მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 John 4:9

8. He that loveth not knoweth not God; for God is love.9. In this was manifested the love of God toward us, because that God sent his only begotten Son into the world, that we might live through him.10. Herein is love, not that we loved God, but that he loved us, and sent his Son to be the propitiation for our sins.
1 John თავი 4
9. In this was manifested the love of God toward us, because that God sent his only begotten Son into the world, that we might live through him.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამით განცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდშობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ. და ესე არს სიყუარული; არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა (4,9-10).:

თარგმანი: ამის ქველის-მოქმედებისა მარადის ჴსენებაჲ გჳღირს, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ მან პირველად შემიყუარნა. და ესე იყო საზღვარი გარდამატებულისა სიყუარულისაჲ, ვითარ მხოლოდშობილსა თჳსსა არა ჰრიდა სიკუდიდ მიცემად ჩუენთჳს, ეგრეთვე ჩუენ ნუ პირველად მოყუასთაგან ვეძიებთ ჩუენებასა სიყუარულისასა. არამედ ჩუენ პირველად შევიყუარნეთ ძმანი ჩუენნი; არა ვითარმცა ნაცვალსა გარდავიჴდიდით მათისა სიყუარულისასა, არამედ ვითარმცა შჯულსა აღვასრულებდით სამეუფოსა ურთიერთას დაცვითა საღმრთოჲსა მის შვილებისა და ძმობისა და ძალისაებრ მსგავსებისასაცა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა ჩუენისა, ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა და ყოვლისავე ჩუენთჳს განმგებელისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის