მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 5:10

9. I wrote unto you in an epistle not to company with fornicators:10. Yet not altogether with the fornicators of this world, or with the covetous, or extortioners, or with idolaters; for then must ye needs go out of the world.11. But now I have written unto you not to keep company, if any man that is called a brother be a fornicator, or covetous, or an idolater, or a railer, or a drunkard, or an extortioner; with such an one no not to eat.
1 Corinthians თავი 5
10. Yet not altogether with the fornicators of this world, or with the covetous, or extortioners, or with idolaters; for then must ye needs go out of the world.
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მივსწერ თქუენდა წიგნსა ამას. ნუ თანა-აღერევით მეძავთა, და არა თუ მეძავთა ამის სოფლისათა, ანუ ანგაჰრთა, ანუ მტაცებელთა, ანუ კერპთმსახურთა (5,9-10).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნუ აღერევით მეძავთა თანა", რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ გინა თუ ურწმუნოჲ იყოს, გინა თუ მორწმუნე, მეძავი, — ყოვლისაგანვე გუაყენებს მიახლებასა, და თქუეს-მცა თუ: შეუძლებელთა საქმეთა გუამცნებს, რამეთუ შეუძლებელცა იყო ესე, ვინაჲთგან ურწმუნონი იგი ყოველნი მეძავნი იყვნეს და ურწმუნონი მრავალნი იყვნეს მუნ. ვითარმცა ერიდნეს არა-ზრახვად მათდა, ანუ არა-სყიდად მათგან, ანუ არა-მისყიდად მათდა, ანუ სხუაჲ ყოველი ესევითარი. ამისთჳს უკუე, თქუა რაჲ მოციქულმან, ვითარმედ "ნუ თანა-აღერევით მეძავთა", მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: "არა თუ მეძავთა ამის სოფლისათა". ხოლო მეძვად ამის სოფლისა — წარმართთა მათ ურწმუნოთა იტყჳს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა თუ ესრეთ ვიტყჳ თუ წარმართთა მეძავთა ანუ მტაცებელთა ანუ კერპთმსახურთა ნუ მიეახლებით, რამეთუ ესე შეუძლებელ არს, არამედ ვიტყჳ, რაჲთა მორწმუნეთა შორის იქმოდით ამას.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა; ნუ თანა-აღერევით მეძავთა; და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთმსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სადმე სოფლით გამოსლვაჲ (5,9-10).:

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ, აყენებს რაჲ თანა-აღრევად მეძავთა, ზოგად ყოველთა მეძავთა აღრევისაგან განაყენებს, მეკერპეთაცა და წარმართთაჲსა, რომელი-ესე შეუძლებელ იყო კაცთაგან, მკჳდრთა ქალაქებისათა. ამისთჳს იჭუსა მას, ვითარმედ: არა ყოველთა მეძავთაგან განგაშორებ, არამედ მორწმუნეთა მეძავთაგან და არა ამის სოფლისათა მათცა მეძავთა, არიან კერპთმსახურნი, რამეთუ უკუეთუმცა ამას შეუძლებელსა გიბრძანებდი, რაჲთა არცა ერთი ვინ გაიდეს მეძავთა გინა ანგაჰრთა გინა მტაცებელთა გინა კერპთმსახურთაგანი, თანა-გედვა-მცა სივლტოლაჲ სოფლით; არამედ მე არარას შეუძლებელსა გიბრძანებ, ვითარმედ: ნუმცა ვინ გახლავს ზემო თქუმულთაგანი ბოროტისმოქმედთაჲ, რამეთუ აჰა შესაძლებლო თანა სიადვილეცა გიჩუენო შჯულის-დებისა ჩემისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის