მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:19

18. Now some are puffed up, as though I would not come to you.19. But I will come to you shortly, if the Lord will, and will know, not the speech of them which are puffed up, but the power.20. For the kingdom of God is not in word, but in power.
1 Corinthians თავი 4
19. But I will come to you shortly, if the Lord will, and will know, not the speech of them which are puffed up, but the power.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს (4,19).:

თარგმანი: რაჲთა არა უზრუნველ და უდებ იქმნნენ მივლინებასა მას ზედა ტიმოთესსა, ვითარმედ არღარა მივალს პავლე. ამისთჳს განაკრძალებს მათ, რაჲთა სიფრთხილით მიელოდინ მას, არა მაშინ მიმავალსა, ოდეს თჳთ, არამედ ოდეს უფალსა უნდეს.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რეცა თუ არა-მოსლვასა ჩემსა თქუენდა მომართ გან-ვინმე-ლაღნეს, არამედ მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს. და ვცნა არა თუ სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი, რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა (4,18-19).:

თარგმანი: ეწყო კორინთელთა ვიეთმე, ვითარ ვჰგონებ, გულისჴმის-ყოფასა რასმე, ანუ მოღუაწებასა სულიერსა, და ჰგონებდეს თუ დიდსა რასმე იქმოდეს, და ზუაობდეს მას ზედა. რამეთუ არა-მისლვასა მას მოციქულისასა არავინ აუწყებდა მათ ჭეშმარიტებისა გზასა, და ზუაობდეს, ვითარცა დიდნი და სულიერნი ვინმე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მოვიდე და მაშინ ვცნა, თუ საქმენი თქუენნი ღირს არიან სიტყუათა მათ თქუენთა ზუაობისათა. რამეთუ არა თუ სიტყუანი საჴმარ არიან, არამედ საქმენი სულიერნი, რამეთუ სიტყუანი თჳნიერ საქმეთასა სასუფეველსა ვერვის შეიყვანებენ. ხოლო "ძალად" სახელ-სდებს საქმეთა სულიერთა გამოჩინებასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის