მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 1:30

29. That no flesh should glory in his presence.30. But of him are ye in Christ Jesus, who of God is made unto us wisdom, and righteousness, and sanctification, and redemption:31. That, according as it is written, He that glorieth, let him glory in the Lord.
1 Corinthians თავი 1
30. But of him are ye in Christ Jesus, who of God is made unto us wisdom, and righteousness, and sanctification, and redemption:
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მისგან უკუე თქუენ ხართ ქრისტეს იესუს მიერ (1,30).:

თარგმანი: მისგან თქუენ ხართო, ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთმან, რომელმან-იგი ყოველი ამაოებაჲ და სიბოროტე განაქარვა, მან გჳჴსნნა ჩუენ ყოვლისაგან ამპარტავნებისა და უკეთურებისა და გუყვნა ჩუენ შვილად თჳსად იესუ ქრისტეს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა ღმრთისა მიერ სიბრძნე, სიმართლე, სიწმინდე და გამოჴსნაჲ; ესე იგი არს, რომელმან მყვნა ჩუენ ბრძენ და წმინდა და მართლად, და გჳჴსნნა ჩუენ ესევითარითა ბოროტთაგან; რამეთუ, რომელნიცა გამოირჩინა (ესე იგი არს, რომელნიცა შეუდგეს მას), ყვნა იგინი ბრძენ და მართალ და წმინდა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა (1,30).:

თარგმანი: ვისგან "მისგან"? ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ მათგანნი ხართ თქუენ კორინთელნი, რომელთა-იგი მოუსპო ღმერთმან მიზეზი ზუაობისა და სიქადულისაჲ, რაჟამს არა სიბრძნისა, არცა სიმდიდრისათჳს, არამედ თჳსთა ბუნებითთა წყალობათათჳს გიწოდნა თქუენ. ამისთჳსცა განგაკრძალებ, რაჲთა მოისპოთ თქუენგან ყოველი სილაღე და ამპარტავანებაჲ, რომელი-იგი მტერობად ღმრთისა შეირაცხების. და რაჲთა შეიკდიმოთ მისგან, რომელმან-იგი არა ხოლო განმაბრძნვნა ანუ განმამართლნა, განმწმიდნა ანუ გამომიჴსნნა, არამედ ყოვლითურთ თავი თჳსი მომცა ჩუენ; რომელ-იგი არს გუამოვანი სიბრძნე და ძალი ღმრთისა მამისაჲ. და ესრეთ იქმნა განმამართლებელ, განმწმედელ და გამომჴსნელ, რამეთუ პირველად განმაბრძნვნა, რაჟამს შემცვალნა საცთურისაგან და მოგუაქცინა უგუნურებისაგან, და ეგრეთღა განმამართლნა და განმწმიდნა მოვლინებითა სულისა წმიდისაჲთა, და თავისუფალ-მყვნა ყოვლისა ბოროტისაგან, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი გამოჴსნაჲ. ხოლო შენ იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, ვითარ ჩუენ მორწმუნეთა გუეტყჳს ქრისტეს მიერ ყოფასა, და დაგჳმტკიცებს არარაჲსა თავით თჳსით ქონებასა, რაჲთა ყოველივე ჩუენი მას მივაჩემოთ — ყოფაჲცა და კეთილად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის