მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 1:19

18. Forasmuch as ye know that ye were not redeemed with corruptible things, as silver and gold, from your vain conversation received by tradition from your fathers;19. But with the precious blood of Christ, as of a lamb without blemish and without spot:20. Who verily was foreordained before the foundation of the world, but was manifest in these last times for you,
1 Peter თავი 1
19. But with the precious blood of Christ, as of a lamb without blemish and without spot:
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სასოებისათჳს და სიწმიდისა თანა-ნადებისა შვილებისა მისთჳს და კრძალულებით ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულის სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა, წინაჲსწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს, რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ (1,18-21).:

თარგმანი: იხილე ვითარ ყოვლით კერმთ განაკრძალებს მორწმუნეთა სიწმდისათჳს; პირველად წერილთა მიერ შემოღებითა სიტყჳსა საწამებელისაჲთა, და მეორედ მამად წოდებითა ღმრთისაჲთა, და მოჴსენებითა შვილებისა პატივისაჲთა, და აწ მესამედ შორის-შემოღებითა პატიოსნისა მის სასყიდლისა ქრისტეს სისხლისაჲთა. რამეთუ პირველ დაბადებულნი ღმრთისანი ცოდვისა მიერ მივესყიდენით ეშმაკსა, რომლისაგან მომიყიდნა მაცხოვარმან სისხლთა თჳსთა დათხევითა ჩუენთჳს. ამისთჳს კუალად საკრძალავ არს, რაჲთა პირველ დაბადებულნი და კუალად მეორედ მოსყიდულნი მეუფისა ჩუენისა ქრისტესგან, არღარა კუალად მივეყიდნეთ ეშმაკსა და უძჳრესად დავისაჯნეთ, ვითარცა უჴმარმყოველნი ქრისტეს ჩუენთჳს თავს-დებულთა ვნებათანი. ხოლო შენ იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, ვითარ პირველ საუკუნეთა ძედ და აღსასრულსა ჟამთასა ჩუენთჳს ჴორცშესხმულად ქადაგებს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, და სიკუდილსა მისსა მყის ზედა-დაჰრთავს აღდგომასა მისსა. გარნა შენ ნუ გიკჳრს, ვითარ აქა მამისა მიერ იტყჳს აღდგინებასა და დიდებასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ძისა მიერ ცხორებაჲ სოფლისაჲ. არამედ სხუასა ადგილსა თჳთ თავადი იტყჳს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის