თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და ყოველთა მოსეს მიმართ ნათელ-იღეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ სადა ნათელ-იღეს; არამედ ცხად არს, ვითარმედ ნათელ არასადა უღებიეს, გარნა ვინაჲთგან ნათლისღებისა სახედ შემოიღებდა სიტყუათა ამათ მოციქული, ამისთჳს სახესა მასცა ჭეშმარიტებისავე სახელი უწოდა. ხოლო თუ ვითარ ნათელ-იღეს, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ: "ღრუბლითა მით და ზღჳთა", ესე იგი არს, ვითარმედ განვლაჲ მათი ზღუასა — სახელ-იდების ოდენ ნათლისღება, ვითარცა ჭეშმარიტად გამომსახველი ნათლის-ღებისაჲ. ხოლო მოსეს მიმართ ნათლისღებაჲ — იგიცა ჩუენივე სახე იყო, ვითარმედ: ვითარ-იგი მათ არათუმცა პირველად მოსე ეხილვა მავალ ზღუასა შინა, ვერმცა კადნიერ ქმნილ იყვნეს სლვად უფსკრულთა შორის, არამედ შეუორგულებელად რაჲ ჰრწმენა მოსესი, მყის კუალთა მისთა შედგომითა განვლეს ზღუაჲ და განერნეს მდევართა. და ესრეთ, სარწმუნოებაჲ იგი მათი — მოსეს მიმართ და მისითა სარწმუნოებითა განვლაჲ უფსკრულთაჲ — სახელდებულ იქმნა მოციქულისა მიერ მოსეს მიმართ ნათლისღება მათდა. ეგრეთვე ჩუენ პირველად გჳჴმს, რაჲთა გურწმენეს აღდგომაჲ ქრისტესი, და ეგრეთღა მისსა მიმართითა სარწმუნოებითა ვეზიარნეთ სიკუდილსა...
1 Corinthians 10:2
1. Moreover, brethren, I would not that ye should be ignorant, how that all our fathers were under the cloud, and all passed through the sea;2. And were all baptized unto Moses in the cloud and in the sea;3. And did all eat the same spiritual meat;
1 Corinthians თავი 10