მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:37

36. But if any man think that he behaveth himself uncomely toward his virgin, if she pass the flower of her age, and need so require, let him do what he will, he sinneth not: let them marry.37. Nevertheless he that standeth stedfast in his heart, having no necessity, but hath power over his own will, and hath so decreed in his heart that he will keep his virgin, doeth well.38. So then he that giveth her in marriage doeth well; but he that giveth her not in marriage doeth better.
1 Corinthians თავი 7
37. Nevertheless he that standeth stedfast in his heart, having no necessity, but hath power over his own will, and hath so decreed in his heart that he will keep his virgin, doeth well.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ, და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა, დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს (7,37).:

თარგმანი: რაჲ იყო პირველისა მის უშუერ საგონებელ ყოფაჲ? — ცხად არს, ვითარმედ —დაუმტკიცებლობაჲ გონებისაჲ, რომლითა ვერ გულპყრობილ იქმნა ქალწულებით აღთქუმად ასულისა თჳსისა, ამით შიშითა, ვითარმედ, ნუუკუე ვერ-დაცვითა თჳსისა ქალწულებისაჲთა ექმნეს ასული იგი სირცხჳლ მშობელთა თჳსთა. ამისთჳს აწ მოციქული მრავალსახედ აქებს მეორესა ამას, რამეთუ უწოდს მტკიცედ გულითა, და თჳნიერ ურვისა განმაჩინებელად თჳთმფლობელითა ნებითა ქმნილსა მას აღთქუმასა ასულისა თჳსისა ქალწულად დამარხვისასა. ვინაჲცა ამისისა ქებისაგან ცხად არს მისი ძაგებაჲ, რომელმან-იგი შიშითა ვერ-დაცვისაჲთა არა ყო აღთქუმაჲ ასულისა თჳსისა ქალწულებისაჲ, არამედ აქორწინა. ცხად არს, რამეთუ ვერ დადგრომითა გულისაჲთა მტკიცედ საქმესა შინა ღმრთისასა, ამისთჳს მტკიცესა ამას აწუევს მოციქული დამარხვად; არა თჳსისა ქალწულებისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თჳსისა , რომელ არს ასული მისი.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულისა თჳსისათჳს, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ უნდეს ყოფად, რაჲ უნდეს, ყავნ; არა ცოდა, აქორწინენ. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ იყოს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე დაამტკიცა გულსა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწული, კეთილად ყოს, რამეთუ, რომელმან აქორწინოს თჳსსა მას ქალწულსა, კეთილადვე ყოს, და რომელმან არა აქორწინოს, უმჯობეს ყოს. დედაკაცი კრულ არს, რავდენჟამ ცოცხალ იყოს ქმარი მისი. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს მისი თუ ქორწინებაჲ, გარნა უფლისა მიერ. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ, რამეთუ ვჰგონებ მე, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე (7,36-40).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე შვილი ესუას ქალწული და კაცობრივისა რაჲსმე საქმისათჳს და უძლურისა გონებისა თჳსისა სირცხჳლ იჩინოს ქალწულებით დამარხვაჲ, იყოს რაჲ სიჩჩოჲსა ჰასაკსა გარდასრულ და გინა თუ სხუათა ვიეთმე სათნოებისათჳს, ანუ თუ კაცობრივისა რაჲსმე საქმისა სირცხჳლ-იჩინოს მისი ქალწულებით დამარხვაჲ და ენებოს ქორწინებად მიცემაჲ, ნებაჲ მისი იყავნ; ქმენინ, რაჲს-იგი ინება, რამეთუ მაშინ, უკუეთუ მამამან შვილი თჳსი ქალწულად დაჰმარხოს, ყოველნი აბრალობდიან. და ამისთჳს თქუა: "უკუეთუ სარცხჳნელ უჩნდეს". უკუეთუ კულა მტკიცე ვინ იყოს გონებითა და დადვას გულსა თჳსსა ქალწულად დამარხვაჲ შვილისა თჳსისაჲ, იგი ფრიად კეთილად იქმსო და უმჯობესისა ყოვლით კერძო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის