მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:16

15. For though ye have ten thousand instructors in Christ, yet have ye not many fathers: for in Christ Jesus I have begotten you through the gospel.16. Wherefore I beseech you, be ye followers of me.17. For this cause have I sent unto you Timotheus, who is my beloved son, and faithful in the Lord, who shall bring you into remembrance of my ways which be in Christ, as I teach every where in every church.
1 Corinthians თავი 4
16. Wherefore I beseech you, be ye followers of me.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა; რამეთუ ქრისტეს იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით (4,16).:

თარგმანი: ბევრ მზარდულ მოძღუართა მათ მათთა უწოდს, რომელთაგან მიმოგანყოფილ იყვნეს კორინთელნი. ამისთჳს მათ განუჩენს მზარდულობასა, ხოლო თავისა თჳსისად დაიშთენს მამობასა. და კუალად, რაჲთა არა სრულიად შეურაცხ-ყვნენ მათ მოძღუარნი მათნი, ამისთჳს დასწერს, ვითარმედ იგინიცა ქრისტეს მიერ არიან და მეცა, და არცა ერთი შეურაცხსაყოფელ ვართ. ოდენ და-მცა-ცვულ არს მათდა ადგილი მზარდულობისაჲ და ჩემდა მშობლობისაჲ. რაჲთა ვითარ-იგი თჳთ მე სახარებისა მიერ ემბაზითა ნათლისღებისაჲთა შობასა თქუენსა, არა თავსა ჩემსა, არამედ ქრისტესა განუკუთნებ, ეგრეთვე მათ მზარდულობაჲ იგი — ჩემდად, და უფროჲსღა ყოველივე ქრისტესდად შეჰრაცხენ. და ესე რაჲ თქუა მზარდულთათჳს, ზოგად ყოველსა მას ერსა ჰლოცავს, რაჲთა მობაძავ მისსა იყვნენ. არა ზუაობით მბრძანებლობს, არამედ ადვილობასა საქმისასა წინა-დაუდებს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემდა — ქრისტესი, რაოდენ უფროჲს თქუენდა ჩემი მობაძავ-ყოფაჲ არა შეუძლებელთა საქმეთაგანი არს.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა ამისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით (4,15-16).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: მე ესე ყოველი ვქმენ და არავე ვიგონებ, თუ მე რაჲმე მიქმნიეს კეთილი; არამედ რომელ ესე გშვენ თქუენ ქადაგებითა ჩემითა ნათლისღებისაგან, — ქრისტესად შემირაცხიეს და არა ჩემდად, რამეთუ მის მიერ იყო საქმე ესე. და ვითარ თქუენ შორის მყოფნი ეგე მოძღუარნი, რომელთა ჩემ მიერვე უსწავიეს, ზუაობენ, და თჳსად შეურაცხიეს საქმე იგი?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის