მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 2:12

11. For what man knoweth the things of a man, save the spirit of man which is in him? even so the things of God knoweth no man, but the Spirit of God.12. Now we have received, not the spirit of the world, but the spirit which is of God; that we might know the things that are freely given to us of God.13. Which things also we speak, not in the words which man's wisdom teacheth, but which the Holy Ghost teacheth; comparing spiritual things with spiritual.
1 Corinthians თავი 2
12. Now we have received, not the spirit of the world, but the spirit which is of God; that we might know the things that are freely given to us of God.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა (2,12).:

თარგმანი: სულად ამის სოფლისა — უწოდს კაცობრივსა სიბრძნესა და სწავლულებასა, რომლისა-იგი ზემოჲთგანვე იტყჳს არა-ქონებასა; ამისთჳს, რაჲთა არა მას მიეჩემოს სასწაული იგი ჯუარისა მიერ წარმართთა მოქცევისაჲ, არამედ სული წმიდაჲ ამისთჳს მიგჳღიეს, რაჲთა შეუძლოთ ცნობად ნიჭთა ამათ, რომელნი მოგუემადლნეს ჩუენ განჴორციელებითა ქრისტესითა, ვინაჲცა ესოდენ უაღრეს ვართ სოფლიოთა ბრძენთა, რაოდენ სული წმიდაჲ, მოძღუარი ჩუენი —მოძღუართა მათთა, პლატონს და პითაღორას.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელი არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა, რომელსაცა-ესე ვიტყჳთ (2,12).:

თარგმანი კჳრილესი: "სულად სოფლისა", ვითარ მე გულისჴმა-ვჰყოფ, იტყჳს კაცობრივსა სიბრძნესა და სწავლულებასა, რომელსა თანა არა ერთოს საღმრთოჲ იგი სიბრძნე, რომელი-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: მოვედ არა სიბრძნითა სიტყუათაჲთა, რაჲთა არა დაცარიელდეს ჯუარი ქრისტესი. და ვინაჲთგან მის მიერ იქმნების დაცარიელებაჲ ჯუარისაჲ, ამისთჳს აქა "სულად სოფლისა" სახელ-სდებს მას და იტყჳს, ვითარმედ: არა მოვიღეთ იგი, არამედ სული ღმრთისაჲ მოვიღეთ, რაჲთა ვიცნოდით კეთილნი იგი, რომელნი მოგუანიჭნა ჩუენ ღმერთმან. ესე იგი არიან, რომელნი მოგუეცნეს განკაცებითა ღმრთისაჲთა: ჴსნაჲ მონებისაგან და შენდობაჲ ცოდვათაჲ და ყოფაჲ ანგელოზთა თანა და შვილებაჲ ღმრთისაჲ. და ესრეთ ამას მოასწავებს, ვითარმედ: უკუეთუმცა სული ამის სოფლისაჲ (რომელ არს სწავლულებაჲ ჴორციელი) გუაქუნდა ჩუენ და მითმცა ვქადაგებდით, ვითარმცა გულისჴმა-ვყვენით საიდუმლონი ღმრთისანი, რომელნი არავინ იცნის, გარნა ღმრთისავე სულმან, რამეთუ სოფლისა სიბრძნემან სოფლისა საქმენი იცნის, ხოლო ღმრთისანი ვითარმცა ცნნა? ამისთჳს უკუე მოგუეცა ჩუენ სული ღმრთისაჲ, რაჲთა კეთილადცა გულისჴმა-ვყვნეთ საიდუმლონი ღმრთისანი და უმეტესად ვჰმადლობდეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის