მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:30

29. But this I say, brethren, the time is short: it remaineth, that both they that have wives be as though they had none;30. And they that weep, as though they wept not; and they that rejoice, as though they rejoiced not; and they that buy, as though they possessed not;31. And they that use this world, as not abusing it: for the fashion of this world passeth away.
1 Corinthians თავი 7
30. And they that weep, as though they wept not; and they that rejoice, as though they rejoiced not; and they that buy, as though they possessed not;
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რომელნი ტიროდიან, — ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, — ვითარმცა არა უხარის, და რომელნი იყიდდენ, — ვითარმცა არაჲ აქუნდა (7,30).:

თარგმანი: ესე სიტყუანი ყოველნი ზოგად წარმავალობისა და დაუდგრომელობისა ამის საწუთროჲსა შემასმენელ არიან, რამეთუ ვინაჲთგან მახლობელ არს სიკუდილი, ყოველივე ესე საწუთროჲ არარა არს; არცა ტირილი, არცა სიხარული, არცა სყიდაჲ გინა განსყიდაჲ.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, თქუენ გერიდები, და ამას გეტყჳ: ჟამი ესე შემოკლებულ არს. ამიერითგან, რომელთა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ; და რომელნი ტიროდიან, ვითარცა არა ტიროდიან; და რომელთა უხაროდის, რეცა არა უხაროდის; და რომელნი იყიდდენ, ვითარცა არაჲ აქუნდეს; და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარცა არა იმსახურებდენ, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ. ხოლო მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი (7,28-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მნებავს თქუენი უმჯობესი, რაჲთა არა შთაჰვარდეთ ჭირთა მათ ქორწინებისა მიერ მომავალთა, რამეთუ ჟამიცა შემოკლებულ არს და მოვალს სიკუდილი ადრე. და ამისთჳს, რომელთა ცოლ, უჴმს, რაჲთა შორს ყონ გულისთქუმაჲ მათგან და მოელოდინ სიკუდილსა, და ესრეთ იყვნენ, ვითარმცა ცოლ არა ესუა. და ყოველივე საქმე ამის სოფლისაჲ — ქორწინებაჲ და სიხარული და მწუხარებაჲ და ყოვლი საქმე საწუთროჲსაჲ — არარადმცა შეგირაცხია მოლოდებითა სიკუდილისაჲთა, და ოდენ სათნოებაჲ გაქუნდინ თჳსად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის