მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 John 2:1

1. My little children, these things write I unto you, that ye sin not. And if any man sin, we have an advocate with the Father, Jesus Christ the righteous:2. And he is the propitiation for our sins: and not for ours only, but also for the sins of the whole world.
1 John თავი 2
1. My little children, these things write I unto you, that ye sin not. And if any man sin, we have an advocate with the Father, Jesus Christ the righteous:
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ, და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ — ქრისტე იესუ მართალი, და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ (2,1-2).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ბუნებით შეცვალებულ ხართ ნათლისღებისა მიერ, რაჲთამცა, გინდა თუ არა, ვერ შემძლებელ იყვენით ქმნად ცოდვისა, არამედ ნათლისღებაჲ პირველ გარდასრულთა ბრალთასა მოგცემს მადლით მოტევებასა და წინამდებარეთა ჟამთათჳს — ძალსა და შეწევნასა, დაცვად ბოროტისაგან და ქმნად კეთილისა. არამედ ესე ჩუენი საქმე არს, რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ განკრძალულებით ცვად თავთა ჩუენთა ყოვლისაგან ცოდვისა, რაჲთა შეუმწინკულებელად ეგოს ჩუენ შორის მადლი ნათლისღებისაჲ. ხოლო უკუეთუ ვცოდოთ რომლითაცა მიზეზითა, მეორე ესე არს გზაჲ, რაჲთა არავე წარვიკეთოთ სასოებაჲ მოქცევისა და სინანულისაჲ, რამეთუ არს ჩუენდა მლხინებელ მამისა მიმართ — მხოლოჲ იგი უცოდველი და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ამისთჳს მზა-მცა ვართ მოქცევად მისსა და სინანულად ბრალთა ჩუენთა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:

...(1 იოან. 1,9) იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ“.

ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს, იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედჟამ ყოფადნო.

სრულად ნახვა