მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 13:3

2. And though I have the gift of prophecy, and understand all mysteries, and all knowledge; and though I have all faith, so that I could remove mountains, and have not charity, I am nothing.3. And though I bestow all my goods to feed the poor, and though I give my body to be burned, and have not charity, it profiteth me nothing.4. Charity suffereth long, and is kind; charity envieth not; charity vaunteth not itself, is not puffed up,
1 Corinthians თავი 13
3. And though I bestow all my goods to feed the poor, and though I give my body to be burned, and have not charity, it profiteth me nothing.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა (13,3).:

თარგმანი: ვითარ ეგების შეჭმაჲ მონაგებისაჲ თჳნიერ სიყუარულისა, ანუ წამებაჲ ესოდენ სასტიკითა სიკუდილითა, რომელ ჴორცნი დაიწუნენ, თჳნიერ ქრისტეს სურვილისა? ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ იქმნების მიცემაჲ ანუ ჭამებაჲ გლახაკთაჲ ოდესმე არა სიყუარულით და წყალობით, არამედ ანუ მაჩუენებლობით ანუ გარეწარად, თჳნიერ თანალმობისა. ამისთჳს ასწავებს მათ, რაჲთა არა ხოლო ლიტონად მისცემდენ, არამედ აჭამებდენ-ცა თანალმობით და წყალობით, რომელ არს მიცემასავე თანა ჴელითმსახურებაჲცა. და კუალად, წამებისა ღუაწლთა ვითარ უჴმარ ჰყოფს, გარნა თუ თანამოწამებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, რომელმან ძეთა ზებედესთა წამებითა აღსასრული არა სხჳსა რაჲსათჳსმე უღირსად გამოუჩინა მარჯულ და მარცხლ ჯდომისა, არამედ ამისთჳს, ვითარმედ არა სასოებითა ოდენ მოსაგებელთაჲთა ჯერ-არს თავს-დებაჲ ღუაწლთაჲ, არამედ სიყუარულითა მეუფისაჲთა დადებად სული თჳსი მისთჳს, რომელმან-იგი სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, ვითარ-იგი ამისსა შემდგომად უჩუენებდა მათ საძიებელსა მათგან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ, ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთა იმსახუროს, არამედ მსახურებად და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა:

...სგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.

ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ სარგებელ არს ჩემდა“. ვთქუა სხუაჲცა უმეტესი სიტყუაჲ ჭეშმარიტი: გულისხმა-ვყვნეთ ორნი კაცნი: ერ-თი იგი იმარხევდინ და ილოცევდინ და აღსასრულსა წამებითაცა სრულ იქმენინ, ხოლო მეორემან აღშენებისათჳს მოყუსისა და სარგებელისათჳს მისისა დრო-ეცინ წამებასა და დიდისა მის გჳრგჳნისაგან წუთერთ დააკლდინ. ვინ უაღრეს იქმნების ამათ ორთაგან, და რომელი უმეტესსა სასყიდელსა მიემთხუევის? არა საჴმარ არს აქა ჩემდა მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ დგას ნეტარი პავლე და განჩინებით იტყჳს: „გული მეტყჳს მე განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲსღა უმჯობეს; ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უაღრეს თქუენთჳს“. და პატივ-სცა აღშენებასა მოყუასთასა უფროჲს ქრისტეს მიმართ მოსლვისა, რამეთუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანა ყოფაჲ - აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ. ხოლო ნებაჲ მისი არარასა ზედა არს ესრეთ განსუენებულ, ვითარ ამას, რაჲთა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმ...

სრულად ნახვა