა ექადაგა მოციქულთა, საგონებელ იქმნებოდა, ვითარმედ არა ძალითა ჯუარცუმულისაჲთა, არამედ ჴელოვნებითა სიტყუათაჲთა არწმუნეს მათ წარმართთა, რომელი-ესე დაკნინება იყო ჯუარისა და ჯუარცუმულისა; ამისთჳს უსწავლელთა სიტყჳთა სოფლიოჲთა წარმართნი მოინადირნეს, რაჲთა ცხად იქმნეს ძლიერებაჲ ჩუენთჳს ჯუარცუმულისა მეუფისაჲ!

მოციქულისაჲ: რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს (1,18).

თარგმანი: ვითარ-იგი სნეულთა და სულთმბრძოლიარეთა საძნაურ უჩნს საზრდელი მრთელთაჲ (არა ბუნებისაებრ საქმეთაჲსა, არამედ უძლურებისაგან მათისა), ეგრეთვე ნუ გიკჳრს, უკუეთუ წარმართთაგან იგმობებოდის საიდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ; ვინაჲთგან უმეცარ არიან იგინი საიდუმლოსა მას სიკუდილითა სიკუდილისა დაჴსნისასა. და წარწყმედილებისა კერძოთა მათთჳს, ყოველივე საცხორებელად მოცემული, სასიკუდინე იქმნების. ვიყვნეთ ნაწილისაგან ცხოვნებულთაჲსა, ჩუენდა უმეტესადღა ამიერ საცნაურ არს ძლიერებაჲ და სიბრძნე ღმრთისაჲ. ძლიერებაჲ უ — სიკუდილისა მიერ დაჴსნითა სიკუდილისაჲთა, ხოლო სიბრძნე, — რამეთუ ამით სახითა გუაცხოვნნა წარწყმედულნი.

მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთაჲ, და მეცნირებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო (1,19).

თარგმანი: ვინაჲთგან მხილებისა სიტყუათა იწყებდა, ამისთჳს მოწამედ სიტყუათა თჳსთა შემოჰყავს ჴმამაღალი ესაია, რომელი პირველ მრავლისა ჟამისა მომასწავებელ ყოფადთა იქმნა.

მოციქულისა: სადა არს ბრძენი, სადა არს მწიგნობარი, სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ (1,20).

თარგმანი: ბრძნად - წარმართთა, ხოლო მწიგნობრად ჰურიათა უწოდს. ხოლო გამომეძიებელად, და უფროჲსღა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანა-გამომეძიებელად, ყოველსავე მას სახელ-სდებს, რომელი-იგი ყოვლისავე მიწდომად და გულისსიტყჳთა გამოკულევად იბრძოლებოდის. ამათგანი უკუე ვერცა ერთი ვინ შემძლებელ არს მოქცევად ვისსა ანუ გამოტაცებად საცთურისაგან.

მოციქულისაჲ: ანუ არა განაცოფაა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ? (1,20).

თარგმანი: ყოველნი რომელნი ბრძნად ჰგონებდეს თავთა თჳსთა, განცოფნეს, რაჟამს, რომელსა-იგი მათ ვერ შეუძლეს პოვნად, ესე მეთევზურთა და უწიგნოთა მიერ იქადაგა და სარწმუნო იქმნა. ხოლო ვითარ განაცოფა ღმერთმან სიბრძნე ესენი თართაჲ? — არამედ რამეთუ დაფარულად ქონებული იგი და უჩინოჲ იგი სისულელე მათი განაქიქა და გამოაცხადა, ვითარ ვერ უძლეს პოვნაჲ ჭეშმარიტისაჲ სივერაგითა მით და მზაკუვარებითა გონებათა მათთაჲთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვინაჲითგან სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ (1,21).

თარგმანი: სიბრძნედ ღმრთისა, აწინდელსა ამას ადგილსა, ხილულთა ამათ დაბადებულთა უწოდს, —ცასა და ქუეყანასა და მათ შორის მყოფთა მათ ნივთთა. ვინაჲთგან სოფელმან შუენიერებისა ამისგან მსოფლიოჲსა აგებულებისა ვერ იცნა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ ჯუარისა მიერ, რომელი-იგი წარწყმედულთა მათ მიერ და ურწმუნოთა - სისულელედ შერაცხილ არს.

კჳრილესი: სიბრძნედ ღმრთისა კაცობრივსაცა ამას უწოდს გულისჴმის-ყოფასა და ენამჭევრობასა, რომელ არს ყუავილოვნებაჲ სიტყუათაჲ, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ გონებისა შემოქმედ ღმერთი არს, და მომნიჭებელ ცნობისა და ენა-კეთილობისა, რომელნი-ესე წარმართთა არა კეთილად იჴუმინეს. და კუალად, სისულელედ ქადაგებისა სახელ-სდებს სიმარტივესა სიტყუათასა. რამეთუ სოფლურ იყვნეს ენითა ღმრთივგანბრძნობილნი იგი მოწაფენი სიტყჳსანი, ხოლო მდიდარ და სრულ იქმნნეს მეცნიერებითა.

მოციქულისაჲ: ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ (1,22).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვჰრქუათ ჰურიასა, რაჲთა ირწმუნოს, მყის ნიშებსა და სასწაულებსა ითხოვს, დასამტკიცებელად ქადაგებისა მის, და უკუეთუ ვჰრქუათ წარმართსა მოსლვაჲ სარწმუნოებად, იგიცა სიბრძნესა ეძიებს ჩუენგან, რაჲთამცა ჴელოვნებითა სიტყუათაჲთა ვარწმუნეთ და კაცობრივსა გულისსიტყუასა თანა-შევატყუთ სიმაღლე ამის ქადაგებისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცუმულსა (1,23).

თარგმანი: ქადაგებითა ჯუარცუმულისაჲთა ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ არარაჲ არს კაცობრივი სიმაღლე და ძლიერებაჲ სიტყუათა ამათ შინა, რაჟამს არა დიდებულებათა და ძალთა მიერ, არამედ ჯუარცუმისა მიერ ვქადაგებდეთ უფალსა ჩუენსა, რამეთუ ამით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ არა კაცობრივითა სიბრძნითა, არცა ჴორციელითა გულისსიტყჳთა ღონე-ვჰყოფთ რწმუნებასა მისსა. გარნა ყოველსავე ზეშთა ბუნებისასა წინა-დაუდებთ კაცთა — სიკუდილითა დაჴსნასა სიკუდილისასა და ვნებითა მონიჭებასა უვნებელობისასა.

მოციქულისაჲ: — ჰურიათა და წარმართთა — ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე (1,23-24).

თარგმანი: ვინმე არა დაბრკოლდეს ზრქელთა და ჴორციელთაგანი, ესმოდის რაჲ ქადაგებაჲ ღმრთისა ჯუარცუმულისაჲ, არამედ მე ეგრეცა საძიებელი იგი მი-ვე-ვსცე მათ, — მოციქული იტყჳს, — რამეთუ არცა ამისგან უღონო ვარ, დაღაცათუ არა ურწმუნოებითა დაბნელებულთა, არამედ მათვე ჰურიათა და წარმართთაგანთა ჩინებულთა, რომელთა ღმერთმან უწოდა ღირსებისათჳს მათისა, რაჲთა ვეტყოდი და ვჰრქუა: რასა იტყჳ, ჵ ჰურიაო, სასწაულსა ეძიება? — აჰა გაქუს ქრისტე, ძალი ღმრთისაჲ, მოქმედი ნიშებისა და სასწაულებისაჲ; და არა ხოლო მოქმედი, არამედ შემოქმედიცა მათი! რამეთუ სხუაჲ არს მოქმედობაჲ, და სხუა — შემოქმედობაჲ; ვინაჲთგან ნიშნი და სასწაულნი სხუათაცა მრავალთა ქმნნეს, ხოლო არა თავით თჳსით, არამედ მის თავადისა ყოველთა შემოქმედისა მიერ. ხოლო ქრისტე არა სხჳსა მიერ მოქმედ, არამედ თჳთ ბუნებით შემოქმედ და დამბადებელ არს ნიშებისა და სასწაულებისა. და შენ, წარმართო, რასა ეძიებ; ანუ სიბრძნესაა? — აჰა გაქუს შენცა გუამოვნებითი იგი სიბრძნე ღმრთისა მამისაჲ — ქრისტე!

ესრეთ უკუე სარწმუნოებით მკითხველთა ვასწავებთ ჩუენ მიერ ჯუარცუმულად ქადაგებულისა ამისთჳს, ვითარმედ ესე თჳთ იგი არს სიბრძნე და ძალი ღმრთისა მამისაჲ. ხოლო უკუეთუ ურწმუნოებით დაბრმობილთა საცთურ და სისულელე უჩნდეს, ესე ნუ გიკჳრს; რამეთუ გრძნობადიცა ესე მზე უძლურთა თუალთა დამაბრმობელ, ხოლო ძლიერთა განმაბრწყინვებელ არს.

მოციქულისაჲ: რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ — უძლიერეს კაცთა არს (1,25).

თარგმანი: სულელ ღმრთისა ჯუარსა უწოდს, რომელი-იგი დაღაცათუ წარმართთა სისულელედ შეჰრაცხეს, არამედ ესოდენ უბრძნეს არს იგი ბრძენთა, რომელ მათ ვერცა ერთი ვინ აცხოვნეს, ვითარცა ამაოებისა მიდევნებულთა, ხოლო ჯუარმან ყოველი სოფელი ესრეთ აღმოიყვანა უფსკრულით წარწყმედისა, ვითარ-იგი სახედ მისსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ ფილმან ტარმან აღმოიქუა ცუ პირი თჳსი. და კუალად, უძლურ ღმრთისა ვე ჯუარი არს, რომლისა სახელსა ბევულნი დაშრეტად გულსმოდგინე ნნეს, ხოლო იგი უფროჲს და უმეტეს ვის, და აღემატების ყოველთა შორის ჯუარისა და ჯუარცუმულისაჲ.

დიონოსისი: არა ხოლო ყოველი კაცობრივი მოგონებაჲ საცთურეან იწოდების მტკიცეთა მათ და მდგომთა, საღმრთოთა სრულებათა გულისჴმის-ყოფისა, არამედ ჩუეულებაჲცა არს ღმრთისმეტყუელთაჲ, რაჲთა წინააღმდგომებით შემოღებულთა სიტყუათა მიერ და ნაკლულთა ჰყოფდენ უკუთქუმასა საღმრთოთა მათთჳს და უნაკლულოთა; რამეთუ ესრეთ იმეტყუელებიან ნათელნი იგი ყოვლად უხილავნი და შეუხებელნი; მრავალსათქუმელითა ამით და მრავალსახელითა — გამოუთქუმელნი იგი და უსახელონი; და ყოვლისავე აქაჲსაგან და ყოველთა მიერ საპოვნელისა — მიუწდომელნი იგი და გამოუკულეველნი.

მოციქულისაჲ: რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო. არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა? (1,26).

თარგმანი: რომელთამე სამოციქულოთა წიგნთა ნაცვალად "თქუენისა" —"ჩუენი" პოვნილ არს, ვითარ იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ხედევდით ჩინებულებასა ჩუენსა, ძმანო. ხოლო ესე ზოგად ყოველთა მიერ უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ წარიკითხვოდინ სიტყუანი ესე, არამედ ესრეთ, ვითარმედ: არა მრავალნი ბრძენ არიან ჴორციელად; არა მრავალნი ძლიერ არიან; არა მრავალნი აზნაურ არიან. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "განიცადეთ-ღა, თუ რაბამ დიდად შემძლებელ არს ჩინებულობაჲ, რამეთუ წოდებასა ამას ჩუენსა არა მრავალნი მოსრულ არიან და ძლიერთა და აზნაურთაგანნი! ხოლო "ჴორციელადი" ზოგად სამთათჳსვე უთქუამს, ვითარმედ: ესევითარი იგი სიბრძნე და ძლიერებაჲ და აზნაურებაჲ — ჴორციელნი ოდენ არიან და ჴორცთა ატივნი გარეშენი, და არა შინაგანნიცა და სულისანი. ხოლო არა იტყჳს, ვითარმედ: "არცა ერთი ვინ არს სარწმუნოებად ნდა მოსრული, ბრძენთა და ძლიერთა და აზნაურთაგანი, არამედ არა მრავალნი არიანო, თჳნიერ მცირედთაჲა, ვითარ-იგი იყო ბრძენთმთავარი დიონოსი ბრძენთაგან და ანთჳპატი ძლიერთაგან, ზოგად ორნივე აზნაურ და დიდებულ მთავრობითა სოფლიოთა პატივთაჲთა.

მოციქულისაჲ: არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა; და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს (1,27-28).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს ღმერთსა გამორჩევად უნდოთა და შეურაცხთა, რაჲთა მათ მიერ არცხჳნოს დიდთა და შერაცხილთა. ხოლო შენ ნუ გგონიეს, ვითარმცა ამათითა აღრჩევითა მათ გარემიაქცევდა; ნუ იყოფინ! რამეთუ მას თავადსა ყოველთაჲვე სწორად ჰნებავს ცხორებაჲ და, ვითარცა წინაჲსწარმეცნიერი, მათ აღირჩევს, რომელთაჲ უწყოდის, ვითარმედ ისმენენ წოდებასა მისსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ სიბრძნესა და ძლიერებასა და აზნაურებასა ზედა სოფლიოსა აღზუავებულნი თჳთ ნებსით განვარდებიან მისგან ამპარტავანებითა თჳსითა. ხოლო მდაბალნი იგი და შეურაცხნი ჴორციელად - სიმდაბლით მსმენელ და მორჩილ არიან ბრძანებათა მისთა. ამისთჳს დაღაცათუ ესოდენ უნდო იყვნენ, რომელ "ყოვლად არაარს" სახელ-ედებოდის უცნაურებისათჳს და შეუსწავებლობისა, გარნა არა ხოლო მარცხჳნებელ, არამედ განმაქარვებელცა იპოებიან ყოვლად აღზუავე, რაჟამს შინა მათსა წარჴდეს. ხოლო ამათი უპატიოებაჲ სარწმუნოებისა მიერ განითქუმოდის. ესე არს გარდამატებულებაჲ ქრისტეს მიერისა ძლევისაჲ, რაჟამს "არა-არსად" სახელდებულთა მათ მდაბალთა მიერ, მზუაობარნი იგი, საჩინოებისათჳს განლაღებულნი, განაქარვნეს.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა (1,29).

თარგმანი: ამით დაემჴობვის სიქადული მზუაობართაჲ მათ, რაჟამს თჳნიერ მისსა, რომელსა-იგი დიდ ჰგონებდეს, —სიბრძნესა, ძალსა და აზნაურებასა, — აცხოვნნეს ღმერთმან ვიეთნიმე, ყოვლად უღონონი ესევითართა მათგან პატივთა ჴორციელთა.

მოციქულისაჲ: მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა (1,30).

თარგმანი: ვისგან "მისგან"? ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ მათგანნი ხართ თქუენ კორინთელნი, რომელთა-იგი მოუსპო ღმერთმან მიზეზი ზუაობისა და სიქადულისაჲ, რაჟამს არა სიბრძნისა, არცა სიმდიდრისათჳს, არამედ თჳსთა ბუნებითთა წყალობათათჳს გიწოდნა თქუენ. ამისთჳსცა განგაკრძალებ, რაჲთა მოისპოთ თქუენგან ყოველი სილაღე და ამპარტავანებაჲ, რომელი-იგი მტერობად ღმრთისა შეირაცხების. და რაჲთა შეიკდიმოთ მისგან, რომელმან-იგი არა ხოლო განმაბრძნვნა ანუ განმამართლნა, განმწმიდნა ანუ გამომიჴსნნა, არამედ ყოვლითურთ თავი თჳსი მომცა ჩუენ; რომელ-იგი არს გუამოვანი სიბრძნე და ძალი ღმრთისა მამისაჲ. და ესრეთ იქმნა განმამართლებელ, განმწმედელ და გამომჴსნელ, რამეთუ პირველად განმაბრძნვნა, რაჟამს შემცვალნა საცთურისაგან და მოგუაქცინა უგუნურებისაგან, და ეგრეთღა განმამართლნა და განმწმიდნა მოვლინებითა სულისა წმიდისაჲთა, და თავისუფალ-მყვნა ყოვლისა ბოროტისაგან, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი გამოჴსნაჲ. ხოლო შენ იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, ვითარ ჩუენ მორწმუნეთა გუეტყჳს ქრისტეს მიერ ყოფასა, და დაგჳმტკიცებს არარაჲსა თავით თჳსით ქონებასა, რაჲთა ყოველივე ჩუენი მას მივაჩემოთ — ყოფაჲცა და კეთილად ყოფაჲცა. და კუალად, რაჲთა არა უშობელად ჰგონო ძე, ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: გუექმნა სა მიერ, ესე იგი არს მამისა მიერ, რამეთუ ღმრთეებით ყოველივე ერთ არს და სწორ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა, ვითარცა წერილ არს, რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის (1,31).

თარგმანი: ზემო თქუმულთა ამათ პირთა საწამებელად შემოიღებს სიტყუასა ანნაჲსსა და იერემიაჲსსა, და ესრეთ ასწავებს კორინთელთა, რაჲთა თავისა თჳსისად არცა ერთი რაჲ შეერაცხოს წარმატებათაგანი, რამეთუ ესე არს უფლისა მიერ სიქადული.

მოციქულისაჲ: და მე რაჲ მოვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა, მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ (2,1).

თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: ენება ღმერთსა, თუმცა ნუუკუე და ვერ ეძლო, არამედ დაღაცათუმცა პავლეს ვერ ეძლო, მიმავლინებელი იგი მისი არარაჲსა შეუძლებელი ქრისტე უეჭუელად შემმლებელ იყო მიცემად პავლესსა ყოველსავე სიტყუასა საწარმართოჲსა სიბრძნისასა, რაჲთამცა მით ექადაგა მას წამებაჲ ღმრთისაჲ. წამებად უკუე უწოდს, რამეთუ არარაჲსა სხჳსათჳს მიმოვიდოდა, თჳნიერ რაჲთა მიუთხრობდეს სიკუდილსა ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარცუმული (2,2).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ თქუმად, ვითარმედ: არარაჲ ვსაჯე უწყებად რასმე თქუენ შორის. ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ უმჯობეს ვჰგონე მარტივთა სიტყუათასა, რამეთუ ესრეთ სათნო-ეყოფვოდა მომავლინებელსა ჩემსა ქრისტესა, რაჲთა მათ მიერ დაუყვნე პირნი მრავალმანქანათა მათ, ამის სოფლისა ბრძენთანი.

მოციქულისაჲ: და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ (2,3).

თარგმანი: უძლურებად დევნულებათა უწოდს, ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: ჯერ-არს თუ სიქადული, უძლურებათა ჩემთასა . რანი იყვნეს იგი, გარნა თ-იგი მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი შეპყრობაჲ პავლესი უნდა. ნაჲცა უმეტეს განცხადნების ძლიერებაჲ ჯუარისაჲ. რამეთუ არა ხოლო უსწავლელ და გლახაკ, არამედ დევნულ და შემინებულცა იყვნეს ქადაგნი , და ძრწოლით რაჲ ქადაგებდეს, მრავალ განლაღებულთა მათ რ-ასხნეს ბრძენთა და ყოვლად უშიშად მეტყუელთა.

მოციქულისაჲ: და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა (2,4).

თარგმანი: რწმუნებად უწოდს ენამჭევრობასა მას გარეშეთასა, ხოლო გამოცხადებად სულისა — ძალსა სულისა მიერ წმიდისა მიცემულსა მისდა, რომლითა იგი ჰყოფდა ნიშებსა და სასწაულებსა, რომლითა მოაქცინა ურიცხუნი სარწმუნოებად.

მოციქულისაჲ: რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა (2,5).

თარგმანი: უმტკიცეს სიტყუათა არს საქმე; ამისთჳსცა უეჭუელ არს სარწმუნოებაჲ იგი, რომელსა შინა ლიქნით მეტყუელებაჲ არცა ერთი იყოს, თჳნიერ ძალი ღმრთისაჲ და მოქმედებაჲ საკვრველებათა მრავალთაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ (2,6).

თარგმანი: პირველად უკუე სისულელედ უწოდდა საღმრთოსა სიბრძნესა, რეცა ჩუეულებითა გარეშეთა სიტყჳსაჲთა. ხოლო აწ, რაჟამს განცხადებულად დაასაჯა სისულელე საწარმართოსა მას სიბრძნესა, ჭეშმარიტისა ამის სიბრძნისათჳს იწყებს სიტყუად; ესე იგი არს ქადაგებაჲ ქრისტესი, ჯუარისა მიერ ცხოვნებაჲ ყოველთა, ქუეშე კერძო ცისა მყოფთა. ა უწოდს, რამეთუ არიან სრულ, რომელთა კაცობრივი ყოველი შეურაცხ-ყვეს და საღმრთოთა შჯულთა მოქმედებასა მისცნეს თავნი თჳსნი.

მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა — არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ ამის სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან (2,6).

თარგმანი: სიბრძნედ ამის სოფლისად მას უწოდს, რომელი საწუთროსავე თანა დაიჴსნებოდის, და საუკუნოდ არარას სარგებელ ეყოფვოდის. ხოლო შემდგომი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: არცა მთავართა ამის სოფლისათა განქარვებადთასა. ესე იგი არიან მთავარ ამის სოფლისა, განთქუმულნი სიბრძნესა ზედა სოფლიოჲსა ფილოსოფოსობისა ანუ რიტორობისასა, სიტყუათა აღმწერელობისა, ანუ რიცხუთა მეცნიერობისანი. რამეთუ ესევითარნი დაიდგინებოდეს მთავრად და განმგებელად საქმეთა. და ამათთჳს იტყჳს მოციქული, და არა ეშმაკთა უწოდს მთავრად სოფლისა, რომელი-ესე შემდგომისა სიტყჳსაგან ცხად არს, ვითარმედ: "განქარვებად არიან", რამეთუ ყოველი დიდებაჲ და საოცრებაჲ სოფლისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ, დაჭნების და წარჴდების.

მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას (2,7).

თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სიბრძნედ ღმრთისა უწოდს საიდუმლოსა მას ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი პირველ ქმნისა ანგელოზთაგანცა უცნაურ იყო, რომელი-ესე არს პირველი სახე საიდუმლოდ დაფარულობისა მისისაჲ. ხოლო მეორე, რამეთუ სხუებრ ვიხილეთ და სხუებრ გურწამს, და რომელსა-ესე ხატითა მონისაჲთა ვხედავთ, პირველ საუკუნეთა ღმრთად და მეუფედ აღვიარებთ, და თაყუანის-ვსცემთ მოწყალობათა და სიმდაბლესა კაცთმოყუარებისა მისისასა.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი პირველადვე ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა, სადიდებელად ჩუენდა (2,7).

თარგმანი: ესე არს, რომელი პირველ საუკუნეთა მამისა თანა იყო, რამეთუ ამით სიტყჳთა ქადაგა მოციქულმა მამისა თანა დაუსაბამოებაჲ მ, რომლისაჲ-ესე განკაცებასჲ არა ხოლო მაში, პირველ ქმნისა, არამედ აწ და შემდგომადცა დაფარულვე არს; ურწმუნოთაგან ფრიადრე ხოლო მორწმუნეთაგან, დაღაცათუ არა ფრიად და ეგოდენ, არამედ არავე სრულიად განეცხადების. ესე იგი არს, რომელი-იგი წინაჲთვე განეგო ღმერთსა საცხორებელად და სადიდებელად კაცთა, ვითარცა სიბრძნე და ძალი თჳსი.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა (2,8).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად გულისჴმის-საყოფელ არს პილატესთჳს და ჰჱროდესთჳს და მწიგნობართა და მღდელთმოძღუართა ჰურიათასა, რომელნი-იგი უმეცარ იქმნნეს ჯუარისა მიერსა მას ცხორებასა კაცთა ნათესავისასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა (2,8).

თარგმანი: ჟამიერად უწოდს მას უფლად დიდებისა, რამეთუ, ვინაჲთგან ურწმუნოთა უპატიოებად ჰგონეს ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ, ამისთჳსცა მოციქული, თჳთ სიტყჳსა მისებრვე უფლისა, დიდებად მისსა უწოდს ჯუარ-ცუმას მას.

ჳკუმენისი: არა-ცნობასა ამას შურითა დაბრმობისათჳს ჰურიათაჲსა იტყჳს, ხოლო რამეთუ იცოდეს და ნებსით უმეცარ იქმნნეს, ესე ამიერ ცხად არს, რაჟამს იტყოდეს: "ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ" (). ვიტყჳ უკუე, ვითარმედ ესე იცოდეს, რამეთუ იგი თავადი არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და ამით დაისაჯებიან რამეთუ, რომელი-იგი ცოდეს, მეცნიერებით ცოდეს და არა უმეცრებით. ხოლო აწ მოციქული უმეცრებად ამას იტყჳს, ვითარმედ, ესოდენ მოშურნისა გონებისა უფალ იყვნეს ჰურიანი, რომელ რაოდენცა წყურიელ იყვნეს მოკლვად უფლისა, უკუეთუმცა ეცნა, ვითარმედ ჯუარცუმითა მისითა ესოდენ დიდი იქმნების ცრებაჲ ყოველთა წარმართთაჲ, არამცა ჯუარს-ეცუა იგი.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა (2,9).

თარგმანი: სადა წერილ არს? — ცხად არს, ვითარმედ ფრიად საიდუმლოდ და დაფარულად. ანუ თუ ესევე ძალი წერილ არს, ხოლო არა ამითვე სიტყჳთა, ვითარ-იგი ესაია იტყჳს, ვითარმედ: "რომელთადა არა თხრობილ იყო, მისთჳს იხილონ, და რომელთადა არა სმენილ იყო, გულისჴმა-ყონ" (). რამეთუ ესე არს თუალით უხილავი და ყურით უსმენელი; გინათუ თჳთ ესევე სიტყუაჲ წერილ არს წიგნსა შინა, ხოლო აწ უჩინო-ქმნილ არს, ვითარ-იგი მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "სამოელისითგან შემდგომითი-შემდგომად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს მისთჳს (), ხოლო აწ არა ყოველთაჲ იპოების, რამეთუ უდებებითაცა და სიმრავლითა ტყუეობათაჲთა მრავალი წიგნები ჰურიათაჲ წარჴდა. გარნა დაღაცათუ ჩუენდა არა მოწევნულ არს, არამედ მოციქული ზედა-მიწევნით წურთილ იყო წიგნებსა შჯულისასა; ამისთჳს ჩუენგან დაფარული, ხოლო მისდა საცნაური, შემოიღო წამებაჲ წერილისაჲ, რომლისა ძალი ესე არს, რამეთუ: წინა-განმზადებული იგი კეთილი ღმრთისა მიერ საიდუმლოჲ არს ქრისტეს განკაცებისაჲ, ხოლო მოყუარედ მისსა უწოდს მორწმუნეთა მისთა. გარნა საძიებელ არს, თუ ვითარ იტყჳს ყურისა უსმენელობასა რომელი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲთვე უწყოდეს და ქადაგებდეს ჴორცთშესხმასა სიტყჳსასა. ცხად არს, ვითარმედ არა ჴორციელითა ყურითა ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარ-იგი ესაია იტყჳს, : და ესე ცხად არს, ვითარმედ მას ყურნი შობასავე თანა ჰქონებოდეს, არამედ ესევითართა მათ ყურთათჳს იტყჳს, რომელნი დაიტევდენ ძალსა საწინაჲსწარმეტყუელოთა სიტყუათასა. ამისთჳს აწ მოციქულმან ზოგად ყურისათჳს, თუალისა და გულისა, ზედა-დაჰრთო კაცობრივობაჲ, რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ, რომელთა-იგი ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელებით, არა ყურითა, არცა თუალითა, გინა გულითა ჴორციელითა, არამედ მადლითა სულისა წმიდისაჲთა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ჩუენ გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა (2,10).

თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "თქუენ ვითარ ისწავეთ?" — ამისთჳს წინა-აღუჴსნის, ვითარმედ: "ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა"; და ამით დაჰქენჯნის საწარმართოსა სიბრძნესა, ვითარმედ ვერ ღირს-იქმნა იგი მიწევნად ესევითართა საიდუმლოთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა (2,10).

თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ჩუენ არარაჲ უწყით, უკუეთუ არა ყოვლისავე მეცნიერმან სულმან ღმრთისამან რაჲმე მაუწყოს ჩუენ. ხოლო გამოძიებაჲ თქუა სულისათჳს, არა უმეცრებისა რაჲსამე საცნაურ-მყოფელად, არამედ ყოვლისავე ცნობისა მისისა დამამტკიცებელად.

ღმრთისმეტყუელისაჲ: სული ყოველსავე გამოეძიებს; არა თუ - ვითარცა უმეცარი ცნობად რაჲსამე, არამედ, ვითარცა ყოვლისავე მეცნიერი, იშუებს ხედვითა მით.

სევერიანესი: სიღრმედ ღმრთისა უწოდს დაფარულებასა მას ჩუენგან უცნაურთა განგებულებათა მისთასა.

ჳკუმენისი: სიღრმედ ღმრთისა იტყჳს ანუ დაფარულებასა წმიდათა წერილთა ძალისასა, ანუ გონებათა შინა დადებულსა მას მეცნიერებასა, რომელი-იგი, უკუეთუ გამოუცხადოს სულმან წმიდამან წმიდათასა,

მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან (2,11).

თარგმანი: აჰა ესერა სახედ შემოიღებს სულსა კაცისასა და იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი არავინ იცის სხუამან სხჳსაჲ, უკუეთუ არა ეუწყოს მას სულისა მისისაგან, ეგრეთვე ჩუენ არარაჲ უწყით მიუწდომელისაგან სიღრმისა ღმრთისა განგებულებათაჲსა, უკუეთუ არა ყოვლისავე მეცნიერმან სულმან ღმრთისამან გამოგჳცხადოს ჩუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა (2,12).

თარგმანი: სულად ამის სოფლისა — უწოდს კაცობრივსა სიბრძნესა და სწავლულებასა, რომლისა-იგი ზემოჲთგანვე იტყჳს არა-ქონებასა; ამისთჳს, რაჲთა არა მას მიეჩემოს სასწაული იგი ჯუარისა მიერ წარმართთა მოქცევისაჲ, არამედ სული წმიდაჲ ამისთჳს მიგჳღიეს, რაჲთა შეუძლოთ ცნობად ნიჭთა ამათ, რომელნი მოგუემადლნეს ჩუენ განჴორციელებითა ქრისტესითა, ვინაჲცა ესოდენ უაღრეს ვართ სოფლიოთა ბრძენთა, რაოდენ სული წმიდაჲ, მოძღუარი ჩუენი —მოძღუართა მათთა, პლატონს და პითაღორას.

მოციქულისაჲ: რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა (2,13).

თარგმანი: ესე არს შეუსწორებელი უზეშთაესობაჲ მოციქულთაჲ უფროჲს წარმართთა მათ ბრძენთა, რაოდენ თჳთ [თავადისა ღმრთისაჲ კაცთა...]

მოციქულისაჲ: სულიერთა სულიერად შევატყუებთ (2,13).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ მიჴმს მე მოღებად გარეშეთაგანი, არამედ ჩუენთა ამათ მიერ კმა-ვიყოფ სიტყუასა საწამებელსა. უკუეთუ მიჴმდეს სახედ სამ დღე დაფლვისა და აღდგომისა სახე იგი იონაჲსი, რომელი შემდგომად სამისა დღისა ცხოველი გამოვიდა მუცლით ვეშაპისაჲთ, და რაჟამს გამოვეძიებდე, უკუეთუ ქალწულმან შვა, შორის-შემოვიყვანებ ბერწთა შვილიერთა — სარრას და რებეკას, ანნას და ელისაბედს, და კუალად ნერგთა მათცა სამოთხისათა ნაყოფიერებასა, თჳნიერ თესვისა დანერგვისა და წჳმისა აღმოცენებულთა და ნაყოფიერ-ქმნულთა. და ესე არს სულიერთაჲ სულიერად შეტყუებაჲ, რაჟამს საღმრთოთა წერილთა, და არა საწარმართოთაგანი იყოს სიტყუაჲ საწამებელი.

მოციქულისაჲ: რამეთუ მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა (2,14).

თარგმანი: მშჳნვიერად კაცად მას უწოდს, რომელი ყოველსავე კაცობრივითა გულისსიტყჳთა გამოეძიებდეს, და არცა ერთსა რას სარწმუნოებითა შეიწყნარებდეს.

კჳრილესი: მშჳნვიერ არს ჴორციელად ცხორებული, და ჯერეთ არღა განათლებული გონებითა სულისა მიერ წმიდისა, არამედ მხოლოდ თანანერგითა მით, კაცობრივითა გულისჴმის-ყოფითა მყოფი. რომელი-იგი მიერ შობითგანვე სულსა შინა ყოველთასა დაუნერგავს დამბადებელსა.

და კუალად, მშჳნვიერ არს, რომელი ყოვლითურთ თავსა თჳსსა მინდობილ იყოს, და არცა ერთსა რას მოელოდის ზეგარდამოსა შეწევნასა. ესე ყოველნი არა შეიწყნარებენ რასა სულისა ღმრთისასა; ცხად არს, ვითარმედ გამოცხადებასა საიდუმლოთასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიცოფე უჩნნ მას და ვერ შემძლებელ არნ ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ (2,14).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უმეცარ არს თჳსსა უგუნურებასა, რამეთუ არა კაცობრივითა გამოძიებითა, არამედ შეუორგულებელითა სარწმუნოებითა ისწავებიან ესევითარნი საიდუმლონი, რომელ-იგი არს სულიერად განკითხვაჲ. ამისთჳს სიცოფე უჩნნ მას ყოველი, რომელსა-იგი ზედამიწევნით ვერ მისწუთებინ.

მოციქულისაჲ: რამეთუ სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის (2,15).

თარგმანი: სულიერად აწინდელსა ამას ადგილსა მორწმუნესა უწოდს, რომელი-იგი განიკითხავს ყოველსავე, ესე იგი არს, განარჩევს და მეცნიერ არს აქათა ამათ წარმავალობასა და მერმეთა მათ წარუვალობასა; იცის დაჴსნადი, და ჰრწამს დაუჴსნელი; ამას შეურაცხ-ჰყოფს, ხოლო მას აღირჩევს. ესრეთ უკუე, სულიერად წოდებული მორწმუნე ყოველსავე მეცნიერ არს ურწმუნოჲსასა და განიკითხავს მისსა ამაოებისა მიდევნებულებასა, ხოლო იგი ამისსა — ვერცა ერთსა რას, რამეთუ არაარსთა არს ჰგონებს, და წარმავალთა —წარუვალ, რომელნი-ესე მას ჰგონიან რადმე. ესენი წარჴდებიან და განქარდებიან, ხოლო რომელნი-იგი წარუვალ არიან და ჰგიან, მათდა მიმართ ურწმუნო არს, და ესრეთ, ორისაგანვე განეჴუების.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს (2,16).

თარგმანი: წამა რაჲ უმეცრებაჲ ურწმუნოჲსაჲ და მეცნიერებაჲ მორწმუნისაჲ, შორის-შემოიღებს დასამტკიცებელად სიტყუასა ესაიაჲსსა, ვითარმედ: ამისთჳს არა იცის ურწმუნომან, რამეთუ შორს არს საუფლოჲსა მის გონებისაგან, რომელ არს ყოველთა დაფარულთა გამომაცხადებელი მადლი სულისა წმიდისაჲ. ესე არს მიზეზი ურწმუნოთა უმეცრებისაჲ, რამეთუ დაუგებელად მტერსა მისსა არა გამოუცხადებს ღმერთი საიდუმლოთა თჳსთა. და კუალად, ესევე არს მიზეზი ჩუენ მორწმუნეთა მეცნიერებისაჲ, რამეთუ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს, ესე იგი არს სული წმიდაჲ, რომელსა-იგი ზემო გონებად უფლისა უწოდა, რამეთუ ღმრთისა მამისაგან გამომავალ არს, ხოლო აქა — გონებად ქრისტესსა, რამეთუ ძისა მიერ მოგუეცემის. და მის მიერ უწყით ჩუენ ყოველივე სიღრმე საიდუმლოთაჲ.

ჳკუმენისი: ნუუკუე და მამასა უწოდს გონებად ქრისტესსა, რომელი-იგი, ვითარცა გონებისაგან სიტყუაჲ, ეგრეთ შობილ არს მამისაგან. ხოლო ჩუენ შორის ყოფაჲ მამისაჲ ითქუმის სიტყჳთა მით საწინაჲსწარმეტყუელოჲთა, ვითარმედ: "დავემკჳდრო მათ შორის და ვიქცეოდი" (), რამეთუ მარადის ჩუეულ არიან წერილნი გონებად წოდებად მამისა, ვითარ-იგი იტყჳს ღმრთისმეტყუელი გრიგოლი: "გონებითა, სიტყჳთა და სულითა, ერთითა მით ბუნებითა და ღმრთეებითა". და კუალად იტყჳს: "პირველად მოიგონნა ანგელოზებრნი იგი და ზეცისა ძალნი, და მოგონებაჲ იგი საქმე იყო, სიტყჳთა აღსრულებული და სულითა სრულ-ქმნული".

მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).

თარგმანი: დაამდაბლა რაჲ ზუაობაჲ გარეშეთა მათ ბრძენთაჲ, აწ დაამდაბლებს სარწმუნოებასაცა შინა აღზუავებულთა მათ და ეტყჳს, ვითარმედ: ვერცაღა მათ ძალ-უც სმენაჲ რაჲსმე სრულისაჲ. ხოლო კეთილად დაჰრთავს, ვითარმედ: "ვერ უძლე", რაჲთა არავინ დასწამოს, ვითარმედ შურდა.

გარნა საძიებელ არს, თუ ვითარღა ჯერეთ ჴორციელ იყვნეს, რომელნი-იგი ჰყოფდეს ნიშებსა და სასწაულებსა. ვიტყჳ უკუე ვითარმედ, ვინაჲთგან შესაკრებელი კორინთელთაჲ, იპოებოდეს მუნ სულიერნიცა და ჴორცნიელიცა. და კუალად არს ვისთანამე ჯერეთ ჴორციელობაჲ, მოქმედებასაცა შინა სასწაულთასა, ვითარ-იგი მეტყუელთა მათ შორის, ვითარმედ: "უფალო უფალო, არა სახელითა შენითა ესე და იგი რაჲმე ვყავთა?" () — რომელთა ესმა: "არა გიცნი თქუენ" ().

მოციქულისაჲ: ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ, სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო (3,1-2).

თარგმანი: ჩჩჳლ ქრისტეს მიერ — იყვნეს იგინი, რომელნი არღა მიწევნულ იყვნეს სრულებასა შჯულთა ქრისტესთასა. ხოლო სძედ უწოდს ჯერეთ უსრულსა მოძღურებასა, და საჭმლად სახელ-სდებს სრულსა. ხოლო "არღა გეძლოჲ" ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: "არა გენება"; რამეთუ ამას ცხად ჰყოფს დაწყებითგან ებისტოლისაჲთ, დაღაცათუ აწ შენდობით ეტყჳს "ვერ-შეძლებასა", რიდობით მხილებისათჳს.

მოციქულისაჲ: არამედ არცაღა აწ გიძლავს, რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ (3,2-3).

თარგმანი: წინამდებარეთა სიტყუათა შინა ამხილებს მიზეზთა წუთღა ჴორციელობისა მათისათა, ვითარმედ: ამათ და ამათ მიზეზთათჳს გეტყჳ "ჯერეთ ჴორციელობასა".

მოციქულისაჲ: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, — არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით? (3,3).

თარგმანი: ესე არიან მიზეზნი, რომლითა დააკლდების კაცი სრულებასა ზოგად ჰასაკისასაცა და საზრდელისასა, რამეთუ მოძღურებაჲ საღმრთოჲ არა შევალს შორის მოშურნეთა და მჴდომთაჲსა.

მოციქულისა: რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ", და სხუაჲ იტყოდის: "მე აპოლლოჲსი ვარ", — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).

თარგმანი: კუალად დაწყებისაებრვე სიტყჳსა განქიქებად იწყო მიზეზთა , რომელ-იგი აქუნდა არათუ პავლეს ზედა და აპოლლოს, არამედ სხუათა ვიეთმე ზედა, უმდიდრესთა და უბრძნესთა მოძღუართა აღრჩევასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ არს პავლე, ანუ რასც არს აპოლლო? - არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა (3,5).

თარგმანი: ეჰა სიბრძნესაღა პავლეს გონიერად მამხილებლობისასა! ვითარ თავსა თჳსსა და აპოლლოს ზედა მოიღო სიტყუაჲ შეურაცხებისაჲ, რაჲთა ესრეთ მათ გულისჴმა-ყონ, ვითარმედ, უკუეთუ პავლე და აპოლლო არარა არიან (რამეთუ "რაჲ-არსი" არარაობისა ნაცვალად თქუა მოციქულმან), რაოდენ უფროჲს მათ მიერ გამორჩეულნი იგი სიმდიდრისა ანუ სიბრძნისათჳს, და მოძღურად ჴელთდასხმულნი! ესრეთ უკუე, შემდგომად დამცირებისა თავთა თჳსთაჲსა, არავე მცირე ნაწილი დაიტევა, რამეთუ დიდ არს მსახურ ყოფაჲ სარწმუნოებისაჲ, რაჲთა წილ-ხუდეს მას დასაბამისა სახესა თანა და ძირსა კეთილთასა ქრისტესა; რამეთუ მომანიჭებელი იგი კეთილთაჲ არა მსახურთა მათცა სარწმუნოებისათა ქველისმოქმედ ექმნასა? ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ უფროჲს არს მსახური სარწმუნოებისაჲ მახარებელსა სარწმუნოებისასა, რამეთუ ესე სიტყჳთ ოდენ მიუთხრობს, ხოლო იგი საქმითცა შეეწევის სარწმუნოებად მსახურ-ყოფითა თჳსითა.

მოციქულისაჲ: და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა (3,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უმცირესიცა ესე ნაწილი მსახურებისაჲ არავე თავით თჳსით გუაქუს, არამედ უფლისა მიერ მიგჳღებიეს.

მოციქულისაჲ: მე დავასხ, აპოლლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა (3,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე დავასხ თესლი ქადაგებისაჲ, ხოლო აპოლლო ნუგეშინისცემი, განსაცდელთაჲთა, არამედ ყოველივე სრულებაჲ ღმრთისაჲ არს, აღმაორძინებელისა მისისაჲ.

მოციქულისაჲ: აწ უკუე, არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი (3,7).

თარგმანი: იხილე სიბრძნე პავლესი, ვითარ შეურაცხებაჲ და მხილებაჲ ყოველი თავსა თჳსსა და აპოლლოჲს ზედა დაიკრიბა, რაჲთა ესრეთ ღონისძიებით შეკდიმებულ ყვნეს მოძღურებასა ზედა განლაღებულნი იგი, და ჯეროვნად განსწავლნეს ღმრთისა მხოლოდ მიჩემებად ყოვლისავე კეთილისა, რაჲცა ვის აქუნდეს.

მოციქულისაჲ: ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან (3,8).

თარგმანი: რასა ზედა ერთ არიან, თჳნიერ ვერარაჲსა შემძლებელობასა და უნდოებასა, თჳნიერ აღმაორძინებელისა ღმრთისა!

მოციქულისაჲ: და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მოიღოს თჳსისაებრ შრომისა (3,8).

თარგმანი: ამას ადგილსა "ხოლოჲ" უსაკუთრეს არს, რაჲთა თანა-შეაკრას ქუემოჲ ესე ზემოსა მას სიტყუასა, ვითარმედ: დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან, ხოლო კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. რამეთუ ვინაჲთგან დააკნინა მსახურებაჲ ქადაგთა სიტყჳსათაჲ, რაჲთა ყოველივე კეთილი ღმერთსა მიაჩემოს, შეეშინა, ნუუკუე დაიჴსნნენ ვიეთნიმე ქადაგ ყოფად სიტყჳსა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ვთქუ დამსხმელისათჳს და მომრწყველისა ზოგად შეუძლებლობაჲ რაჲსაჲმე, თჳნიერ აღმაორძინებელისა ღმრთისა, არამედ ეგრეთცა ნუვინ დაეყენებინ საქმედ კეთილისა მუშაკობისა, რამეთუ დაღაცათუ აღორძინებაჲ ნაყოფთჲ ღმერთსა ზედა არს, არამედ თითოეული მიიღებს თჳსსა სასყიდელსა. ეგოდენ, რაოდენ აღორძნდენ, არამედ რაოდენი ეჩუენოს შრომაჲ და მოღუაწებაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ, ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ (3,9).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ნაცვალად "ღმრთისა თანაშემწისა" — ღმრთისა თანა-მოქმედნი ვართ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჩუენ, რომელნი-ესე საღმრთოთა შჯულთა გიქადაგებთ თქუენ, ღმრთისა თანამოქმედნი ვართ, რამეთუ, რაჲ-იგი მას ჰნებავს, — ცხორებაჲ კაცთაჲ, — მას ვმოქმედებთ მის თანა ქადაგებითა ჩუენითა. ამისთჳს ღმრთისა თანამოქმედ გუეწოდების ჩუენ, და არა თქუენ მიერ ჴელთდასხმულთა მაგათ მოძღუართა, რომელნი-ეგე შფოთისა და არა მშჳდობისა მიზეზ გექმნნეს თქუენ, რომელნი-ეგე, ვინაჲთგან ღმრთისა ნამუშაკევნი და ღმრთისა აღშენებულნი ხართ, ღმრთისად გეწოდებოდენ და ნუვისდად სხჳსა, ზედამდგომელთა თქუენთაგანისად.

მოციქულისაჲ: მადლითა მით ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ (3,10).

თარგმანი: დაღაცათუ არა "ხოლოჲთა" ანუ "არამედ-რამეთუჲთა" განწვალებულ არს, არამედ ეგრეთცა თავ სიტყჳსა არს ადგილი ესე, ვითარმედ: "მადლითა მით ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან". ბრძნად ხუროთმოძღურად უწოდს თავსა თჳსსა; არათუ ვითარმცა თჳთვე იქებდა მას, არამედ რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ ყოველსავე, ვინცა იყოს ბრძენი ხუროთმოძღუარი, ამისი უჴმს საფუძველად დადებაჲ, რომელ-ესე მე დამიც, —ქრისტე იესუ, რომლისაჲ-ესე საფუძველობაჲ არა თავით თჳსით ვცან, არამედ მადლისა მიერ ღმრთისა, რომელ მომეცა მე. ამისთჳს არა ზუა უწოდ თავსა ბრძნად, , ვითარცა მის მიერ განბრძნობილი, ბრძენსა ვეძიებ ხუროთმოძღუარსა. ხოლო საფუძველად უწოდს სარწმუნოებასა ქრისტესსა და მას ზედა გუაწუევს შენებად საქმეთა კეთილ.

მოციქულისაჲ: ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს, რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე (3,10-11).

თარგმანი: ესე არს კრძალვაჲ, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა აშენებდეს; და რაჟამს მას ზედა აშენებდეს, არარას შეუმსგავსსა მის საფუძველისასა აშენებდეს. ვინაჲცა კორინთელთა ეტყჳს პავლე, ვითარმედ: ნუ გეშინინ მათგან, რომელნი-იგი მრავლად განგჭრიან თქუენ, რამეთუ ერთ არს ყოველთა საფუძველი — ქრისტე, რომელი-ესე მე დავდევ, ესე იგი არს გიქადაგე თქუენ. მას ზედა დაშენებულ ვართ, მის მიერ განმტკიცებულ ვართ, ოდენმცა სათნო მისსა, და არარაჲთ შეუტყუებელ არს მისგან შენებულებაჲ ესე საქმეთა ჩუენთაჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა — ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა (3,12).

თარგმანი: სამ არიან ნივთნი მართალთანი: ოქროდ სახელდებული იგი განწმედილი ღმრთისმეტყუელებაჲ, და ვეცხლად წოდებული კრძალულებითი ცხორებაჲ, და ანთრაკად გინათუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ქვებად პატიოსნებად წოდებულნი საღმრთონი გულისსიტყუანი.

და კუალად, სამ არიან ნივთნი ცოდვილთანი: ძელად წოდებული —ნივთთ მოყუარებაჲ, და თივად სახელდებული — ცხორებაჲ პირუტყუებრი, და ლერწამ თქუმული — გულისსიტყუანი ვნებულნი. რამეთუ ბად მოსლვისა მართალთა კრებული აშენებს სარწმუნოებასა ზედა, ნივთად მდგმოდ, საქმეთა კეთილთა, მიმსგავსებულთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვათა პატიოსანთასა; ხოლო ცოდვილნი — საქმეთა ბოროტთა, სახედ ნივთისა ადვილად აღსაგზებელისა, რომელი-იგი ღირს არნ მერმისა მის ცეცხლისა.

მოციქულისაჲ: კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს (3,13).

თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ თითოეულისა საქმე ცხად იქმნეს, რამეთუ დღე საცნაურ ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს. ესე იგი არს, ვითარმედ თითოეული საქმე აქა, ვითარცა ბნელსა შინა, იქმნების, და უცნაურად იფარვის ღამისა მიერ, რამეთუ ვითარებაჲ მისი დღემან მან საცნაურ ყოს, მის საუკუნოჲსა ერთ დღედ წოდებულისამან, რომელ არს ცეცხლითა გამოჩინებადი იგი დღე მეორედ მოსლვისაჲ. რამეთუ ცეცხლი არს გამომცდელ ოქროობასა ანუ ძელობასა, ვეცხლობასა ანუ ლერწმობასა, ქვა პატიოსან ყოფასა ანუ თივაობასა თითოეულისა საქმეთასა.

მოციქულისაჲ: და კაცად-კაცადისა იგი საქმე ვითარ რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს, რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა; სასყიდელი მოიღოს; რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, — იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან (3,14-15).

თარგმანი: არა ვითარ ვიეთმე ჰგონეს დასრულებადობასა, არამედ ყოვლად დაუსრულებელობასა მერმისა მის სატანჯველისასა ქადაგებენ სიტყუანი ესე სამოციქულონი. რამეთუ პირველად იწყებს ამას, ვითარმედ: ვიდრე მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი ვალს უკუანაჲსკნელსა მას დღესა წინაშე ქრისტეს საყდრისა, უცნაურ არს ნივთი თითოეულისა საქმეთაჲ. ხოლო მაშინ, რაჟამს მსგავსად ბრძმედისა უმბრწყინვალეს ყვნეს საქმენი მართალთანი მდინარემან მან ცეცხლისამან, მსგავსად ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვათა პატიოსანთა, ამათ სასყიდელი მიიღონ კეთილსა მას საფუძველსა ზედა სარწმუნოებისასა პატიოსანთა ნივთთა შენებისათჳს, რომელ არიან საქმენი კეთილნი, ხოლო რომელთაჲ ნივთი ადვილად დაიწუეს, ესენი იზღვნინენ მიჴდითა პატიჟისაჲთა, რაჟამს არა დაწუვასავე თანა უძლურთა მათ ნივთთასა დაიწუნენ იგინიცა და განქარდენ, არამედ გაწყრნენ. ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ზემოჲთგანითა წარმოთქუმითა, ვითარმედ: რომლისა საქმე დაიწუეს, დაშჭირდეს, ხოლო იგი ცხნოდეს, არამედ ესრეთ, ვითარცა ცეცხლისაგან. ხოლო ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, ვითარმედ: რომლისა საქმე დაიწუეს, მას ზოგად ორივე დაშჭირდეს, რამეთუ სარწმუნოებაჲცა არად სარგებელ ეყოს, თჳნიერ კეთილთა საქმეთა, და ცუდიცა იგი შრომაჲ მისი უჴმართა საქმეთათჳს წარ-ვე-უწყმდეს, რომელი-ესე მრჩობლი დაჭრვებაჲ არს.

ხოლო იგი ცხონდეს. ?) მოქმედი საქმეთაჲ დაიწუნეს. ვინაჲცა, "ცხონდესი" რაჲ თქუა, რაჲთა არა ჰგონო შენ პატიოსნისა ამისთჳს , ვითარმედ: ნუუკუე ცხონდების მოქმედი იგი ბოროტისაჲ; ამისთჳს ზედა-დაჰრთო, ვითარმედ: "ესრეთ, ვითარცა ცეცხლისაგან". ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს ვთქუ ცხოვნებაჲ მისი, რამეთუ არა უჩინო ყოფასა თანა საქმეთასა მოქმედიცა მათი განქარდების, არამედ ცხოელ არს, და ესრეთ ოდენ, ვითარცა შუენის ცეცხლსა შინა მყოფსა, რაჟამს სამარადისოდ იწუებოდის და არაოდეს დაიწუებოდის: რომელ-ესე არს უცილობელი დაუსრულებელობაჲ სატანჯველისა ცოდვილთაჲსაჲ.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? (3,16).

თარგმანი: ამიერითგან მხილებად მისსა იწყებს, რომელსა-იგი ესიძვა, და ფრიად შუენიერ ჰყოფს შესავალსა მოძღურებისა სიტყუათასა, რამეთუ სიმდიდრესა მას მადლისასა და ნიჭსა სულისა წმიდისასა მოჴსენებითა უმძიმეს ჰყოფს ბრალსა მის ცოდვისასა, ვინაჲთგან ტაძარი ღმრთისაჲ და სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ქმნილი გუამი, ყოვლად საძნაურ არს ამისსა შემდგომად სადგურ ვნებათა ქმნად.

მოციქულისაჲ: რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს რი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე (3,17).

თარგმანი: ვინაჲთგან წმიდაჲ ჯერ-არს სავანე წმიდისა მის წმიდათაჲსაჲ, ამისთჳს მრჩობლ შეგუემატების საშჯელი, რაჟამს ღმრთივ ქმნულებასა თანა მის მიერ განწმედილობაჲცა იგი ნათლისღებისა მიერითა კუალად დაბადებითა უჴმარ ვყოთ და ხრწნილებითა ცოდვისაჲთა წარვიოტოთ თავთა ჩუენთაგან განმწმედელი იგი ჩუენი სული წმიდაჲ. ამისთჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ არარაჲ ესრეთ განხრწნის ტაძარსა მას ღმრთისასა, რომელ არს გუამი ჩუენი, ვითარ ბილწებაჲ სიძვისაჲ, რომლისათჳს მოქმედთა მისთა განხრწნის ღმერთი ცეცხლითა მით უშრეტითა, საუკუნოდ და დაუსრულებელად მტანჯველითა.

მოციქულისაჲ: ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ (3,18).

თარგმანი: ესე არს თავისა თჳსისა ცთუნებაჲ, რაჟამს სწავლათა ამათ სამოციქულოთა არა ირწმუნებდეს ვინმე და თჳსით გონებით სხუასა რასმე იზმნიდეს. რამეთუ აჰა ესე ბრძანებს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს ბრძენ ყოფაჲ თქუენ შორის ამას სოფელსა, იქმენინ სულელ, რაჲთა იყოს ბრძენ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე თქუენ შორის მოქადულ არს ამას სოფელსა შინა ბრძენ ყოფად, გარეშითა მით სიბრძნითა და სწავლულებითა, პირველად ესე მოიგენ, ვეტყჳ: დატევებაჲ ცუდ-სახელისა მის და ამაოდ აღმაზუავებელისა საწარმართოჲსა სიბრძნისაჲ, და ეგრეთ მოუჴედინ სისულელედ წოდებულსა ამას სიბრძნესა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისა ჩუენისასა, ვითარცა ნამდჳლვე მიმაახლებელსა ღმრთისასა, რომელი-ესე ყოვლისავე სოფლისა შეურაცხებასა უბრძანებს, საუკუნეთა მათთჳს მოსაგებელთა. ამისთჳს ნუ ვის შეურაცხ უჩნნ ესევითარი ლიტონ მსოფლელობაჲ, რომელსა-იგი სარწმუნოებაჲ მოგუატყუებს ჩუენ, რაჲთა არა კაცობრივთა გულისსიტყუათა გარწმუნებდით გამოძიებასა ქრისტეს ქადაგებისა საიდუმლოთასა; ვითარმცა ვიტყოდეთ, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, უკუეთუ ქრისტე ძე არს ღმრთისაჲ, ანუ თუ ჭეშმარიტად განკაცნა?

მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა (3,19).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო შეწევნად ვერ შემძლებელ, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომ და მაბრკოლებელ არს საღმრთოჲსა ამის სიბრძნისა პოვნად, სიბრძნე იგი გარეშეთაჲ, არა თუ ვინმე სრულიად შეურაცხ-ყოს და განაგდოს იგი.

მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს: "რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა", და კუალად იტყჳს: "უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო" (3,10-20).

თარგმანი: აჰა ესერა შემოიღო წამებაჲ და ოთხმეოცდამეათორმეტისა. ხოლო ესე არს შეპყრობაჲ ბრძენთაჲ სივერაგითავე მათითა, რამეთუ ვინაჲთგან იგინი ჰგონებენ ყოვლისავე ცნობად და მიწდომად ღონიერებითა სიტყჳსაჲთა. ამისთჳს თჳთ მათითავე საჭურველითა მოსწყუედს მათ ღმერთი, რაჟამს ფრიადითა გამოძიებითა დაინთქნენ უფსკრულსა შინა, საქმეთა მიუწდომელობისასა, და უნებლიეთ იძიონ აღმომყვანებელი, მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს არცა ერთისა მოძღურისა მოქენე ყოფად, რაჟამს დაირწმუნონ, ვითარმედ ვერცა ერთსა რას მისწუთეს საჭიროთა საძიებელთაგანსა, რომელნი-იგი მხოლოდ რწმუნებითა ოდენ, და არა გამოკულევითა იცნობებიან. ვინაჲცა, უკუეთუ უფალმან უწყის ამაოებაჲ გარეშეთა სიბრძნისაჲ, ვინღა წინააღმდგომ და მაცილობელ ექმნეს მას?

მოციქულისაჲ: ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს (3,21).

თარგმანი: მოძღუართა მათთათჳს ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ ნუცა ერთსა რას მადლთა მათ მინიჭებულთა მათთაგანსა ზედა იქადიან, რამეთუ არარაჲსა სხჳსათჳს, თჳნიერ თქუენისა სარგებელისათჳს, მიცემულ არს მათდა ყოველივე იგი.

მოციქულისაჲ: გინათუ პავლე, გინათუ აპოლლო, გინათუ კეფა (3,22).

თარგმანი: კუალად თავისა მიერ თჳსისა და პეტრესსა და აპოლლოჲსსა, დაჰჴსნის ზუაობასა ახალგამოჩინებულთა მათ მოძღუართასა. ვითარმედ, უკუეთუ თჳთ ჩუენ, პირველნი ქადაგნი თქუენნი და მოციქულნი ქრისტესნი, ვერცა ერთსა რას ზედა ვიქადით მადლთა ამათგანსა, რაოდენ უფროჲს თქუენ.

მოციქულისაჲ: სიკუდილი (3,22).

თარგმანი: არა ხოლო , არამედ ცხორებაჲცა და სიკუდილი ქადაგთა მათ სახარებისათაჲ სამწყსოთა მათთათჳს არს. რამეთუ მათთჳს ცხოველ არიან და მათთჳს მოსწყდებიან, და კუალად ესრეთცა, რამეთუ თჳთ სიკუდილი იგი ადამისი სარგებელად კაცთა იქმნა, რაჲთა არა უკუდა იყოს ბოროტი, და რაჲთა განისწავლებოდინ შემთხუევითა სიკუდილისაჲთა. და ეგრეთვე ცხორებაჲცა ესე, რომელ მოგუეცა აღდგომითა ქრისტესითა, ზოგად საცხორებელ იქმნა ყოვლისა სოფლისა.

მოციქულისაჲ: გინათუ აწინდელი ჟამი, გინათუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქუენი არს (3,22).

თარგმანი: სწორებით შემოკრებულად ცხად ჰყოფს, ვითარმედ ყოველივე ესე აქაჲ და მერმისაჲ იგი ზოგადად საცხორებელად კაცთა დაბადებულ არს.

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ — ქრისტესნი, ხოლო ქრისტე —ღმრთისაჲ (3,23).

თარგმანი: არა ესრეთ არს ქრისტე ღმრთისაჲ, ვითარ-ესე ჩუენ — ქრისტესნი. წარვედ ამიერ, არამედ ჩუენ ქრისტესნი ვართ, ვითარცა შექმნულნი და დაბადებულნი ჟამიერად და დაწყებულად, ხოლო ქრისტე — ღმრთისაჲ, ვითარცა პირველ საუკუნეთა შობილი მამისაგან, ძე თანაარსი, რომელსა-იგი ვითარცა მიზეზად მობილობისა თჳსისა აქუს უშობელობაჲ იგი მამისაჲ.

მოციქულისაჲ: ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა მისთანი (4,1).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე დაამდაბლნა მოძღუარნი კორინთელთანი, აწ მცირედ-მცირედ აღამაღლებს და უწოდს მათ მნედ და მსახურად ქრისტესსა, რაჲთა ესე ოდენ ასწავოს მათ, ვითარმედ ნუვინ შეურაცხ და არაღირს პატივისა შეჰრაცხს მოძღუართა თჳსთა, თჳნიერ ამისსა, რაჲთა არა უფალსა დაუტევებდეს მიერ მისთა სახელ-იღებდეს.

მოციქულისაჲ: ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს (4,2).

თარგმანი: ამითცა დაამდაბლებს ზუაობასა მოძღუართასა, ვითარმედ: ესე საძიებელ არს მნეთა, ესე იგი არს განმგეთა მათ შორის, რაჲთა არა ყოველთა სწორებით, არამედ კაცად-კაცადსა მსგავსად შეძლებისა განუყოფდეს საიდუმლოთა, და ამით სარწმუნო იყოს, რაჲთა არა ნიჭთა მათ მეუფისათა თჳსად სახელ-სდებდეს, არამედ ვითარცა მის მიერ მოცემულთა, ესრეთ განუყოფდეს.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო (4,3).

თარგმანი: თქუა რაჲ, ვითარმედ უჴმს მნესა და განმგებელსა საღმრთოთა საქმეთასა, რაჲთა სარწმუნო იყოს, აწ განაკრძალებს, რაჲთა არა მათ ამის ჯერისათჳს განიკითხონ პავლეცა, ვითარმედ: სარწმუნო-მე არსა ანუ არა, რომელი-ესე არა თუ სიმაღლისა ანუ ზუაობისაგან, არამედ ამისთჳს საწუნელება უჩნდა მას, რაჲთა არა იჭუნეულობამან მოძღურისა და ქადაგისამან შეამთხჳოს მოწაფეთა იჭუნეულ ყოფაჲ სარწმუნოებისა მისთჳსცა მის მიერ მათდა ქადაგებულისა.

მოციქულისაჲ: გინათუ კაცობრივისაგან დღისა (4,3).

თარგმანი: კაცობრივად დღედ ყოველსავე კაცობრივსა სიტყუასა უწოდს, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ შეურაცხ-გყოფ და ამისთჳს არა განვიკითხვი თქუენ მიერ, არამედ მტკიცედ უწყოდეთ, ვითარმედ არავისგან კაცობრივისა ამის დღე-კეთილობასა მიდევნებულისა და საწუთროჲსა ამის დამონებულისა კაცისა.

მოციქულისაჲ: არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ, რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს (4,4).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თქუენ, არამედ არცა თჳთ მე კმა ვარ განმკითხველად თავისა თჳსისა, რომელი-ესე ვერარას შევაცნობ მას. და ამისთჳს არა ღირს ვარ განმკითხველად მისსა.

მოციქულისაჲ: არამედ არა თუ ამით განვმართლდები, ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს (4,4).

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ ცუდადმზუაობრობით განვიმართლებ თავსა, და ამით არა განვიკითხავ მას, ამისთჳს გეტყჳ, ვითარმედ: არა კმა ვარო გამომეძიებელად თავისა ჩემისა, რამეთუ მხოლოდ უფალმან უწყის ცთომილებაჲ და უცთომელობაჲ ჩემი.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუ წინაჲსწარ ჟამისა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი (4,5).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მათდაცა განკითხვად და ბრალეულ ყოფად შემძლებელ არს უფალი, რომელთა ვერარაჲ ბრალი შეეცნას თავისა თჳსისადა, რაჲსათჳს თქუენ განიკითხავთ ძმათა თქუენთა? — ცხად არს, ვითარმედ ესე იყო სენი კორინთელთაჲ. ამისთჳს უწინარეს ყოვლისა ამას განჰკურნებს, რაჲთა არა განიკითხვიდენ ურთიერთას.

მოციქულისაჲ: რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ (4,5).

თარგმანი: დაფარულად ბნელისა ბოროტთა საქმეთა დამალულობასა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალგზის განცხადებულად ვინმე კეთილსა რასმე იქმნ, ხოლო ფარულად გონებითა ცოდავნ, რომელი-იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა ნათლად წარმოუდგინოს ყოვლისავე თუალუხუავად მართლმსაჯულმან უფალმან, რომლისა წინაშე ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს, ღა თუალთა ახილვაჲ აქუნდეს გარდამატებულისა სირცხჳლისაგან. ესრეთ უკუე, შემდგომად სიტყუათა ამათ უჴმდა მოციქულსა თქუმად, ვითარმედ: მაშინ შემდგომად ყოვლისავე გამოცხადებისა იქმნეს ქებაჲ ანუ ძაგებაჲ კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ. არამედ მან მარჯუენითსა მას ზედა ოდენ ნაწილსა ქებისასა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არა სრულიად სასოწარკუეთილ ყვნეს იგინი, ხოლო მარცხენე იგი ნაწილი დაუტევა უთქუმელად, ვითარცა მტკიცე და უცილობელი; რამეთუ, სადა-იგი მართალთა ქებაჲ, მუნვე ცოდვილთა დაშჯაჲცა ყოფად არს მართლმსაჯულისა ღმრთისა მიერ.

მოციქულისაჲ: ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავიდევ თავისა ჩემისა და აპოლლოჲსსა თქუენთჳს (4,6).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ხოლო ესე, ძმანო, გარდმოვიჩემე თავისა ჩემისად და აპოლლოჲსდად თქუენთჳს. ესე იგი არს, ვითარმედ ზემო წარმოთქუმულნი ესე სიტყუანი, დაღაცათუ თავსა ჩემსა და აპოლლოს ვაჩემენ, არამედ თქუენთა მაგათ მოძღუართათჳს მითქუმან.

მოციქულისაჲ: რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთიერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს (4,6).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ჩუენ უნდო და არარა ვართ, თავნი ქრისტეს მოციქულთანი, ამიერ უჴმს სწავლად, რაჲთა არა მზუაობარ იყვნენ მოძღუარნი თქუენნი, არამედ მარადის იჴსენებედ სიტყუასა მას წერილისასა: "რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ იგი უკუანაჲსკნელ ყოველთა" (). ამიერ ისწავების, რაჲთა მოძღუარნი იგი კორინთელთანი არა მაღლოვოდიან უფროჲს მოძღუართა მათთა დიდთა მოციქულთა, არცა კუალად ერნი იგი მოყუასი მოყუსისა მწუნობარ იყვნენ; რამეთუ თჳთ სიტყუაჲცა ესე ესრეთ უსაკუთრეს არს: რაჲთა არა ერთიერთისათჳს განსივნეთ მოყუსისათჳს. კეთილად თქუა განსივებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი განსივებული არა ჴორცითა მსუქან და განვსებულ, არამედ ბალღმითა ანუ ქარითა განბერილ იქმნების, ეგრეთვე ყოველი მზუაობარი და მოქადული, არა ჭეშმარიტითა სათნოებათა სიმდიდრითა აღვსებულ, არამედ წინააღმდგომითა სულითა საეშმაკოჲთა განბერილ არს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ, ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (4,7).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვის განუკითხვან საქმენი შენნი, უკუეთუ ღირს ქებისა არიან? კაცთა ვიეთმე-ა? არამედ არა სრულ არს, არცა ყოვლად სამართალ ბჭობაჲ მათი. გარნა სთქუა სადმე, ვითარმედ: მართალ არს ბჭობაჲ მათი და ნამდჳლვე ქებისა ღირს არს პატივი მოძღურებისაჲ, არამედ შენ ნუვე სზუაობ; რამეთუ არა მოსწრაფებითა შენითა მოგებულ, არამედ ღმრთივ მოცემულ არს საქმე იგი. ხოლო მოქადული არა ვითარცა სხჳთ მოღებულსა, არამედ ვითარცა თჳთ მოგებულსა ზედა იქადინ, რასა-იგი იქადი.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა? (4,7).

თარგმანი: ვიეთნიმე ესრეთ წარიკითხვენ სიტყუათა ამთ, ვითარმედ: უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი; ვითარცა არა მიღებულსა-ა? ესე იგი არს, ვითარმედ: გკითხავ შენ, რაჲსა იქადი მოცემულისა ამისთჳს; ნუუკუე ვითარცა არა მოცემულისა ზედა-ა? არამედ ცხად არს, ვითარმედ სტყუვი, რამეთუ არა თჳთ მოგიგიეს, არამედ სხჳსაგან მოგიღებიეს.

მოციქულისაჲ: აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმსდიდრდით, და თჳნიერ ჩუენსა ჰსუფევდით (4,8).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა კითხვის სახედ წარიკითხვოდინ სიტყუანი ესე: აწვე განმაძღარ ხართა? აწვე განჰმსდიდრდითა? თჳნიერ ჩუენსა განჰმეფდითა?" ვითარ თუმცა ჟამისა სიმოკლისაგან შეარცხუენდა მათ, ვითარმედ ესოდენ მსწრაფლ არცა ერთისა რაჲს მოქენე ხართა? რამეთუ მოქადულებაჲ ეგე თქუენი ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ თჳთ მას თავსა მეცნიერებისასა მიწევნულ ხართ, რომელ არს ჭეშმარიტი განმდიდრებაჲ. რამეთუ ამას ტკივილით ეტყჳს მათ, ვითარ ესოდენთა ნიჭთა ღირს-ქმნულნი მისგან, არცა ღათუ ზიარ თჳსსა ჰყოფდეს ქადაგსა მას და მოძღუარსა მათსა.

მოციქულისაჲ: და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ (4,8).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა: "თჳნიერ ჩუენსა განჰმეფდითა?" — რაჲთა არა ლიქნად შეერაცხოს სიტყუაჲ იგი, აწ კუალად ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ჰჱ-თუმცა განჰმეფდით, რაჲთამცა ჩუენცა თქუენ თანა ვმეფობდით!

ამიერ უჩუენებს მოციქული, ვითარმედ არა ლიქნით, არამედ გულითად წადიერ არს მეფობასა მათსა, რაჲთა ესოდენმცა უნაკლულო იყვნეს, ვითარ-იგი მეფენი — ყოველთა ზეშთა ქმნილნი, რომლითა თჳთ ქადაგიცა ესე და მასწავლელი მათი მათ თანა მეფე იქმნებოდა; რამეთუ დიდება მოძღურისა არს — უნაკლულოდ განედიდრებაჲ სარწმუნოებითა მოწაფეთა მისთაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი (4,9).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ აქავე ჯერ-არს ძიებაჲ მოსაგებელთა სიმდიდრისა და მეფობისათაჲ, ამიერ ვჰგონებ ოდენ, და არა დამიმტკიცებიეს-ცა, ვითარმედ ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად სადმე შეურაცხიეთ ყოველთა კაცთა, ვითარცა სასიკუდინედ განწირულნი, რამეთუ შრომითა და ჭირითა აღუთქუამს ჩუენდა მოგებაჲ სასუფეველისაჲ, და არა ფართოებითა და უჭირველობითა, ვითარ-ეგე თქუენ ჰყოფთ. ესრეთ დაკნინებითა არა ხოლო თავთა თჳსთაჲთა, არამედ სამოციქულოჲსა მისცა პატივისაჲთა სიმძიმესა მწუხარებისასა ცხად ჰყოფს, რომელი-იგი აქუნდა მას ზუაობით განწვალებულებისათჳს კორინთელთაჲსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა (4,9).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ დიდ არიან ჭირთა და ღუაწლთა შემთხუევანი ესე ჩუენნი, ვიდრეღა არა ერთსა რასმე ყურესა უჩინოსა, არამედ საშუვალსა ადგილსა, სახილველად ყოვლისა სოფლისა. რამეთუ არნ რაჲმე კაცთაჲ ოდენ, და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი. ხოლო ჩუენნი ესე ქრისტესთჳს შემთხუევანი ჭირთანი ზოგად ღირსებით სახილველ არიან ანგელოზთა და კაცთა.

მოციქულისაჲ: ჩუენ — სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ —ბრძენ ქრისტეს მიერ (4,10).

თარგმანი: სისულელედ სოფლიოჲთა სიტყჳთა უწოდს — ქრისტესთჳს აღრჩევასა ჭირთა და ტანჯვათა შემთხუევისასა. ხოლო სოფლიოდ სიბრძნედ სახელ-სდებს კორინთელთასა მას დიდების მოყუარებასა, ვითარ ქრისტეს მიერ მოცემულთა მათ ნიჭთა ზედა, ვითარცა თავით თჳსით მოგებულთა, ეგრეთ მაღლოოდეს. რამეთუ, უკუეთუ ქრისტეს მიერ განბრძნობილ და არა თავით თჳსით ბრძენ იყვნეს, რაჲსაღა მაღლოვოდეს?

მოციქულისაჲ: ჩუენ — უძლურ, ხოლო თქუენ — ძლიერ, თქუენ - დიდებულ, ხოლო ჩუენ — გინებულ (4,10).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ნამდჳლვე შუებაჲ ჯერ-იყო, ჩუენდა უფროჲს საჴმარ იყო, რომელნი-ესე ფრიადსა შრომასა შინა ვართ, და არა თქუენდა, რომელთა-ეგე საუკუნოჲ მოსაგებელი აქავე მიგიღებიეს; არამედ ჩუენ მერმისა მის მოსაგებელისათჳს აღვირჩევთ აქათა ამათ ჭირთა შინა ყოფასა.

მოციქულისაჲ: ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიის-ცა და გუწყურის-ცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით (4,11).

თარგმანი: "ვიდრე აქა ჟამისა" წილ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვიდრე აწინდლად ჟამადმდე. ესე იგი არს, ვითარმედ: არღა ვიტყჳ ძუელთა და გარდასრულთა შრომათა, არამედ აწ თჳთ ჟამსა ამას მშიერ და წყურიელ ვართ, შიშუელ და დაქენჯნილ.

მოციქულისაჲ: და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა (4,11-12).

თარგმანი: "განუსუენებელისა" წილ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: დაუდგრომელ ვართ. რომლისა მიერ გამოჩნდების, ვითარმედ არა ხოლო ქადაგებად მიმოსლვისაგან, არამედ არცაღა ადგილ-ადგილ დევნულებათაგან არა ეფლო მოციქულთა ერთსა ადგილსა განსუენებაჲ და კუალად ამას არავე კმა-იყოფდეს, რაჲთამცა იზარდებოდეს ვისგანმე, ვითარცა ძჳრხილულნი ქადაგებად მიმოსლვითა და დევნულებათა შემთხუევითა, არამედ უშრებოდეს-ცა უწყინოდ, რაჲთა იზარდებოდინ მოქმედებითა ჴელთაჲთა.

მოციქულისაჲ: მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ, ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ (4,12-13).

თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ: გინებულნი ვაკურთხევთ; დევნულნი თავს-ვიდებთ; გმობილნი ვჰლოცავთ; რამეთუ ესე არს ქრისტესთჳს სულელ-ყოფაჲ ამას სოფელსა, რაჲთა არა ხოლო ბოროტისა წილ ბოროტი არა მივაგოთ, არამედ კეთილიცა უყოთ ბოროტის მყოფელთა. და ხოლო მოთმინებით თავს-ვიდებდეთ, არამედ გჳხაროდის-ცა ჭირთა ზედა, რომელნი სახელისა მისისათჳს შეგუემთხუეოდინ, და რაჲთა ვჰლოცვიდეთ მათ, რომელნი მგმობდენ ჩუენ, მოქცევად ღმრთისა და სინანულად, და ესე ყოველნი სისულელედ შეურაცხიან მყოფთა ამის სოფლისათა.

მოციქულისაჲ: ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით ყოველთა ნასხურ მოაქამდე (4,13).

თარგმანი: კუალად უპატივო ყოფითა თავთა თჳსთაჲთა ყოვლად დაამდაბლებს მოციქული ცუდად მზუაობრობასა კორინთელთასა, რაჟამს ნარჩევ სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ; ვითარ-იგი მხლისაგან — დამჭნარი, და იფქლისაგან — მიწაჲ. და კუალად, ნასხურ, გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წარსაჴოცელ უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ. ესრეთ უკუე ჟამითგან აწინდლით იწყო და ვიდრე მოაქამდე მოიყვანა დასასრული ჭირთა მათთაჲ, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ რაჟამს ამას წერდა, ჯერეთ მათვე ჭირთა და დევნულებათა შინა იყვნეს.

მოციქულისაჲ: არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ (4,14).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან უზეშთაეს მოწაფეთა საზომისა - ადგილსა შვილისასა — მაქუთ თქუენ, ამისთჳს არა სარცხჳნელად, არამედ აღსაბაძვებელად მოგიწერ; არა რაჲთა გრცხუენოდის, არამედ რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა; რამეთუ ქრისტეს იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით (4,16).

თარგმანი: ბევრ მზარდულ მოძღუართა მათ მათთა უწოდს, რომელთაგან მიმოგანყოფილ იყვნეს კორინთელნი. ამისთჳს მათ განუჩენს მზარდულობასა, ხოლო თავისა თჳსისად დაიშთენს მამობასა. და კუალად, რაჲთა არა სრულიად შეურაცხ-ყვნენ მათ მოძღუარნი მათნი, ამისთჳს დასწერს, ვითარმედ იგინიცა ქრისტეს მიერ არიან და მეცა, და არცა ერთი შეურაცხსაყოფელ ვართ. ოდენ და-მცა-ცვულ არს მათდა ადგილი მზარდულობისაჲ და ჩემდა მშობლობისაჲ. რაჲთა ვითარ-იგი თჳთ მე სახარებისა მიერ ემბაზითა ნათლისღებისაჲთა შობასა თქუენსა, არა თავსა ჩემსა, არამედ ქრისტესა განუკუთნებ, ეგრეთვე მათ მზარდულობაჲ იგი — ჩემდად, და უფროჲსღა ყოველივე ქრისტესდად შეჰრაცხენ. და ესე რაჲ თქუა მზარდულთათჳს, ზოგად ყოველსა მას ერსა ჰლოცავს, რაჲთა მობაძავ მისსა იყვნენ. არა ზუაობით მბრძანებლობს, არამედ ადვილობასა საქმისასა წინა-დაუდებს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემდა — ქრისტესი, რაოდენ უფროჲს თქუენდა ჩემი მობაძავ-ყოფაჲ არა შეუძლებელთა საქმეთაგანი არს.

მოციქულისაჲ: ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ (4,17).

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? გარნა თუ შვილად თჳსსა შერაცხილობისათჳს მიუვლინა მათ ტიმოთე, რომლისა პატივსა ჯეროვნად დასწერს, რაჲთა კრძალულებით შეიწყნარონ იგი, ვითარცა არა ლიტონად და კაცობრივ, არამედ უფლისა მიერ საყუარელი და სარწმუნოჲ; ესე იგი არს, არა სიტყჳთ, არამედ საქმით გამოცდილი.

მოციქულისაჲ: რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ (4,17).

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "გასწავოს", რაჲთა არა სამძიმარ უჩნდეს მათ მოწაფე ყოფაჲ ტიმოთესი, რომელი-იგი წუთღა ჭაბუკ იყო, არამედ ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი. ესე იგი არს, ვითარმედ: არარას თავისასა, არამედ ყოველსავე ჩემსა გეტყოდის. ხოლო გზად უწოდს განგებულებათა: ქადაგებასა, ჭირთა, წესთა მოციქულებისათა და შჯულთა საღმრთოთა, რომელთა მოქმედ იყო იგი მათ შორის. ამისსა შემდგომად აღამაღლებს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: "გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ", რაჲთა არარაჲთ შეჰრაცხონ იგი კაცობრივად, რომლისათჳს ეტყჳს, ვითარმედ არარაჲ კაცობრივი გრქუას თქუენ, არცა რაჲ ახალი; არამედ ყოველთა ეკლესიათა იგივე მოაჴსენნეს ქრისტეს მიერნი მოძღურებანი ჩემნი.

მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა ყოველთა ეკლესიათა გასწავებდ, რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ (4,17-18).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზემოსა მას შეუდგს და ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რაჲ-იგი პავლეს ესწავა ადგიდ-ადგიდ ყოველთა ეკლესიათადა, მისდავე მოჴსენებად მიუვლინა მათ ტიმოთე. ხოლო შემდგომი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, რაჲთა კიდე-განიყოფვოდის და თავად დაიწყებვოდის, ვითარმედ: "რეცა არა მომავალობისა ჩემისათჳს თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნეს". ესე იგი არს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათ შორის, რომელნი ჰგონებდეს თჳსსა წარმართებულებასა, სიტყჳსათჳს ანუ საქმისა, მოქალაქობისათჳს გინა მეცნიერებისა, ანუ სხჳსა რაჲსმე სულიერთა საქმეთაგანისა, რომელთა ზედა ამისთჳს მაღლოვოდეს, რამეთუ არა იყო მათ თანა მოძღუარი და მამხილებელი მათი —დიდი ესე მოციქული ქრისტესი, რომელი უფროჲს სასწორისა და კანონისა იყო ჩინებელი მეტობისა და ნაკლულევანებისა. ამისთჳს დაყოვნებაჲ მისი ყოვლად არღარა მისლვად ჰგონეს, და ამისთჳს უფროჲს განსივნეს ზუაობითა.

მოციქულისაჲ: ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს (4,19).

თარგმანი: რაჲთა არა უზრუნველ და უდებ იქმნნენ მივლინებასა მას ზედა ტიმოთესსა, ვითარმედ არღარა მივალს პავლე. ამისთჳს განაკრძალებს მათ, რაჲთა სიფრთხილით მიელოდინ მას, არა მაშინ მიმავალსა, ოდეს თჳთ, არამედ ოდეს უფალსა უნდეს.

მოციქულისაჲ: და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი, რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა (4,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუუკუე და სილაღით ვინმე სახელ-იდებდენ თქუენ შორის სრულად და სულიერად, არამედ მე, რაჟამს მოვიდე, არა სიტყუაჲ გამოვიძიო მათ შორის, არამედ საქმე. რამეთუ, უკუეთუ სახელ-იდვეს, ესე არარად ღირს; თჳნიერ ესე ოდენ, უკუეთუ ღირს სახელისა არიან საქმენი მათნი; რამეთუ არა სიტყჳთ მოიგებვის სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა, რომელ არს მოქმედებაჲ საქმეთა კეთილთაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს; კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ორისავე ამის თქუენ ხართ უფალ: რაჲთა ანუ უდებებითა კუერთხი მაჴუმევიოთ, რომელ არს ძალი მტანჯველობისაჲ (ვითარ-იგი ანანიას ზედა — პეტრე, ანუ ელჳმასს ზედა - თჳთ მე), ანუ მოსწრაფებითა და სიფრთხილითა სიყუარულად თქუენდა მიმიზიდოთ სულითა მშჳდობისაჲთა; რამეთუ არს სული სიფიცხისაცა და მტანჯველობისასჲ.