მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:36

35. And this I speak for your own profit; not that I may cast a snare upon you, but for that which is comely, and that ye may attend upon the Lord without distraction.36. But if any man think that he behaveth himself uncomely toward his virgin, if she pass the flower of her age, and need so require, let him do what he will, he sinneth not: let them marry.37. Nevertheless he that standeth stedfast in his heart, having no necessity, but hath power over his own will, and hath so decreed in his heart that he will keep his virgin, doeth well.
1 Corinthians თავი 7
36. But if any man think that he behaveth himself uncomely toward his virgin, if she pass the flower of her age, and need so require, let him do what he will, he sinneth not: let them marry.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინედ (7,36).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე უშუერება-ჰგონებდეს ქალწულისა თჳსისა, აღზრდილ თუ იყოს, ესრეთ უმჯობეს ყოფასა, რომელი ჰნებავს, ყავნ; არა ; იქორწინედ. , ვითარმედ: უკუეთუ ვისმე უშუერება ბუნებისა შეერაცხოს ღმრთისად განკუთნვაჲ, და ვითარ-იგი უმჯობეს არს, ქალწულად დაცვაჲ აღზრდილისა და ჰასაკად მოსრულისა ასულისა თჳსისაჲ, — რაჲცა უნდეს, იგიცა ყავნ. რამეთუ მე უმჯობესობაჲ მითქუამს ქალწულებისაჲ, ხოლო ორივე უცოდველ არს — კრძალულებით ქალწულებაჲცა და შჯულიერად ქორწინებაჲცა.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულისა თჳსისათჳს, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ უნდეს ყოფად, რაჲ უნდეს, ყავნ; არა ცოდა, აქორწინენ. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ იყოს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე დაამტკიცა გულსა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწული, კეთილად ყოს, რამეთუ, რომელმან აქორწინოს თჳსსა მას ქალწულსა, კეთილადვე ყოს, და რომელმან არა აქორწინოს, უმჯობეს ყოს. დედაკაცი კრულ არს, რავდენჟამ ცოცხალ იყოს ქმარი მისი. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს მისი თუ ქორწინებაჲ, გარნა უფლისა მიერ. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ, რამეთუ ვჰგონებ მე, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე (7,36-40).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე შვილი ესუას ქალწული და კაცობრივისა რაჲსმე საქმისათჳს და უძლურისა გონებისა თჳსისა სირცხჳლ იჩინოს ქალწულებით დამარხვაჲ, იყოს რაჲ სიჩჩოჲსა ჰასაკსა გარდასრულ და გინა თუ სხუათა ვიეთმე სათნოებისათჳს, ანუ თუ კაცობრივისა რაჲსმე საქმისა სირცხჳლ-იჩინოს მისი ქალწულებით დამარხვაჲ და ენებოს ქორწინებად მიცემაჲ, ნებაჲ მისი იყავნ; ქმენინ, რაჲს-იგი ინება, რამეთუ მაშინ, უკუეთუ მამამან შვილი თჳსი ქალწულად დაჰმარხოს, ყოველნი აბრალობდიან. და ამისთჳს თქუა: "უკუეთუ სარცხჳნელ უჩნდეს". უკუეთუ კულა მტკიცე ვინ იყოს გონებითა და დადვას გულსა თჳსსა ქალწულად დამარხვაჲ შვილისა თჳსისაჲ, იგი ფრიად კეთილად იქმსო და უმჯობესისა ყოვლით კერძო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის