📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“;1 და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“,2 და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და კეთილად ქმნა ესე, რამეთუ პირველთქუმულნი იგი ყოველთა მიერ საცნაურ იყვნეს, და რამეთუ უზეშთაესთა საქმეთათჳს ეგულებოდა თქუმად და არა დაბადებულთათჳს, არამედ დამბადებელისათჳს ყოველთაჲსა. ამისთჳსცა მან ყოველი სიტყუაჲ თჳსი ხილულთათჳს ქმნა, რამეთუ არცა რაჲ უთქუამს მას ზეცისა ძალთათჳს, ხოლო ესე ვინაჲთგან თავადისა მის დამბადებელისა მიმართ აღვიდოდა, ამისთჳს სამართლად თანაწარჰჴდა მას ყოველსა და ყოველივე ერთითა სიტყჳთა გამოაჩინა, რომელ-იგი თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ მას ოდენ იტყჳს, რომელ მოსესცა უთქუამს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“ (1,3). ესე იგი არს, ვითარმედ დაბადებულთაგანი, გინა თუ უხილავი, გინა თუ ხილული, ყოველივე მის მიერ იქმნა, და არარაჲ თჳნიერ ძისა მოსრულ არს არსად, რამეთუ აქა ჯერ-არს განკუეთაჲ სიტყჳსაჲ ამას ზედა სიტყუასა, ვითარმედ: „რაოდენი-რაჲ იქმნა“, რაჲთა არღარა წარურთოთ იგი შემდგომსა მისსა სიტყუასა, არამედ აქა ვყოთ დასასრული სიტყჳსაჲ და მერმე კუალად ვიწყოთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: თჳნიერ მისა, რაოდენი-რაჲ იქმნა დაბადებულთაგანი, არარაჲ ქმნილ არს.
ჰხედავა, ვითარ ერთითა ამით სიტყჳთა ყოველივე მოასწავა? და რამეთუ თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, ამით ყოველნივე ხილულნი და უხილავნი მოასწავნა, ხოლო სული წმიდაჲ განყო. თქუა რაჲ, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, სულიცა სადამე წმიდაჲ მის მიერვე ქმნულ არს,
1 დაბ. 1,1. 2 დაბ. 1,3.
ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „რაოდენი-რაჲ იქმნა“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე დაბადებულთათჳს ვიტყჳ: „არცა ერთი რაჲ იქმნა თჳნიერ მისა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, ხოლო სული წმიდაჲ არა ქმნილთაგანი არს, არამედ შემოქმედი არს, ვითარცა ძჱვე, ხოლო მის მიერ იქმნა ყოველი, რაოდენი იქმნა, გინა თუ უხილავნი და უჴორცონი, ანუ თუ ცათა შინა მყოფნი. ჰხედავა სწავლასა ამას კეთილსა და უცთომელსა? რამეთუ თქუა დაბადებულთათჳს, რომელთათჳს ეთქუა მოსეს, მერმე მოიჴსენნა უხილავნიცა, ხოლო სული წმიდაჲ ყოვლისაგანვე განყო.
ეგრეთვე პავლე, ამის მადლისა მიერ აღვსებულმან, თქუა, ვი-თარმედ: „მის მიერ იქმნა ყოველი“;1 და რაჲთა ვერვინ შეჰრთოს მათ ყოველთა თანა სული წმიდაჲ, ამისთჳს შესძინა: „გინა თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი და ჴელმწიფებანი“.2 რამეთუ ესე ყოველი ამასვე სიტყუასა მოასწავებს, ვითარმედ: „ყოველი მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲმე იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. ხოლო რაჲთა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყოველი მის მიერ იქმნა“, არავინ თქუას, ვითარმედ სასწაულთათჳს იტყჳს და არა დამბადებელობისათჳს, რამეთუ სხუათა მახარებელთა თქუეს სასწაულთათჳს, შესძინა ქუემორე და თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“.3 გარნა აწ ამას ადგილსა თქუა რაჲ დამბადებელობისათჳს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“. რაჲთა არავინ ურწმუნო იქმნეს და თქუას: ვითარ იქმნა მის მიერ ესე ყოველი? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“. რამეთუ ვითარცა უფსკრულსა შინა რაზომიცა აღმოაჴუა, ვერარას დააკლებ უფსკრულსა მას, ეგრეთვე დამბადებელობაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ, - რაზომცა გრწმენეს მის მიერ დაბადებული და არსად მოსრული, არარაჲ დააკლდების. და უფროჲსად, რაჲთა უმახლობელჱსი სახჱ მოვიღო, რომელი მანცა იჴმარა, ამისთჳს ვთქუა ნათელი, რომელი ამანცა თქუა, ვითარმედ: „ნათელი იყო“. ვითარცა უკუე ნათელმან რაოდენნიცა ბევრეულნი განანათლნეს, არარაჲ დააკლდების მისსა ბრწყინვალებასა, ეგრჱთვე ღმერთი პირველ დაბადებისაცა და შემდგომად დაბადებისა ერთ არს, მოუკლებელ, და არცა რაჲ მოაკლდების, არცა რაჲ გამოეჴუების სავსებისაგან თჳსისა, არცა მოუძლურდების საქმედ და დაბადებად, არამედ დაღაცათუ ინებოს ბევრეულთა სხუათა ცათა და ქუეყანათა დაბადებად, ვითარნი ესენი არიან, ამას ყოველსა კმა არს ძალი მისი დაბადებად, და ამას ყოველსავე ზედა მოუკლებელადვე ჰგიეს; ხოლო არა თუ დაბადებად ოდენ მის ყოვლისა კმა არს მისი ძალი, არამედ
1 კოლ. 1,16. 2 კოლ. 1,16. 3 იოან. 1,10.
პყრობადცა და დაცვად უვნებელად, რამეთუ სახელი ესე ცხორებისაჲ, რომელი აქა არს, არა თუ დაბადებასა ოდენ მოასწავებს, არამედ განგებულებასა მასცა, რომლითა-იგი ჰგიეს, და სიტყუასა მასცა აღდგომისასა წინაგჳყოფს და საკჳრველთა ამათ სახარებათა იწყებს; რამეთუ რაჟამს ცხორებაჲ მოვიდა ჩუენდა, დაიჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, და ვინაჲთგან ნათელი გამოგჳბრწყინდა, ბნელი არღარა არს, არამედ ჰგიეს მარადის ცხორებაჲ ჩუენ შორის, და სიკუდილი ვერ შემძლებელ არს ძლევად მისა. და ამისთჳს რომელ-იგი მამისათჳს ითქუმის, ძისათჳსცა ითქუმის ჭეშმარიტებით, ვითარმედ: „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვჰგიეთ“;1 ვითარცა პავლეცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი, და ყოველივე მის მიერ ჰგიეს“.2 ამისთჳსცა ძირად და საფუძველად ეწოდების.
ხოლო რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“, ნუ ვი-თარცა ორთაგან საქმეთა შეერთებულსა გულისხმა-ჰყოფ ამას, რამეთუ ქუემორე მამისათჳსცა იტყჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“;3 არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“;4 და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“.5 ხოლო ესე ყოველი თქუმულ არს, არამედ არა ამისთჳს, რაჲთა შეზავებულებაჲ გულისხმა-ვყოთ მისთჳს და ორკეცობაჲ, არამედ რაჲთა მცირედ-მცირედ მივიწინეთ სიმაღლესა მას ღმრთისმეტყუელებისასა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“,6 იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“,7 და „მე ვარ ნა-თელი“.8 და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან ეგულებოდა ქრისტეს თქუმად, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს ჩემდა იგი“,9 ამისთჳს წინაჲთვე თქუა აქა მახარებელმან, ვითარმედ იგი არს ნათელი განმანათლებელი, რაჲთა უკუეთუ გესმეს მამისათჳსცა ესევითარი რაჲმე, არა სთქუა, თუ მამისაჲ ხოლო არს ესე, არამედ ძისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“.10 პირველად უკუე გუასწავა ჩუენ დამბადებელობისათჳს მისისა, და მერმე იტყჳს სულიერთა მათცა კეთილთა,
1 საქმე 17,28. 2 შდრ. კოლ. 1,16-17. 3 იოან. 5,26. 4 1 იოან. 1,5. 5 1ტიმ. 6,16. 6იოან. 5,26. 7 იოან. 14,6. 8 იოან. 8,12. 9 იოან. 6,44. 10 იოან. 16,15.
რომელნი მომცნა ჩუენ მოსლვითა მისითა; და ერთითა სიტყჳთა მოასწავა იგი მახარებელმან და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (1,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: ნათელ ჰურიათა, არამედ: ყოველთა კაცთა, რამეთუ წარმართნიცა მოვიდეს ამას გულისხმის-ყოფასა, და ყოველთაჲ ზოგადი არს და ზიარი ესე ნათელი. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ანგელოზთათჳსცა, ვითარმედ: ცხორებაჲ იგი იყო ნათელ ანგელოზთა და კაცთა, არამედ კაცთათჳს ოდენ თქუა? ამისთჳს, რამეთუ აწ ამისი სიტყუაჲ ამის ბუნებისათჳს არს და ამათა მოვიდა ხარებად კეთილისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს“ (1,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბნელად სიკუდილსაცა უწესს და საცთურსაცა, რამე-თუ ნათელი ესე ხილული არა ბნელსა შინა ჩანს, არამედ თჳნიერ ბნელისა ნათობს, ხოლო რაჟამს ბნელი მოიწიოს, დაბნელდის იგიცა, რამეთუ ქადაგებაჲ იგი ქრისტჱსი შორის საცთურისა ბნელსა გამობრწყინდა და იგი განაქარვა. და სიკუდილად რაჲ მოვიდა, თავადი იგიცა განაქარვა და ესრეთ სძლო, რომელ შეპყრობილნიცა მას შინა აღმოიყვანნა. და ვინაჲთგან ვერცა სიკუდილი მძლე ექმნა მას, ვერცა საცთური, არამედ ბრწყინავს ყოველსა ადგილსა ძალითა თჳსითა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ბნელი მას ვერ ეწია“ (1,5), რამეთუ არს უძლეველ და არა დაემკჳდრების სულთა შინა, რომელთა არა სწადოდის განათლებად.
სწავლაჲ ე ვითარმედ ცოდვაჲ ბნელ არს, და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს
ხოლო უკუეთუ არა ყოველნი განანათლნა, ნუ გიკჳრს ამისთჳს, რამეთუ არავის განანათლებს იძულებით, არამედ ჩუენითა ნებითა ჰნებავს განათლებაჲ ჩუენი ღმერთსა. ამისთჳს უკუე ნუ დაუჴშავ ამას ნათელსა კართა, და შემოვიდეს შენ შორის, რამეთუ მოვალს ნათელი სარწმუნოებისა მიერ, და გამო-რაჲ-ვიდეს მიერითგან, ბრწყინვალედ განანათლებს შემწყნარებელთა მისთა. და უკუეთუ უჩუენო მას ცხორებაჲ კეთილი, მერმე უკუნისამდე დაადგრეს შენ თანა. რამეთუ უფალი იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“.1
ვითარცა უკუე მზისა ბრწყინვალებისა ხილვად ვერ შემძლებელ ხარ, უკუეთუ არა აღიხილნე თუალნი, ეგრეთვე ამისცა ნათლისა ხილ-
1 შდრ. იოან. 14,23.
ვაჲ შეუძლებელ არს თჳნიერ ახილვისა თუალთა სულისათა. ვითარ უკუე იქმნების ახილვაჲ მათი? გარნა განწმედითა სულისაჲთა ვნებათა მწჳრისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ბნელ არს, და ბნელი ღრმაჲ, და საცნაურ არს ესე ფარულად და უცნაურად ქმნისა მისისათჳის, რამეთუ „ყოველი რომელი იქმოდის ბოროტსა, სძულს ნათელი და არა მოვალს ნათლად“,1 და „ფარულად ქმნულთაჲ ბოროტ არს თქუმაჲ“.2 და ვითარცა ბნელსა შინა ვერცა მტერსა ვინ იცნობს, ვერცა მეგობარსა, არამედ ყოველთავე უმეცარ არს, ეგრეთვე, რაჟამს იქმოდის ცოდვასა. რამეთუ ანგაჰრიცა არა ხედავს მეგობარსა ანუ მტერსა, და მოშურნე თჳსსაცა მტერად ჰხედავს, და ყოვლისა ცოდვისა მოქმედი არარაჲთა განყოფილ არს მთრვალ-თა გინა ცოფთა. და ვითარცა ბნელსა შინა შეშასა და პრპენსა და რკინასა და ოქროსა და ვეცხლსა და ქვასა პატიოსანსა, - ყოველსავე ერ-თად ვიცნობთ, რაჟამს განმყოფელი იგი მათი ნათელი არა არნ, ეგრეთვე რომელსა ცხორებაჲ შეგინებული აქუნდეს, არა იცის მან ქალწულებისა ნათელი, არცა სიბრძნისა სიკეთჱ. და ვითარცა ვთქუ, ბნელსა შინა და-ღაცათუ ქვანი პატიოსანნი იყვნენ, არავე ჩანან; არა თუ ბუნებაჲ მათი ესრეთ არს, არამედ მხედველნი იგი უცნაურ არიან. და არა ესე ოდენ ბოროტი არს ცოდვათა შინა მყოფთა ზედა, არამედ ესეცა, რომელ მარადის შიშსა შინა იყოფებიან, და ვითარცა რომელთამე ბნელსა შინა უკუნსა მავალთა ეშინის, დაღაცათუ არავინ იყოს, რომელიმცა აშინებდა, ეგრეთვე მოქმედნი ცოდვისანი უშიშებით ვერ არიან, არამედ ყოველთაგან ეშინის და ძრწიან და ყოველთა ეჭუენ, რამეთუ ამხილებს მათ ბუნებაჲ თჳსი, და ამისთჳს ყოვლით კერძო შიში გარემოადგს.
ვევლტოდით უკუე ესევითარსა ბოროტსა ცხორებასა, ძმანო, რამეთუ შემდგომად ამის ბოროტისა ცხორებისა სიკუდილი მოიწევის, სიკუდილი უკუდავი, უკუეთუ ესრეთ ვიყვნეთ, რამეთუ არა არს აღსასრული მერმეთა მათ სატანჯველთაჲ. და ამასცა უკუე ცხორებასა არარაჲთ განყოფილ არიან ცოფთაგან მეძიებელნი იგი ამაოთა საქმეთანი, რამე-თუ კრებენ სიმდიდრესა განქარვებადსა და იშუებენ შუებითა მავნებელითა და ვერ სცნობენ სიცოფესა მას, ვიდრე არა განეშორნენ მისგან. ამისთჳს ჯერ-არს განფრთხობაჲ,3 ვითარცა მოციქული პავლე ბრძანებს, რამეთუ რომელი მღჳძარე იყოს და ფრთხილ, დაღაცათუ შეპყრობილ იქმნეს ცოდვისა მიერ, არამედ არა სრულიად დაეცეს, ხოლო მძინარე და განცოფებული ვერ გულისხმა-ჰყოფს, ვითარ შეპყრობილ არნ მის მიერ. ნუმცა უკუე გუძინავს, რამეთუ არა ღამისაჲ არს ჟამი ესე, არამედ დღისაჲ, და „ვითარცა დღისი, ხატად შუენიერად ვიდოდით“.4 რამეთუ არარაჲ არს უუშუერჱს ცოდვისა. გულისხმა-ყავ ნუ სულიერსა ოდენ, არამედ
1 იოან. 3,20. 2 შდრ. ეფეს. 5,12. 3 შდრ. 1 თეს. 5,6,8. 4 რომ. 13,13.
ჴორციელიცა, ვითარ რაჟამს-იგი ცოდვასა რასმე ზედა შეპყრობილი მიიყვანებინ საშჯელად წინაშე მთავართასა, ვითარ უშუერ არნ და სირცხჳლეულ, და ცრუდ ფიცავნ და ტყუვინ, და უშუერ არნ.
ხოლო ჩუენ სამოსლისა გარემოქცევით შთაცუმაჲ სირცხჳლ-გჳჩნნ, და უკუეთუ სხუაჲცა ვნახოთ ესრეთ, ვსძაგებთ, ვითარცა უგუნურსა, და ცოდვასა ზედა ყოფასა შინა არა სირცხჳლეულ ვართ. მითხარღა, რაჲ არს უსაძაგელჱს მამაკაცისა მეძვისადა დედაკაცისა მიმართ შესლვასა, ანუ რაჲ არს უსაკიცხელჱს მოშურნისა და ძჳრისმეტყუელისა? ხოლო რაჲ არს ესე საქმჱ, რომელ შიშულად სლვაჲ სარცხჳნელად გუაქუს, ვიდრეღა ესევითარნი საქმენი? რამეთუ შიშულობასა არავინ სადა იქმს ნებსით. ყოველი, რომელი არანებსით იყოს, არა ესრეთ სირცხჳლ არს. ხოლო ცოდვასა ყოველი კაცი, რომელიცა იქმოდის, ნებსით იქმს, რომელი-იგი უძჳრჱს არს და უსაძაგელჱს. და უკუეთუმცა ვინ შევიდა კრებულსა შინა ანგელოზთასა, მაშინმცა გულისხმა-ყო ცოდვისა საძაგელებაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზთა კრებულსა? რამეთუ სამეუფოთაცა შინა პალატთა უკუეთუ ვინ შეიყვანოს მეძავი, ანუ დაითრვებოდის ღჳნითა, ანუ სხუასა რასმე ესრეთ ბოროტსა იქმოდის, უკუანაჲსკნელითა საშჯელითა დაისაჯების; ხოლო უკუეთუ სამეუფოთა პალატთა შინა საძაგელ არს ესევითარი, რაჲ-მე ყოფად არს წინაშე ყოველთა მეუფისა? არა უკუანაჲსკნელითა საშჯელითა ვისაჯნეთა, უკუეთუ ესევითარი რაჲმე ვიკადროთ? ამისთჳს გევედრები, ვაჩუენოთ სიწმიდჱ ცხორებასა შინა ჩუენსა, რამეთუ გუაქუს მეუფჱ, რომელი ყოველსავე ჰხედავს, და არარაჲ დაეფარვის. მოვიზიდოთ უკუე ნათელი მისი ჩუენ ზედა, რაჲთა უკუნისამდე განგუანა-თლებდეს ჩუენ, და მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.