თარგმანი: ესე არს თავისა თჳსისა ცთუნებაჲ, რაჟამს სწავლათა ამათ სამოციქულოთა არა ირწმუნებდეს ვინმე და თჳსით გონებით სხუასა რასმე იზმნიდეს. რამეთუ აჰა ესე ბრძანებს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს ბრძენ ყოფაჲ თქუენ შორის ამას სოფელსა, იქმენინ სულელ, რაჲთა იყოს ბრძენ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე თქუენ შორის მოქადულ არს ამას სოფელსა შინა ბრძენ ყოფად, გარეშითა მით სიბრძნითა და სწავლულებითა, პირველად ესე მოიგენ, რომელ ? ვეტყჳ: დატევებაჲ ცუდ-სახელისა მის და ამაოდ აღმაზუავებელისა საწარმართოჲსა სიბრძნისაჲ, და ეგრეთ მოუჴედინ სისულელედ წოდებულსა ამას სიბრძნესა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისა ჩუენისასა, ვითარცა ნამდჳლვე მიმაახლებელსა ღმრთისასა, რომელი-ესე ყოვლისავე სოფლისა შეურაცხებასა უბრძანებს, საუკუნეთა მათთჳს მოსაგებელთა. ამისთჳს ნუ ვის შეურაცხ უჩნნ ესევითარი ლიტონ მსოფლელობაჲ, რომელსა-იგი სარწმუნოებაჲ მოგუატყუებს ჩუენ, რაჲთა არა კაცობრივთა გულისსიტყუათა გარწმუნებდით გამოძიებასა ქრისტეს ქადაგებისა საიდუმლოთასა; ვითარმცა ვიტყოდეთ, ვითარმედ: ვინაჲ...
1 Corinthians 3:18
17. If any man defile the temple of God, him shall God destroy; for the temple of God is holy, which temple ye are.18. Let no man deceive himself. If any man among you seemeth to be wise in this world, let him become a fool, that he may be wise.19. For the wisdom of this world is foolishness with God. For it is written, He taketh the wise in their own craftiness.
1 Corinthians თავი 3