მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 11:10

9. Neither was the man created for the woman; but the woman for the man.10. For this cause ought the woman to have power on her head because of the angels.11. Nevertheless neither is the man without the woman, neither the woman without the man, in the Lord.
1 Corinthians თავი 11
10. For this cause ought the woman to have power on her head because of the angels.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს (11,10).:

თარგმანი: კლიმი მესამესა თავსა შინა "განწესებათასა" ესრეთ იტყჳს განმარტებასა ამის სიტყჳსასა, ვითარმედ: ანგელოზად მღდელთა უწოდს და მსახურთა ეკლესიისათა, რომელთა კრძალვისათჳს უჴმს დედათა, რაჲთა თავსა ზედა ედვას სასწაული იგი არა ფლობისაჲ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — საჴელმწიფო ყოფისაჲ, რომელ არს საბურველი; რომლისათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "ამისთჳს უჴმს", რამეთუ "ამისთჳსი" ესე ზოგადი არს პირველისაცა და შემდგომისა სიტყჳსაჲ. ვინაჲთგან ზემო წარმოთქუნა მიზეზნი, რომლისათჳს თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო-ყოფად მამაკაცისა, და რამეთუ საბურველითა დაბურვაჲ სახე არს ფლობასა ქუეშე ყოფისაჲ. ხოლო აწ ახალსა მიზეზსა შეუდგენს საბურველისა დაბურვისასა, რაჲთა არა თავღია ყოფაჲ მათი სავნებელ ექმნეს ანგელოზთა ეკლესიისათა, რომელ არიან მღდელნი და დიაკონნი, სიძვისა გულისსიტყუად აღმაზრზენელობითა. რამეთუ ესე ოდენ ანგელოზნი ვერ ხედვენ დაბურვილსა და ევნების უბურველოაგან. ხოლო ზეცისა ძალთა ვერცა საბურველი რას დაუფარავს, არცა რაჲ სავნებელ ეყოფვის ხედვისა ვისისაგანმე. და უკუეთუ ვისმე ენებოს ლიტონად ზეცისა ძალთათჳს გულისჴმის-ყოფაჲ სიტყჳსაჲ ამის, ესრეთცა კეთილ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“ (18,10).:

...შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამათ სიტყუათაგან საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზნი არიან თი-თოეულისა წმიდათაგანისათჳს განწესებულ და უფროჲსღა ყოველთათჳს მორწმუნეთა. რამეთუ მოციქული იტყჳს დედაკაცისათჳს: „ჯერ-არსო დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა ზედა ანგელოზთათჳს“; და მოსე იტყჳს: „დაამტკიცნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“. ხოლო აქა არა ანგელოზთა ოდენ იტყჳს, არამედ ანგელოზთა დიდთა; რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს ამით სიტყჳთა, არამედ უმეტესსა კადნიერებასა და ფრიადსა პატივსა მათ ანგელოზთასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად წარწყმედულისა“ (18,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სხუასა პირსა შემოიღებს გამოჩინებად და სწავლად, ვითარმედ არავისი ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ. რამეთუ ზემო თქუა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამით სიტყჳთა გამოაჩინა, თუ რაოდენი თანაგუაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაჲ, ხოლო აწ კუალად...

სრულად ნახვა