მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:14

13. Being defamed, we intreat: we are made as the filth of the world, and are the offscouring of all things unto this day.14. I write not these things to shame you, but as my beloved sons I warn you.15. For though ye have ten thousand instructors in Christ, yet have ye not many fathers: for in Christ Jesus I have begotten you through the gospel.
1 Corinthians თავი 4
14. I write not these things to shame you, but as my beloved sons I warn you.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ (4,14).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან უზეშთაეს მოწაფეთა საზომისა - ადგილსა შვილისასა — მაქუთ თქუენ, ამისთჳს არა სარცხჳნელად, არამედ აღსაბაძვებელად მოგიწერ; არა რაჲთა გრცხუენოდის, არამედ რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა თუ საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა საყუარელთა გასწავებ (4,14).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ამისთჳს მიგიწერ ამას ყოველსა, რაჲთამცა შეგარცხჳნენ, არამედ რაჲთამცა გასწავლე, რამეთუ ვინაჲთგან ვითარცა შვილნი, მიყუართ. საცნაურ არს, ვითარმედ ყოველსავე უმჯობესისა თქუენისათჳს ვიტყჳ, რამეთუ არა ვითარცა მოწაფეთა, არამედ ვითარცა შვილთა გხედავ თქუენ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის