📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლისა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა, ვითარცა შვილნი მორჩილებისანი (1,13).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა უხუებაჲ მადლთა და ნიჭთა ღმრთისა მიერთაჲ, აწ განაკრძალებს მიმღებელთა ნიჭისათა, რაჲთა მტკიცე ყონ სარწმუნოებაჲ გონებათა მათთაჲ სიფრთხილით მუშაკობითა საქმეთა წინა-განმამზადებელთაჲთა, რაჲთა არარაჲ აკლდეს ღირსი სამოსელი საქორწინე და რაჲთა ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა შეიკრძალონ უცვალებელი სასოებაჲ საღმრთოჲსა მადლისაჲ, რომელი მიენიჭოს მათ მაშინ, რაჟამს იყვნენ შვილ მორჩილებისა, მიმღებელ სიმდიდრეთა მამულთა, დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესსა.
მოციქულისაჲ: და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულისთქუმათა, არამედ მწოდებელისა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე მას შინა სლვასა თქუენსა, რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ (1,14-16).
თარგმანი: ესე არს თანა-ხატ-ქმნაჲ, რაჟამს ჩუეულებაჲ მიიზიდვიდეს კაცთა პირველთა მათ უმეცრებისა გულისთქუმათა-რასმე-განსა მსგავსებად საქმით ანუ გულის-სიტყჳთ, რომლისა მბრძოლ განმჴდელ არს, რაჟამს ესე დაიდვას კაცმან გონებასა, ვითარმედ ღმრთივ-წოდებულ არს, და ესმის მისგან ლევიტელთა წიგნსა შინა სიტყუაჲ მათდა მიმართ, რომელნი მიეახლებოდიან მას, ვითარმედ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.
მოციქულისაჲ: და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალუხუავად მსაჯული არს თითოეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით (1,17).
თარგმანი: ვინაჲთგან მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, ვითარ გულისჴმა-ვყოთ წინა-მდებარე ესე სიტყუაჲ? რამეთუ უკუეთუ მამისათჳს იტყჳს თუალ-უხუავად შჯასა, ვითარ შჯის, რომელი-იგი არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა; და უკუეთუ მე არს აწ თქუმული ესე მსაჯული, ვითარ მამად სახელ-იდების? —ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ უკუეთუ ერთი ღმრთეებაჲ მამისა და ძისაჲ ერთ-ჰყოფს შჯასა მას ძისასა მისდად და მამისად, მამაჲ არს მსაჯული ესე აწ თქუმული, რამეთუ ღმრთეებით ყოველივე საქმე მათი ერთ არს ერთობისათჳს ბუნებისა და ღმრთეებისა. ხოლო ესე სახელნი უცვალებელ არიან გუამთა ზედა და არა სახელ-ედების მამასა ძე, გინა სულ; არცა ძესა — მამა გინა სულ; არცა სულსა — მამა ანუ ძე. ხოლო უკუეთუ ძისათჳს განჴორციელებულისა გულისჴმა-ჰყოფდე თჳსაგან, აწ თქუმულსა ამას მამით ხდასა თუალ-უხუავად მსაჯულისასა, არცა ეგრეთ დაგაყენებს შენ სიტყუაჲ, რამეთუ რომელნი-იგი მადლით შვნა, რაჟამს მისცა მათ სულისაგან თჳსისა, ამათ მრავალ-გზის ეტყჳს ესრეთ, და მოწაფეთა სახელ-სდებს, ვითარმედ: შვილნო; და სხუასა ჰრქუა: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი; და სხუასა: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ხოლო მწირობისა ჟამ არს ყოველივე ესე საწუთროჲ, მკჳდრობასა თანა საუკუნოჲსა ცხორებისასა. ამისთჳს გჳჴმს, ვიდრეღა მწირობასა შინა ვიყვნეთ, რაჲთა გუაქუნდეს შიში და ზრუნვაჲ, თუ ვითარ მივემთხჳნეთ მკჳდრობასა საუკუნოჲსა ცხორებისასა.
მოციქულისაჲ: უწოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულის სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა, წინაჲსწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს, რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ (1,18-21).
თარგმანი: იხილე ვითარ ყოვლით კერმთ განაკრძალებს მორწმუნეთა სიწმდისათჳს; პირველად წერილთა მიერ შემოღებითა სიტყჳსა საწამებელისაჲთა, და მეორედ მამად წოდებითა ღმრთისაჲთა, და მოჴსენებითა შვილებისა პატივისაჲთა, და აწ მესამედ შორის-შემოღებითა პატიოსნისა მის სასყიდლისა ქრისტეს სისხლისაჲთა. რამეთუ პირველ დაბადებულნი ღმრთისანი ცოდვისა მიერ მივესყიდენით ეშმაკსა, რომლისაგან მომიყიდნა მაცხოვარმან სისხლთა თჳსთა დათხევითა ჩუენთჳს. ამისთჳს კუალად საკრძალავ არს, რაჲთა პირველ დაბადებულნი და კუალად მეორედ მოსყიდულნი მეუფისა ჩუენისა ქრისტესგან, არღარა კუალად მივეყიდნეთ ეშმაკსა და უძჳრესად დავისაჯნეთ, ვითარცა უჴმარმყოველნი ქრისტეს ჩუენთჳს თავს-დებულთა ვნებათანი. ხოლო შენ იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, ვითარ პირველ საუკუნეთა ძედ და აღსასრულსა ჟამთასა ჩუენთჳს ჴორცშესხმულად ქადაგებს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, და სიკუდილსა მისსა მყის ზედა-დაჰრთავს აღდგომასა მისსა. გარნა შენ ნუ გიკჳრს, ვითარ აქა მამისა მიერ იტყჳს აღდგინებასა და დიდებასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ძისა მიერ ცხორებაჲ სოფლისაჲ. არამედ სხუასა ადგილსა თჳთ თავადი იტყჳს სულისა თჳსისათჳს: ჴელ-მეწიფების დადებად მისსა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისსა; ხოლო ჴორცთა თჳსთათჳს: დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე.
მოციქულისაჲ: რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და სასოებაჲ იყოს ღმრთისა მიმართ (1.21).
თარგმანი: რომელი-იგი იქრა პირმშო მკუდართა, მან მომცა აღდგომითა თჳსითა მალი სარწმუნოებისაჲ, რაჲთა ვესვიდეთ აღდგომასა და ცხორებასა საუკუნესა.
მოციქულისაჲ: სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა სულითა (1,22).
თარგმანი: ზემო თქუა განწმედაჲ ჴორცთაჲ, ხოლო აწ ჴორცთა თანა სულისაცა განწმედად გუაწუევს მორჩილებითა ჭეშმარიტებისა შჯულთაჲთა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულისაჲ: ძმათმოყუარებისათჳს შეუორგულებელ იყვენით, გულითა წმიდითა ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად (1,22).
თარგმანი: მარადის სამოციქულოთა წიგნთა შინა ძმათმოყუარებაჲ და სიყუარული თჳსად-თჳსად იძიებიან, რომლითა ცხად არს, ვითარმედ ძმათმოყუარებითა მორწმუნეთა ხოლო სიყუარულითა ზოგად ყოველთა კაცთა — ურწმუნოთა და მორწმუნეთა სიყუარულსა გუასწავებენ ჩუენ.
მოციქულისაჲ: მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, — სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე. რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს, და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ — ვითარცა ყუავილი თივისაჲ. განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა. ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე (1,23-25).
თარგმანი: ძალსა საღმრთოთა სიტყუათასა უწოდს მეორედ მშობელად ჩუენდა, რომელთათჳს უფალი წამებს, ვითარმედ: ცანი და ქუეყანაჲ წარჴლენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ, ხოლო კაცობრივისა ბედნიერობისა წარმავალობასა ესაიაჲს მიერითა სიტყჳთა კეთილად გჳჩუენებს, რაჲთა ყოვლითურთ შემშჭუალოს გონებაჲ ჩუენი სურვილით ძიებად კეთილთა მათ, რომელნი საუკუნოდ წარუვალ არიან.