მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:26

25. Now concerning virgins I have no commandment of the Lord: yet I give my judgment, as one that hath obtained mercy of the Lord to be faithful.26. I suppose therefore that this is good for the present distress, I say, that it is good for a man so to be.27. Art thou bound unto a wife? seek not to be loosed. Art thou loosed from a wife? seek not a wife.
1 Corinthians თავი 7
26. I suppose therefore that this is good for the present distress, I say, that it is good for a man so to be.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,26).:

მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, კეთილ არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ (7,1).

თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, " ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისარულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო რებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე , რაჲთა ესუას კაცსა ცოლი, შჯულიერითა წესითა ხუედრებული მისდა.

მოციქულისაჲ: ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ და თითოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ (7,2).

თარგმანი: ვინაჲთგან შენდობით განუწესა ქორწინებაჲ, აწ მიზეზსაცა დაჰრთავს, ვითარმედ: ამისთჳს ბრძანებულ იქმნა მეუღლებაჲ, რაჲთა არა სიძვასა ვინმე შთავარდეს წინადაუდგომელობითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ; ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,3).

თარგმანი: თანანადებობასა საქმისასა ვითარცა შჯულად დაუდებს, ხოლო თუ რაჲ არს პატივი იგი, შემდგომითა სიტყჳთა თარგმნის.

მოციქულისაჲ:...

სრულად ნახვა
თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს, ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეყუარებული უფლისა მიერ სარწმუნო ყოფად. მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,24-26).:

თარგმანი: ვინაჲთგან მაღალსა საქმესა ამცნებს, ამისთჳს ეშინის მისი განჩინებით თქუმაჲ, არამედ იტყჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა მომიღებიეს უფლისა მიერ, თუმცა ქალწულთა შჯული დაუდევ არა-ქორწინებად, არამედ, ვითარცა მონაჲ უფლისა მიერ შეყუარებული, სარწმუნო-ყოფად განგაზრახავ უმჯობესსა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა ურვისა მისთჳს, რომელი მოიწევის ქორწინებასა შინა, და ჭირთა მათთჳს, ესრეთ იყვნეთ ქალწულნი, ვითარცა ხართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის