მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 3:20

19. For the wisdom of this world is foolishness with God. For it is written, He taketh the wise in their own craftiness.20. And again, The Lord knoweth the thoughts of the wise, that they are vain.21. Therefore let no man glory in men. For all things are yours;
1 Corinthians თავი 3
20. And again, The Lord knoweth the thoughts of the wise, that they are vain.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს: "რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა", და კუალად იტყჳს: "უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო" (3,10-20).:

თარგმანი: აჰა ესერა შემოიღო წამებაჲ და ოთხმეოცდამეათორმეტისა. ხოლო ესე არს შეპყრობაჲ ბრძენთაჲ სივერაგითავე მათითა, რამეთუ ვინაჲთგან იგინი ჰგონებენ ყოვლისავე ცნობად და მიწდომად ღონიერებითა სიტყჳსაჲთა. ამისთჳს თჳთ მათითავე საჭურველითა მოსწყუედს მათ ღმერთი, რაჟამს ფრიადითა გამოძიებითა დაინთქნენ უფსკრულსა შინა, საქმეთა მიუწდომელობისასა, და უნებლიეთ იძიონ აღმომყვანებელი, მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს არცა ერთისა მოძღურისა მოქენე ყოფად, რაჟამს დაირწმუნონ, ვითარმედ ვერცა ერთსა რას მისწუთეს საჭიროთა საძიებელთაგანსა, რომელნი-იგი მხოლოდ რწმუნებითა ოდენ, და არა გამოკულევითა იცნობებიან. ვინაჲცა, უკუეთუ უფალმან უწყის ამაოებაჲ გარეშეთა სიბრძნისაჲ, ვინღა წინააღმდგომ და მაცილობელ ექმნეს მას?

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო (3,20).:

თარგმანი: უკუეთუ უფალმან უწყნის და მას ამაოდ ჰყვანან მათნი ზრახვანი, ვინ სიტყუა-უგოს მას, რაჲთამცა თქუა თუ — არა ამაო არიან?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის