მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 1:17

16. Because it is written, Be ye holy; for I am holy.17. And if ye call on the Father, who without respect of persons judgeth according to every man's work, pass the time of your sojourning here in fear:18. Forasmuch as ye know that ye were not redeemed with corruptible things, as silver and gold, from your vain conversation received by tradition from your fathers;
1 Peter თავი 1
17. And if ye call on the Father, who without respect of persons judgeth according to every man's work, pass the time of your sojourning here in fear:
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სასოებისათჳს და სიწმიდისა თანა-ნადებისა შვილებისა მისთჳს და კრძალულებით ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალუხუავად მსაჯული არს თითოეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით (1,17).:

თარგმანი: ვინაჲთგან მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, ვითარ გულისჴმა-ვყოთ წინა-მდებარე ესე სიტყუაჲ? რამეთუ უკუეთუ მამისათჳს იტყჳს თუალ-უხუავად შჯასა, ვითარ შჯის, რომელი-იგი არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა; და უკუეთუ მე არს აწ თქუმული ესე მსაჯული, ვითარ მამად სახელ-იდების? —ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ უკუეთუ ერთი ღმრთეებაჲ მამისა და ძისაჲ ერთ-ჰყოფს შჯასა მას ძისასა მისდად და მამისად, მამაჲ არს მსაჯული ესე აწ თქუმული, რამეთუ ღმრთეებით ყოველივე საქმე მათი ერთ არს ერთობისათჳს ბუნებისა და ღმრთეებისა. ხოლო ესე სახელნი უცვალებელ არიან გუამთა ზედა და არა სახელ-ედების მამასა ძე, გინა სულ; არცა ძესა — მამა გინა სულ; არცა სულსა — მამა ანუ ძე. ხოლო უკუეთუ ძისათჳს განჴორციელებულისა გულისჴმა-ჰყოფდე თჳსაგან, აწ თქუმულსა ამას მამით ხდასა თუალ-უხუავად მსაჯულისასა, არცა ეგრეთ დაგაყენებს შენ სიტყუაჲ, რამეთუ რომელნი-იგი მადლით შვნა, რაჟამს მისცა მათ სულისაგან თჳსისა, ამათ მრავალ-გზის ეტყჳს ესრეთ, და მოწაფეთა სახელ-სდებს, ვითარმედ: შვილნო; და სხუასა ჰრქუა: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი; და სხუასა: ნუ გეშინინ, ასულო,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის