მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 15:13

12. Now if Christ be preached that he rose from the dead, how say some among you that there is no resurrection of the dead?13. But if there be no resurrection of the dead, then is Christ not risen:14. And if Christ be not risen, then is our preaching vain, and your faith is also vain.
1 Corinthians თავი 15
13. But if there be no resurrection of the dead, then is Christ not risen:
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს (15,13).:

თარგმანი: ამას ამისთჳს ეტყჳს, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ქრისტე აღდგომილ არს, ხოლო მკუდარნი არა აღდგებიან", ამისთჳს ორთავე ამათ ურთიერთას დამამტკიცებელ ჰყოფს: ქრისტეს აღდგომასა — მკუდართა აღდგომისა, და მკუდართა აღდგომასა — ქრისტესსა. ხოლო ერთისა ამათგანისა ურწმუნოებაჲ ზოგად ორისავე ურწმუნოება იქმნების.

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...). ყველასას კი არა, ზოგიერთებისას. რადგან თუ აღდგომა არ არის, რწმენის საქმეც გადაბრუნებულია; თუ აღდგომა არ არის, „უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს“ (), და „ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი“ (); ხოლო თუ არ აღდგა, არც იშვა და არც ცად ამაღლდა. ხედავ, როგორ ჩანს, თითქოს ეს მტკიცება მხოლოდ აღდგომის სიტყვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ თან ბევრი საშინელებაც მოითრევს? მაშ, რას ამბობს? ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ემხობა? მაგრამ, ამბობს იგი: „ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე“: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“ ().

3. მტკიცე საფუძველი და სინდისის სამსჯავრო

გ...

სრულად ნახვა