მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 16:2

1. Now concerning the collection for the saints, as I have given order to the churches of Galatia, even so do ye.2. Upon the first day of the week let every one of you lay by him in store, as God hath prospered him, that there be no gatherings when I come.3. And when I come, whomsoever ye shall approve by your letters, them will I send to bring your liberality unto Jerusalem.
1 Corinthians თავი 16
2. Upon the first day of the week let every one of you lay by him in store, as God hath prospered him, that there be no gatherings when I come.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა რაჲ განემარჯოს (16,2).:

თარგმანი: ერთშაბათ კჳრიაკესა უწოდს. ესე იგი არს, ვითარმედ: კჳრიაკითი-კჳრიაკედ მოიჴსენებდით მადლსა მას, თქუენ ზედა ქმნილსა უფლისა მიერ, რომელმან აღდგომასა მისსა თანა აღგადგინნა და სამადლობელად მისსა მასვე დღესა ნაწილსა განიღებდით, მცნებისათჳს მისისა, საქმარად მოწყალებისა, და რაჲთა არა გრცხუენოდის, მცირე თუ რაჲმე იყოს ნაწილი იგი, შენგან მოწყალებისათჳს განჩინებული, ამისთჳს არა მყის მოღებასა, არამედ უნჯებასა და შეკრებასა გამცნებ, არა ძალისა უმეტესსა, არამედ, რაჲცა რაჲ ძალი მოგცეს ღმერთმან, და ესრეთ, შეკრებული იგი მოიღო.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. თანატკივილი დაცემულთა და მოყვასის შეწევნა:

...იან. შექმენი, ადამიანო, ისეთი കൂട്ടობანი, რომ სიმთვრალის მძვინვარება განიშორო; შეკრულთათვის და ჭირში მყოფთათვის კარგია ასეთი მეგობრობა.

ასეთი რამ უბრძანა პავლემ კორინთელებსაც: „რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.“ (). ახლა კი სიმთვრალის, განცხრომისა და ფლანგვისათვის ყველაფერს ვაკეთებთ: საერთო სარეცელსაც, საერთო ტრაპეზსაც, საერთო ღვინოსაც და საერთო ხარჯსაც ვაწყობთ; ხოლო მოწყალება არავის გაუხდია საერთო. ასეთი იყო მოციქულთა დროს მეგობრობა: ყოველივე, რაც ჰქონდათ, შუაში იდებოდა. მე კი ყველაფერს არ გიბრძანებთ, არამედ მხოლოდ ერთ ნაწილს. ამბობს: „ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს“ (), თითქოს შვიდი დღისათვის რაიმე ხარკი მოეტანოს, გადაედოს და ამგვარად გასცეს მოწყალება, მცირეც იყოს თუ დიდიც. რადგან ამბობს: **„არა ეჩვენო შენ პირსა უფლისასა ჴელცუდად...

სრულად ნახვა