მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂ * ბ

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს, ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეყუარებული უფლისა მიერ სარწმუნო ყოფად. მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,24-26).

თარგმანი: ვინაჲთგან მაღალსა საქმესა ამცნებს, ამისთჳს ეშინის მისი განჩინებით თქუმაჲ, არამედ იტყჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა მომიღებიეს უფლისა მიერ, თუმცა ქალწულთა შჯული დაუდევ არა-ქორწინებად, არამედ, ვითარცა მონაჲ უფლისა მიერ შეყუარებული, სარწმუნო-ყოფად განგაზრახავ უმჯობესსა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა ურვისა მისთჳს, რომელი მოიწევის ქორწინებასა შინა, და ჭირთა მათთჳს, ესრეთ იყვნეთ ქალწულნი, ვითარცა ხართ.

მოციქულისაჲ: შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა; იქორწინე თუ, არა სცოდე (7,27-28).

თარგმანი: კუალად ქორწინებულთა ეტყჳს, მათ, რომელნი მოვიდოდეს სარწმუნოებად კერპთმსახურებისაგან, ვითარმედ: უკუეთუ ცოლი გივის, ნუ დაუტევობ მას ქრისტიანობისათჳს; არას გავნებს უკუეთუ კულა უქორწინებელი ხარ, ნუ ეძიებ ცოლსა: უმჯობეს არს ქალწულებაჲ. უკუეთუ კულა ვერ ძალ-გიც ესე და იქორწინე, არავე ცოდვაჲ არს.

მოციქულისაჲ: და თუ იქორწინა ქალწულმან, არა ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვან ეგევითართა მათ (7,28).

თარგმანი: ქალწული არს, რომელსა აღეთქუას ღმრთისადა ქალწულებაჲ, და კუალად, ქალწული არს, რომელი უქორწინებელი იყოს ჯერეთ და აღთქუმაჲ არა ექმნას. ხოლო მოციქული მას იტყჳს თუ: არა ცოდა, რომელი არა აღთქუმით იყოს; ხოლო რომელი აღთქუმით იყოს, მან, იქორწინოს თუ, — იმრუშა, რამეთუ განეშორა ქრისტეს.

მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, თქუენ გერიდები, და ამას გეტყჳ: ჟამი ესე შემოკლებულ არს. ამიერითგან, რომელთა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ; და რომელნი ტიროდიან, ვითარცა არა ტიროდიან; და რომელთა უხაროდის, რეცა არა უხაროდის; და რომელნი იყიდდენ, ვითარცა არაჲ აქუნდეს; და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარცა არა იმსახურებდენ, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ. ხოლო მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი (7,28-32).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მნებავს თქუენი უმჯობესი, რაჲთა არა შთაჰვარდეთ ჭირთა მათ ქორწინებისა მიერ მომავალთა, რამეთუ ჟამიცა შემოკლებულ არს და მოვალს სიკუდილი ადრე. და ამისთჳს, რომელთა ცოლ, უჴმს, რაჲთა შორს ყონ გულისთქუმაჲ მათგან და მოელოდინ სიკუდილსა, და ესრეთ იყვნენ, ვითარმცა ცოლ არა ესუა. და ყოველივე საქმე ამის სოფლისაჲ — ქორწინებაჲ და სიხარული და მწუხარებაჲ და ყოვლი საქმე საწუთროჲსაჲ — არარადმცა შეგირაცხია მოლოდებითა სიკუდილისაჲთა, და ოდენ სათნოებაჲ გაქუნდინ თჳსად.

მოციქულისაჲ: უქორწინებელი იგი ზრუნავნ უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა. ხოლო ქორწინებული იგი ზრუნავნ სოფლისასა, რაჲთა სათნო-ეყოს ცოლსა. და განყოფილ არს დედაკაცი უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა სულითა და ჴორცითა, ხოლო ქორწინებული იგი ზრუნავნ სოფლისასა, რაჲთა სათნო-ეყოს ქმარსა (7,32-34).

თარგმანი: განყოფილ არიანო ურთიერთას და არა ერთი არს ორთავე ზრუნვაჲ, რამეთუ ქალწული ზრუნავნ უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა სულით და ჴორცით: ჴორცითა სიწმიდისათჳს, ხოლო სულითა — შეერთებისათჳს ღმრთისა მიმართ და მის შორის დამკჳდრებითა ნუგეშინისმცემელისაჲთა, ხოლო ქორწინებული ყოველსავე სოფლისასა ზრუნავნ.

მოციქულისაჲ: ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა ვითარ საცთურ რასმე გიგდებ თქუენ, არამედ შუენიერებისათჳს და კეთილად დადგრომისა უფლისა მიერ უზრუნველად (7,35).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ქალწულებისათჳს სიტყუაჲ ამისთჳს შემოვიღე, რაჲთა უმჯობესი გიჩუენო, და თუ ვითარ იქმნების შუენიერად და უზრუნველად ყოფაჲ, და არა თუ გაიძულებ, რამეთუ იძულებაჲ საცთურ არს ამას საქმესა ზედა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულისა თჳსისათჳს, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ უნდეს ყოფად, რაჲ უნდეს, ყავნ; არა ცოდა, აქორწინენ. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ იყოს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე დაამტკიცა გულსა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწული, კეთილად ყოს, რამეთუ, რომელმან აქორწინოს თჳსსა მას ქალწულსა, კეთილადვე ყოს, და რომელმან არა აქორწინოს, უმჯობეს ყოს. დედაკაცი კრულ არს, რავდენჟამ ცოცხალ იყოს ქმარი მისი. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს მისი თუ ქორწინებაჲ, გარნა უფლისა მიერ. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ, რამეთუ ვჰგონებ მე, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე (7,36-40).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე შვილი ესუას ქალწული და კაცობრივისა რაჲსმე საქმისათჳს და უძლურისა გონებისა თჳსისა სირცხჳლ იჩინოს ქალწულებით დამარხვაჲ, იყოს რაჲ სიჩჩოჲსა ჰასაკსა გარდასრულ და გინა თუ სხუათა ვიეთმე სათნოებისათჳს, ანუ თუ კაცობრივისა რაჲსმე საქმისა სირცხჳლ-იჩინოს მისი ქალწულებით დამარხვაჲ და ენებოს ქორწინებად მიცემაჲ, ნებაჲ მისი იყავნ; ქმენინ, რაჲს-იგი ინება, რამეთუ მაშინ, უკუეთუ მამამან შვილი თჳსი ქალწულად დაჰმარხოს, ყოველნი აბრალობდიან. და ამისთჳს თქუა: "უკუეთუ სარცხჳნელ უჩნდეს". უკუეთუ კულა მტკიცე ვინ იყოს გონებითა და დადვას გულსა თჳსსა ქალწულად დამარხვაჲ შვილისა თჳსისაჲ, იგი ფრიად კეთილად იქმსო და უმჯობესისა ყოვლით კერძო.