მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 2:7

6. Howbeit we speak wisdom among them that are perfect: yet not the wisdom of this world, nor of the princes of this world, that come to nought:7. But we speak the wisdom of God in a mystery, even the hidden wisdom, which God ordained before the world unto our glory:8. Which none of the princes of this world knew: for had they known it, they would not have crucified the Lord of glory.
1 Corinthians თავი 2
7. But we speak the wisdom of God in a mystery, even the hidden wisdom, which God ordained before the world unto our glory:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას (2,7).:

თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სიბრძნედ ღმრთისა უწოდს საიდუმლოსა მას ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი პირველ ქმნისა ანგელოზთაგანცა უცნაურ იყო, რომელი-ესე არს პირველი სახე საიდუმლოდ დაფარულობისა მისისაჲ. ხოლო მეორე, რამეთუ სხუებრ ვიხილეთ და სხუებრ გურწამს, და რომელსა-ესე ხატითა მონისაჲთა ვხედავთ, პირველ საუკუნეთა ღმრთად და მეუფედ აღვიარებთ, და თაყუანის-ვსცემთ მოწყალობათა და სიმდაბლესა კაცთმოყუარებისა მისისასა.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არცაღა მთავართასა მას ამის სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა (2,6-7).:

თარგმანი: რამეთუ განქარდების ყოველი დიდებაჲ მათი და სიხარული, და დაილევის ამის ცხორებისა დალევნასა თანა. არამედ მართალნი არა ესრეთ, რამეთუ უფროჲსად მაშინ ყუაოდინ და ბრწყინვიდენ, რაჟამს საწუთრო ესე წარჴდეს. ხოლო მთავრად სახელ-სდებს მათ თანა მყოფთა მათ ფილაფოსთა და გამომეტყუელთა, რომელნი ჯერეთ არა მოქცეულ იყვნეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის