მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 2:16

15. For so is the will of God, that with well doing ye may put to silence the ignorance of foolish men:16. As free, and not using your liberty for a cloke of maliciousness, but as the servants of God.17. Honour all men. Love the brotherhood. Fear God. Honour the king.
1 Peter თავი 2
16. As free, and not using your liberty for a cloke of maliciousness, but as the servants of God.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუს უკეთურებისა აზნაურებაჲ ეგე. არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი, ყოველთა პატივ-სცემდით. ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით (2,16-17).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ნუ მიზეზ-იდგამთ უკეთურებისა თქუენისა აზნაურებასა მაგას ქრისტეს მიერსა; ვითარმცა ამისთჳს ურჩ და უშიშ იყვენით, რამეთუ ქრისტემან განგააზნაურნა. არამედ, ვითარცა ჭეშმარიტებით აზნაურ და თავისუფალ ქმნილნი სიბოროტისაგან, ამით უფროჲს მორჩილ იყვენით ყოველთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ აზნაურ-მყოფელისა მის თქუენისა ქრისტესი, რაჲთა ყოველთა მიმართ მორჩილებით და სიყუარულით და მშჳდობით იქცეოდით მორწმუნენი მისნი, და არცა ერთსა რას ვის დააკლებდეთ შემსგავსებულსა შიშსა და პატივის-ცემასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის