თარგმანი: მაშინ აღივსების სიხარული მოძღუართაჲ, რაჟამს სწავლითა მათითა ცხოვნებულნი ზიარ იქმნნენ ღმრთისა, ხოლო აღთქუმაჲ ქრისტეს მიერ სმენილი ესე არს გამოცხადებაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, რომლისათჳს თჳთ თავადი ჴმობს: "მე ნათელი სოფლად მოვივლინე" (), და "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ" (), და კუალად თჳთ ესევე ღმრთისმეტყუელი იტყჳს: "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს" (), ესე იგი არს სიკუდილსა და საცთურსა შინა სოფლისასა, და ესევითარნი ბნელნი მას ვერ ერევიან, ვერცა დააბრყჳლებენ ნათელსა მისსა. ხოლო ოდეს გესმას ბნელი გარემოჲს მისსა დადებულად, ესე მიუწდომელობისათჳს მისისა გულისჴმა-ყავ.
1 John 1:5
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
ღმერთი ნათელ არს. ()
ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა().
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას...
...ჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“; არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმულ არს, არამედ არა ამისთჳს, რაჲთა შეზავებულებაჲ გულისხმა-ვყოთ მისთჳს და ორკეცობაჲ, არამედ რაჲთა მცირედ-მცირედ მივიწინეთ სიმაღლესა მას ღმრთისმეტყუელებისასა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“, და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან...