მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂, * დ

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, ესე გამოვსახე თავსა ჩემსა და აპოლოს ზედა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა-ზრახვად უფროჲს წერილისა მის (4,6).

თარგმანი: აქამომდე ერისა მიმართ იტყოდა, ხოლო აწ მოიქცა მოძღუართა მიმართ და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენთჳს შემოვიღე თავი ჩემი და აპოლო შორის, რაჲთა არა თქუენ სახელ-გდვა და შესწუხნეთ. ამისთჳს ჩუენთჳს ვქმენ სიტყუაჲ, რაჲთა, გესმას რაჲ, ვითარმედ ჩემთჳს და აპოლოჲსთჳს ესრეთ ვიტყჳ, გულისჴმა-ჰყოთ თქუენთჳსცა. მოძღუართავე ეტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს შემოვიღე შორის თავი ჩემი და აპოლო, რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა-ზრახვაჲ უმეტეს წერილისა მის, არამედ წერილისა მისებრ იყვნეთ. ხოლო "წერილსა" მას იტყჳს, რომელი წერილ არს, ვითარმედ: რომელსა ენებოს პირველ ყოფაჲ, იყავნ იგი ყოველთა უდარეს.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა ერთიერთისათჳს განჰლაღნეთ მოყუასსა ზედა (4,6).

თარგმანი: კუალად ერსავე მოექცა, ვითარმედ: ნუ განჰლაღნებით ერთიერთისათჳს მოყუასსა ზედა, რამეთუ, ვინაჲთგან კაცად-კაცადსა მოძღუარი ჰყვა, და რომელთამე მოძღუარნი სწავლულ იყვნიან ფილაფოსობითა და რომელნიმე მდიდარ იყვნიან, და ამისთჳს, რომელი უმეტესად მდიდრისა და ფილაფოსისა მოწფად წოდებულ არნ, ზუაობნ მოწაფესა ზედა უგლახაკესისა ანუ სწავლითა უდარესისასა. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: რაჲთა არა ერთი-ერთისათჳს განჰლაღნეთ მოყუასსა ზედა. ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲთა არა მოწაფე მოძღურისათჳს ზუაობდეს მოყუასსა ზედა, მეორისა მოძღურისა მოწაფესა.

მოციქულისაჲ: ვინ განგიკითხავს შენ? (4,7).

თარგმანი: კუალად მოძღუართა მიმართ მიიქცა და ეტყჳს, ვითარმედ: ვინ გაგიკითხა შენ, ჵ მოძღუარო, და ვერარაჲ პოა შენ თანა ბიწი და გყო შენ ღირს ქებისა? კაცთა მიერ იქებია და პატივ-იცემები? არამედ ნუ იქადი ამისთჳს, რამეთუ კაცთა არა იციან ჭეშმარიტი განკითხვაჲ. ნუ იქადი, ვიდრემდის წინაშე ღმრთისა წარსდგე და მან გაქოს, განგიკითხოს რაჲ, გპოვოს თუ უბიწოდ.

მოციქულისაჲ: ანუ რაჲ გაქუს, რომელ არა მიგიღებიეს? უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარმცა არა მიგეღო? (4,7).

თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ იტყჳ თუ — მოძღურებასა ჩემსა აქებენ ყოველნი და კეთილ არს, — და დაღაცათუ კეთილი მოძღურებაჲ გაქუს, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე საქადელი საქმე, მითხარ ღმრთისა მიერ? ნუ უკუე ჰზუაობ, დაღაცათუ კეთილი რაჲმე გაქუს, რამეთუ არა შენ მიერ მოგებული არს, არამედ ღმრთისა მიერ მოცემული. ხოლო რომელი იქადოდეს, საცნაურ არს, ვითარმედ, ვითარმცა არა მოეღო მადლი იგი ღმრთისა მიერ, არამედ თჳსითამცა ძალითა მოეგო, ესრეთ იქადის; რამეთუ სხჳსა მიერ მოცემულისათჳს რადმცა ვინ იქადოდა! ხოლო მე ვიხილე კაცი ერთი, რომელი ესრეთ იკითხვიდა, ვითარმედ: რასა იქადი, ვითარმცა არა მოგეღოა? — ამას კითხვის სახედ იტყოდა, რაჲთამცა ესრეთ წყლისჴამა-იქმნა, ვითარმედ: რასა იქადი! ნუ-უკუე ჰგონებ თუ არა ღმრთისა მიერ მოგიღებიეს, არამედ თავით თჳსით მოგიგესა? ნუ სცთები; ღმერთსა მოუცემიეს შენდა, თუ რაჲმე გაქუს.

მოციქულისაჲ: აწვე სამე განმაძღარ ხართ და აწვე განმსდიდრდით (4,8).

თარგმანი: აყუედრებს მათ და ეტყჳს, ვითარმედ: ესრეთ ადრე განსძეღით სწავლითა? ესრეთ ადრე განმსდიდრდით, რომელ არღარაჲ გეჴმარების, და ესრეთ იქადით, ვითარმცა თავსა მას გულისჴმის-ყოფისასა მიწევნულ იყვენით, რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა სიკუდილადმდე ისწავლიდით კეთილსა და არამცა გასძღებოდეთ და მარადის თავნი თჳსნი გლახაკადმცა შეგერაცხინეს საღმრთოთა საქმეთა შინა. არამედ თქუენ აწვე განსძეღით და მდიდრად შეგირაცხიან თავნი თჳსნი და იქადით.

მოციქულისაჲ: და თჳნიერ ჩუენსა ჰსუფევდით და ნეტარ თუმცა ჰსუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ (4,8).

თარგმანი: ბასრობის სახედ თქუა სიტყუაჲ ესე და უსახურებასაცა მათსა ამხილებს, ვითარმედ: ესევითართა ნიჭთა ღირს იქმნენით, რომელ სხუაჲ არღარა გეჴმარების? რად არა ჩუენცა ზიარ-მყვენით თქუენ თანა, რამეთუ მე თავი ჩემი გლახაკად შემირაცხიეს საღმრთოთა საქმეთაგან, და ფრიად ნაკლულევანად. უკუეთუ კულა თქუენ ესრეთ განმდიდრებულ ხართ, რომელ სხუაჲ არღარაჲ გიჴმს, რად არა მეცა ზიარ-მყოფთ მადლსა მას! გარნა, ნეტარ თუმცა ჰსუფევდით; არამედ არა გაქუს სუფევაჲ იგი, რამეთუ თქუენი სუფევაჲ ჩემდად შემირაცხიეს, რამეთუ დიდება არს მოძღურისა მოწაფეთა განმდიდრებაჲ კეთილის საქმითა. და ამისთჳს ფრიად მენება თუმცა ჰსუფევდით, გარნა ჯერეთ ნუ იქადით; არა მიგიღებიეს სუფევაჲ იგი.

მოციქულისაჲ: ესრე ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა (4,9).

თარგმანი: შეწუხებულისა სიტყუათა იტყჳს, და უფროჲსად მაყუედრებელისა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვითარ მე ვხედავ თქუენთა საქმეთა, ჩუენ მოციქულნი სადმე უფროჲს ყოველთაჲსა დასჯილ და სასიკუდინო გამოვჩნდით ღმრთისა მიერ, იგი არს, მზა მოსაკლველად ყოველთა მიერ, რამეთუ ჩუენ ჭირისა და გუემათათჳს განმზადებულ ვართ, ხოლო თქუენ აწვე ჰსუფევთ, რამეთუ ვინაჲთგან თქუენ ესრეთ ადრე თჳნიერ ჭირისა იწყეთ სუფევად, ამის მიერ გულსავსე ვიქმნებით, ვითარმედ ჩუენ სადმე ვითარცა უკუანაჲსკნელნი და უდარესნი ყოველთანი ჭირისათჳს ჩინებულ ვართ ჩუენ მოციქულნიო, რომელთა ესოდენი ჭირი თავს-გჳც ქრისტესთჳს, ხოლო ვითარ ვჰგონებ თუ უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ამისთჳს, რამეთუ თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა, ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ერთსა ადგილსა ვიტანჯენით, არამედ ყოველსა ქუეყანასა; და თქუენ აწვე თჳნიერ ჭირისა სასუფეველი გეზმანების და ღირსად შეგირაცხიან თავნი თქუენნი! ესრეთ უკუე ზუაობასა მათსა ამაოდ გამოაჩინებს.

მოციქულისაჲ: ანგელოზთა და კაცთა (4,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესევითარნი არიან ჩუენნი ღუაწლნი, ვიდრე ანგელოზთაცა ხილვისა ღირს, არა თუ კაცთაჲსა ოდენ.

მოციქულისაჲ: ჩუენ — სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ —ბრძენ ქრისტეს მიერ (4,10).

თარგმანი: და ამასცა იყუედრების სახედ იტყჳს, ვითარმედ: ვითარ ვხედავ, ჩუენ სადმე სუღელნი ვართ, რომელ ქრისტესთჳს ესევითართა ჭირთა შინა ვართ, ხოლო თქუენ სადმე ბრძენნი ხართ, რომელ ესრეთ განაგებთ თავთა თჳსთათჳს, რაჲთა უჭრველად ჰსუფევდეთ ქრისტეს მიერ, ესე იგი არს —ქრისტეს მიერთა საქმეთა შინა.

მოციქულისაჲ: ჩუენ — უძლურ და თქუენ — ძლიერ; თქუენ —დიდებულ და ჩუენ — გინებულ (4,10).

თარგმანი: ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ ამას გამოაცხადებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჩუენ გჳჴმდა უფროჲსად განსუენებაჲ, რომელნი-ესე დამაშურალ ვართ, ვიდრეღა თქუენ; ხოლო უკუეთუ ჩუენ ჯერეთ არღა განგჳსუენებიეს, არამედ ჭირთა შინავე ვართ, ვითარ თქუენ, ვითარმცა სასუფეველი დაგემკჳდრა, ესრეთ ჰზუაობთ! ხოლო ვიდრე ქუემდის ბასრობის სახედ იტყჳს სიტყუათა ამათ, ვითარმედ: ჩუენ — უძლურ და თქუენ — ძლერ, თქუენ — დიდებულ და ჩუენ — გინებულ.

მოციქულისაჲ: ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიის-ცა და გუწყურის-ცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით (4,11).

თარგმანი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესე ყოველი არა თუ ოდესმე იყო და აწ არა არს, არამედ აწცა მათვე საქმეთა შინა ვართ, ვითარ შიმშილსა შინა და წყურილსა და შიშულოებასა და სხუათა ესევითართა.

მოციქულისაჲ: და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა (4,11-12).

თარგმანი: ესე მათდა მიმართ არს, რომელნი შეძინებისათჳს და მორეწვისა ჴელ-ჰყოფდეს ქადაგებასა. მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ განუსუენებელ ვართ და ვშურებით ჴელითა ჩუენითა.

მოციქულისაჲ: მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ, ვიდევნებით და თავს-ვიდებთ და მგმობართა ჩუენთა ულოცავთ (4,12-13).

თარგმანი: ესე არს ქრისტესთჳს სულელ ყოფაჲ, რამეთუ რომელთა ესევითარი ევნებოდის და არა მიაგებდენ ნაცვალსა, არამედ უფროჲსად მაგინებელთა აკურთხევდენ და მგომობართა ულოცვიდენ, კაცობრივსა ზრახვასა შინა სულელად შერაცხილ არიან.

მოციქულისაჲ: ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე (4,13).

თარგმანი: ამას მოასწავებს ამის სიტყჳსა მიერ, ვითარმედ: ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარე განსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა. ხოლო უკუეთუ ჩუენ, მოციქულნი, ესრეთ ვართ, თქუენ რასა ჰზუაობთ ამისთჳს, თუ მცირენი რაჲმე მადლნი მიგიხუმან, ვინაჲთგან ჩუენ ამას ყოველსა ზედა ვერვე ვიქადით, არცა დიდად შეგჳრაცხიან თავნი ჩუენნი.

მოციქულისაჲ: არა თუ საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა საყუარელთა გასწავებ (4,14).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ამისთჳს მიგიწერ ამას ყოველსა, რაჲთამცა შეგარცხჳნენ, არამედ რაჲთამცა გასწავლე, რამეთუ ვინაჲთგან ვითარცა შვილნი, მიყუართ. საცნაურ არს, ვითარმედ ყოველსავე უმჯობესისა თქუენისათჳს ვიტყჳ, რამეთუ არა ვითარცა მოწაფეთა, არამედ ვითარცა შვილთა გხედავ თქუენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა (4,15).

თარგმანი: ერისა მიმართ იტყჳს ამას, ვითარმედ დაღაცათუ მრავალნი მოძღუარნი გისხენ თქუენ (რამეთუ მათ სახელ-სდვა მზარდულ), არავე ვის უყუართ თქუენ ჩემებრო, რამეთუ მე ვითარცა მამასა მიყუართ, ხოლო მათ —ვითარცა მზარდულთა. ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ მზარდული მამისაებრ ვერ შემძლებელ არს შეყუარებად.

მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა ამისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით (4,15-16).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: მე ესე ყოველი ვქმენ და არავე ვიგონებ, თუ მე რაჲმე მიქმნიეს კეთილი; არამედ რომელ ესე გშვენ თქუენ ქადაგებითა ჩემითა ნათლისღებისაგან, — ქრისტესად შემირაცხიეს და არა ჩემდად, რამეთუ მის მიერ იყო საქმე ესე. და ვითარ თქუენ შორის მყოფნი ეგე მოძღუარნი, რომელთა ჩემ მიერვე უსწავიეს, ზუაობენ, და თჳსად შეურაცხიეს საქმე იგი?

მოციქულისაჲ: ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ (4,17).

თარგმანი: "ამის" რომლისთჳს? — გარნა ამისთჳსო, რამეთუ მიყუართ ვითარცა შვილნი, მოვავლინე ტიმოთე, რომელი-იგი არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ. ხოლო ამით ტიმოთეს მიმართსაცა სიყუარულსა თჳსსა გამოაჩინებს და რაჲთა მათცა პატივ-სცენ მას, ვითარმედ არა თუ ცუდად საყუარელი, არამედ სარწმუნოჲცა უფლისა მიერო, ესე იგი არს, საღმრთოთა საქმეთა ზედა.

მოციქულისაჲ: რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი (4,17).

თარგმანი: გზად იტყჳს განგებულებათა, ჭირთა და წესთა მათ სამოციქულოთა და შჯულთა მათ საღმრთოთა, რომელთა შინა ვიდოდა იგი.

მოციქულისაჲ: იესუ ქრისტეს მიერ. ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა ყოველთა ეკლესიათა გასწავებ (4,17).

თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა შინა არარაჲ არს კაცობრივი, არამედ ყოველნივე საღმრთონი და ქრისტეს საქმენი, სწავლათა მათ შინა მისთა, რომელთა "გზად" უწესს.

მოციქულისაჲ: ხოლო რეცა თუ არა-მოსლვასა ჩემსა თქუენდა მომართ გან-ვინმე-ლაღნეს, არამედ მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს. და ვცნა არა თუ სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი, რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა (4,18-19).

თარგმანი: ეწყო კორინთელთა ვიეთმე, ვითარ ვჰგონებ, გულისჴმის-ყოფასა რასმე, ანუ მოღუაწებასა სულიერსა, და ჰგონებდეს თუ დიდსა რასმე იქმოდეს, და ზუაობდეს მას ზედა. რამეთუ არა-მისლვასა მას მოციქულისასა არავინ აუწყებდა მათ ჭეშმარიტებისა გზასა, და ზუაობდეს, ვითარცა დიდნი და სულიერნი ვინმე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მოვიდე და მაშინ ვცნა, თუ საქმენი თქუენნი ღირს არიან სიტყუათა მათ თქუენთა ზუაობისათა. რამეთუ არა თუ სიტყუანი საჴმარ არიან, არამედ საქმენი სულიერნი, რამეთუ სიტყუანი თჳნიერ საქმეთასა სასუფეველსა ვერვის შეიყვანებენ. ხოლო "ძალად" სახელ-სდებს საქმეთა სულიერთა გამოჩინებასა.