მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის; რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ, და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა? (5,1).

თარგმანი: ზოგად ზიარ ყოველთა ჰყოფს ბრალსა ამის ცოდვისასა, რაჲთა არა ვიეთნიმე უდებ და მიმშუებელ იქმნნენ, ვითარცა თჳთ უცხონი ბრალისაგან. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ ქმნაჲ, არამედ თჳთ სმენაჲცა ამის ჰამბვისაჲ საძნაურ არს თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ; რამეთუ უკუეთუ წარმართთა შორის არა ადვილ არს სახელის-დებაჲცა მებრ ჰამბვისაჲ ამის, რაჲღა ვინ თქუას, რაჟამს საქმით იქმნებოდის მორწმუნეთა შორის?

მოციქულისაჲ: და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ; რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა (5,2).

თარგმანი: მასვე პირველსა აყუედრებს — რეცა მოქადულობასა ნიჭთა ზედა ღმრთისათა, ვითარმედ თჳთ ესე ოდენ კმა იყო დამამდაბლებელად ამპარტავანებისა თქუენისა, უკუეთუმცა ერთისა მის ცოდვაჲ, ვითარცა ზოგადი ყოველთაჲ, გეგლოვა; რამეთუ ლოცვით და გლოვით ჯერ-იყო შევრდომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: აღიღოს შორის მათსა, რომელმან საქმე იგი ქმნა. ესე ამისთჳს, რაჲთა არა შორის მათსა მყოფობითა, მსგავსად წამლისა გესლოვანისა, სხუათაცა განეზავოს უწესოებაჲ საქმისაჲ მის. ხოლო შენ იხილე, ვითარ სახელიცა არა მოიჴსენა ბოროტისმოქმედისაჲ მის, ყოვლად რიდობითა მისგან, სახედ ბიწისა რაჲსმე და მწინკულისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მე შორს სულითა (5,3).

თარგმანი: არცაღა მისლვასა თჳსსა ჰგებს, არამედ შორითვე სდევნის უწესოებასა.

მოციქულისაჲ: და აწ ეგრეთ შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა (5,3).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ: აჰა აწვე განმიბჭიეს, ვითარცა მანდა მყოფსა; რამეთუ შეეშინა, ნუუკუე სხუასა რასმე იჭუნეულ იქმნნენ, რეცა არა მუნ მყოფობისათჳს მოციქულისა; ამისთჳს, ვითარცა სულითა მათ შორის მყოფი, დაუმტკიცებს ბჭობასა თჳსსა, რაჲთა ყოვლადვე გარე-შეუქცეველად აღასრულონ იგი.

მოციქულისაჲ: ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

თარგმანი: ვიეთნიმე ესრეთ წარიკითხვენ სიტყუასა ამას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესრეთ ამისსა მოქმედსა სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. ესე იგი არს, რაჲთა ერთად თანა-წართვითა ამათ სიტყუათაჲთა ესე განაცხადონ, ვითარმედ მოქმედი ცოდვისაჲ არა თავით თჳსით ცოდავს, არამედ სახელითა იესუ ქრისტესითა; რამეთუ, რომელსა ზედა წოდებულ იყოს სახელი ქრისტესი და ამისსა შემდგომად ცოდოს, არა ლიტონად პატივსა ოდენ კაცებისასა, არამედ სახელსა მასცა ქრისტიანობისასა მაგინებელ ექმნების და მის ძლით უძჳრესად დაისაჯების.

მოციქულისაჲ: შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა (5,4).

თარგმანი: რაჲთა არა სილაღისად შეჰრაცხონ მათ ზემო თქუმული იგი "აწვე განმიბჭიესი", ამისთჳს მათცა იზიარებს განჩინებასა ამას, მის მიერ ქმნილსა.

მოციქულისაჲ: ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესით (5,4).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მე მარტოჲ, არამედ არცაღა მე თქუენითურთ კმა ვარ განჩინებად რაჲსალი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. რაჲთა ესრეთ შიშით და ვბჭობდით, ვითარცა წინაშე თუალთა მისთა მყოფნი.

მოციქულისაჲ: მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა (5,5).

თარგმანი: ესევითარი არს მიშუებითი ძალი მტანჯველობისაჲ, რაჲთა საზღვარი განუჩინოს ღმერთმან ეშმაკსა "ჴორცთა ოდენ ტანჯვად, ხოლო სულისა ვერ შეხებად"; ვითარ-იგი იობისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: "სულსა მისსა ნუ შეეხები", () ეგრეთვე აწ მოციქული უფლისა მიერ ჴორცთა ოდენ მისცემს საგუემელად.

მოციქულისაჲ: რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (5,5).

თარგმანი: უკუეთუ კაცობრივისა სულისად გულისჴმა-ჰყოფდე ცხოვნებასა ამას, ეკრძალე, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ ჴორცნი არა თანაზიარ არიან ცხორებისა მის, რომელი მიეცემის სულსა უკუანაჲსკნელსა მას დღესა ქრისტეს დიდებით მოსლვისასა, რომელი-ესე ნუ იყოფინ; რამეთუ უკუეთუ აქა ზიარ არს ყოველსავე მისსა, ეგრეთვე მუნ. ხოლო უკუეთუ ცხოვნებად სულისა იტყჳ განცხოველებასა მადლისასა, რომელი-იგი მიუღიეს კაცსა სულისა წმიდისა მიერ ჟამსა მას ნათლისღებისასა, რომელი-იგი დაშრტების და უჩინო იქმნების ცოდვისა მიერ და განახლდების და განცხოელდების, რაჟამს იტანჯნენ ჴორცნი, ანუ მოღუაწებითა, გინა განსაცდელითა, რამეთუ ამას ვიეთნიმე ესრეთცა გულისჴმა-ჰყოფენ.

მოციქულისაჲ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი (5,6).

თარგმანი: ცხად ჰყოფს, ვითარმედ მოქადულნი იგი სიბრძნესა ზედა არა უტევებდეს მოქადულობითა მათითა, რაჲთამცა შეენანა შეცოდებულსა მას, რომელი- და ერთი იყო ბრძენთა მათგანი, მოქადული მას ზედა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის? (5,6).

თარგმანი: ვითარცა მცირე იგი ჰურის ცომი ყოველსავე ახალშესუარულსა ფქვილსა აღაფუვნებს, ეგრეთვე ერთისა ცოდვაჲ, უკუეთუ არა მსწრაფლ შეინანოს, მცირედ-მცირედ ყოველსა გუამსა ეკლესიისასა განეფინების, რაჲთა განიმრავლნეს ზიარნი თჳსისა სიბოროტისანი.

მოციქულისაჲ: განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო (5,7).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: განწმიდეთ ვიეთიმე ცოდვისა დაძუელებულებაჲ, რაჲთა ზოგად ყოველნი იყვნეთ ახალ თბე, რაჟამს არცა ერთსა ვის თქუენგანსა აქუნდეს დაყროლებულებაჲ ცოდვისაჲ, ხოლო ცოდვამან დაგუაძუელნა, ხოლო ქრისტემან განგუაახლნა. ამისთჳს ჩუეულებაჲ აქუს წერილსა, რაჲთა ძუელად კაცად უწოდდეს ცოდვასა, ხოლო ახლად — ქრისტეს მიერ განახლებულსა და ცოდვათაგან განთავისუფლებულსა. ვითარ-ესე აწ მოციქული ეტყჳს ვითარმედ: "ხართ უცომო", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მცირედნი და არა მრავალნი იყვნეს მათ შორის მიდრეკილნი ცოდვასა. ამისთჳს მათდაცა განწმედად ამცნებს, რაჲთა ზოგად უცომო იყვნენ და თავისუფალ ცოდვისაგან.

მოციქულისაჲ: რამეთუ ზატიკად ჩუენდა ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე (5,7).

თარგმანი: ვინაჲთგან უცომოებაჲ თქუა, ჟამიერად მოაჴსენებს ქველისმოქმედებასა ქრისტესსა; თანად, რაჲთა მის მიერ შეკდიმებულ ყვნეს, და თანად, რაჲთა გამოუთარგმნოს, თუ რაჲსა სახე იყო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პასექად ჩუენდა ჩუენთჳს დაკლვაჲ ქრისტესი, რამეთუ შჯული განაწესებდა, რაჲთა შემდგომად მსხუერპლისა მის პირმშოთა წი შეწირულისა შჳდ დღე უცომოჲსა ჭამითა აღასრულებდენ ძენი ისრაჱლისანი ფასეკსა, რომელი-იგი აღვსებად გამოითარგმანების, ესე იგი არს, მოსპოლვად ცომოვანისა, რომელი ამას გამოსახვიდა, რაჲთა შემდგომად პირმშოთა წილ დაკლულისა მის კრავისა ქრისტეს დაკლვისა არღარაჲ შეურიოთ მოქალაქობასა თანა ჩუენსა ძუელისა მის კაცისა საქმეთაგანი, რომელ არს ცოდვაჲ; რამეთუ იგი მებრვე ამისთჳს დაიკლა, რაჲთა მოგჳსპნეს ჩუენგან ყოველნი უშჯულოებანი ჩუენნი.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოჲთა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა (5,8).

თარგმანი: "ზატიკობისა" წილ დღესასწაულობაჲ უსაკუთრეს არს, რამეთუ დღესასწაულობაჲ ჯერ-არს სიდიდესა ზედა ნიჭთასა, ხოლო დღესასწაულობაჲ ესე არს, რაჲთა არა შუებათა ჴორციელთა და ბოროტთა გემოვნებათა, არამედ საღმრთოთა და სულიერთა საქმეთა ზედა ვიხარებდეთ, რომელი-ესე არს უცომოჲ სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲ.

მოციქულისაჲ: მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა; ნუ თანა-აღერევით მეძავთა; და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთმსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სადმე სოფლით გამოსლვაჲ (5,9-10).

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ, აყენებს რაჲ თანა-აღრევად მეძავთა, ზოგად ყოველთა მეძავთა აღრევისაგან განაყენებს, მეკერპეთაცა და წარმართთაჲსა, რომელი-ესე შეუძლებელ იყო კაცთაგან, მკჳდრთა ქალაქებისათა. ამისთჳს იჭუსა მას, ვითარმედ: არა ყოველთა მეძავთაგან განგაშორებ, არამედ მორწმუნეთა მეძავთაგან და არა ამის სოფლისათა მათცა მეძავთა, არიან კერპთმსახურნი, რამეთუ უკუეთუმცა ამას შეუძლებელსა გიბრძანებდი, რაჲთა არცა ერთი ვინ გაიდეს მეძავთა გინა ანგაჰრთა გინა მტაცებელთა გინა კერპთმსახურთაგანი, თანა-გედვა-მცა სივლტოლაჲ სოფლით; არამედ მე არარას შეუძლებელსა გიბრძანებ, ვითარმედ: ნუმცა ვინ გახლავს ზემო თქუმულთაგანი ბოროტისმოქმედთაჲ, რამეთუ აჰა შესაძლებლო თანა სიადვილეცა გიჩუენო შჯულის-დებისა ჩემისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთმსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ, —ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად (5,11).

თარგმანი: რასა მისწერს აწ, თჳნიერ განმარტებასა ზემოჲსა მის საძიებელისასა, ვითარმედ არა ურწმუნოთა და გარეშეთა მათ წარმართთა მოქალაქობასა განმკითხველ გყოფ, არამედ შინაგანთა თქუენთასა; ვითარ-იგი უსაკუთრეს : უკუეთუ ვინმე ძმად სახელდებული იყოს მეძავ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე სიტყჳთ ოდენ სახელ-ედებოდის ძმა მორწმუნეთა კრებულისა, და არა ითცა, არამედ იყოს ფარულად ვ ანუ ანგაჰრ ანუ ლად კერპთმსახური, იჩემებდეს სარწმუნოებისა ქო, გინა სხჳთა ზემოთქუმულთა ათაგანითა რაჲთმე შეპყრლ იყოს, რომელნი-იგი განცხადებულად უცხო არიან შჯულთაგან ქრისტიანობისათა, ესე იგი არა არს, არამედ სახელი ხოლო ზედა-აც ძმო. ცალიერი საქმეთაგან და სიტყჳთ მორწმუნე ჭეშმარიტად საქმით ურწმუნო არს, რომლისა თანა არა ხოლო მიმყოვრებულსა, არამედ ერთისაცა პურის-ჭამისა ჟამსა გამცნებ არა-მიახლებად, რამეთუ მალიად შემძლებელ არს იგი ვნებად თქუენდა.

მოციქულისაჲ: რამეთუ, რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს (5,12-13).

თარგმანი: აჰა აუწყებს მიზეზსა, რომლისათჳს დაუყენებელ ჰყოფს მათ წარმართთა მეკერპეთა მახლობელობისაგან, რაოდენცა ცოდვილ იყვნენ, ვითარმედ: მათი საშჯელი ღმერთსა მიუტევეთ, ხოლო ჩუენ ძმათა ოდენ ჩუენთაჲ ვიზრუნოთ განკითხვაჲ და მხილებით განმართებაჲ უწესოჲსა ცხორებისა მათისაჲ. ამისსა შემდგომად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ უტანჯველ არიან მეკერპეობასა შინა მოქმედნი ბოროტისანი, ამისთჳს უსაშინელესსა მას მისცნა იგინი სამშჯავროსა, რომელ არს თუალ-უხუავი იგი განკითხვაჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა (5,13).

თარგმანი: მეორისა შჯულისა წიგნისაგან მოღებითა წამებისაჲთა დაუმტკიცებს, ვითარმედ ზემოჲთგანვე ბრძანებულ არს განგდებაჲ ესევითარისა მის უკეთურისაჲ, რომლისა აღმოფხურაჲ არა ეგოდენ მისდა, რაოდენ თქუენდა სარგებელ არს, ვითარცა ღუარძლისაჲ იფქლისადა.