თარგმანი: კუალად თავისა მიერ თჳსისა და პეტრესსა და აპოლლოჲსსა, დაჰჴსნის ზუაობასა ახალგამოჩინებულთა მათ მოძღუართასა. ვითარმედ, უკუეთუ თჳთ ჩუენ, პირველნი ქადაგნი თქუენნი და მოციქულნი ქრისტესნი, ვერცა ერთსა რას ზედა ვიქადით მადლთა ამათგანსა, რაოდენ უფროჲს თქუენ.
1 Corinthians 3:22
თარგმანი: კუალად თავი თჳსი და პეტრე და აპოლო შორის შემოიღო, ხოლო მოასწავებს მოძღუართა მათ, რომელნი მუნ იყვნეს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მადლნი იგი მოძღურებისა და გულისჴმის-ყოფისანი მათთჳს მიცემულ იყვნეს, სოლო ესე დიდად დაამდაბლებდა გონებასა მას მოძღუართასა. და მერმე ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: უკუეთუ მე და კეფა და აპოლო თქუნთჳს დადგენილნი ვართ, ვითარღა იკადროს სხუამან ვინმე სიქადული თუ: მე ჩემითა სათნოებითა მომიღებიეს მადლი რაჲმე.
...ადგან ნეტარი პავლე იმასაც არ ერიდება, რომ მათი მონა იყოს, როცა ამბობს: „რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს... ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს“ (); და კვლავ: „გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო... ყოველივე თქუენი არს“ (). და ამ მონობას იგი მოშურნეობით ემსახურება; რადგან ეს მონობა კი არ არის, არამედ თავისუფლებაზე უკეთესია. რადგან, ამბობს, ის არის მონა, ვინც ცოდვას სჩადის: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“ (). „უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაჲ იცის“ ().
ამრიგად, უგუნურებაში ამაღლება ცოდნისგან კი არ ხდება, არამედ არცოდნისგან. რადგან ვინც ღვთისმოსაობისამებრ სიტყვები იცის, სწორედ მან იცის ზომიერებაც; ხოლო ვ...