თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: ენება ღმერთსა, თუმცა ნუუკუე და ვერ ეძლო, არამედ დაღაცათუმცა პავლეს ვერ ეძლო, მიმავლინებელი იგი მისი არარაჲსა შეუძლებელი ქრისტე უეჭუელად შემმლებელ იყო მიცემად პავლესსა ყოველსავე სიტყუასა საწარმართოჲსა სიბრძნისასა, რაჲთამცა მით ექადაგა მას წამებაჲ ღმრთისაჲ. წამებად უკუე უწოდს, რამეთუ არარაჲსა სხჳსათჳს მიმოვიდოდა, თჳნიერ რაჲთა მიუთხრობდეს სიკუდილსა ქრისტესსა.
1 Corinthians 2:1
1. And I, brethren, when I came to you, came not with excellency of speech or of wisdom, declaring unto you the testimony of God.2. For I determined not to know any thing among you, save Jesus Christ, and him crucified.
1 Corinthians თავი 21. And I, brethren, when I came to you, came not with excellency of speech or of wisdom, declaring unto you the testimony of God.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
მოციქულისაჲ: და მე რაჲ მოვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა, მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ (2,1).:
თავი ა
მოციქულისაჲ: ხოლო მე, მოვედ რაჲ თქუენდა, ძმანო, მოვედ არა მეტნობითა სიტყუათა ანუ სიბრძნისაჲთა მოთხრობად თქუენდა (2,1).:
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, თუ სიბრძნე სოფლისაჲ განცოფდა და სულელად შერაცხილი იგი გამოჩნდეს, ამისთჳს ამასცა იტყჳს, ვითარმედ მე თჳთ მო-რაჲ-ვედ თქუენდა, რომელი-ესე ქადაგი ვარ ქრისტიანობისაჲ, არა მოვედ ჴორციელითა ფილაფოსობითა შეჭურვილი და სიბრძნითა კაცობრივითა, არამედ სიბრძნითა საღმრთოჲთა. და ამისგან ცანთ, ვითარმედ არაჲ არს სარგებელი ჴორციელსა სიბრძნესა შინა, თუ არა, რად არა მითურთ-მცა მოსრულ ვიყავ ქადაგებად თქუენდა! ნუ-უკუე ვინმე თქუას, ვითარმედ: და უკუეთუმცა ჰნებებოდა, ძალ-ედვაა ჴორციელისა ფილაფოსობისა ქონებად? გარნა გულისჴმა-ყავნ, ვითარმედ დაღაცათუ მას ვერ ეძლო, გარნა ქრისტეს ძალ-ედვა, რაჲთამცა ექმნა იგი ფილაფოს, უკუეთუმცა ენება და იყო-მცა რაჲმე მისგან სარგებელი.
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის