მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 2:7

6. Wherefore also it is contained in the scripture, Behold, I lay in Sion a chief corner stone, elect, precious: and he that believeth on him shall not be confounded.7. Unto you therefore which believe he is precious: but unto them which be disobedient, the stone which the builders disallowed, the same is made the head of the corner,8. And a stone of stumbling, and a rock of offence, even to them which stumble at the word, being disobedient: whereunto also they were appointed.
1 Peter თავი 2
7. Unto you therefore which believe he is precious: but unto them which be disobedient, the stone which the builders disallowed, the same is made the head of the corner,
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა პატიოსანსა, და რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს. თქუენდა უკუე არს პატივი მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა. ესე იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების, რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს (2,6-8).:

თარგმანი: ვითარცა-იგი ნათელ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი, არამედ შჯის სოფელსა და განანათლებს წარმართთა სიბრმესა მორწმუნეობისათჳს, ხოლო დააბრმობს ჰურიათა მხედველობასა ურწმუნოებისათჳს. ეგრეთვე, სიტყჳსაებრ ესაიაჲსსა, ლოდ საკიდურ რჩეულ და პატიოსან ექმნების მათ, რომელთა განეკუთნვის პატივი მისსა მიმართ სარწმუნოებისათჳს, და არა არცხუენს, რომელთა ჰრწმენეს მისი; ხოლო, სიტყჳსაებრ დავითისსა, ურჩთა და ურწმუნოთა, ვითარცა კლდე საცთურებისაჲ, შეაცთუნებს, და ვითარცა ლოდი დაკუეთებისაჲ, დააკუეთებს და შეჰმუსრავს, რომელნი-იგი ეკუეთებოდინ მას ურწმუნოებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი ორთა კიდეთა შორიელთა - ძუელისა და ახლისა შჯულისათაჲ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...ლეს იპოვების.

არამედ მოვიყვანოთ გონებაჲ თჳსავე სადგურად და ვისმინოთ ამისვე საღმრთოჲსა მახარებელისაჲ, რამეთუ პირველადვე მოგჳთხრობს მიუწდომელსა მას და უსაზღვროსა არსებასა და კუალად ღაღადებს უცნაურსა მას საიდუმლოსა და მიზეზსა ჴსნისა ჩუენისასა, სავსესა ყოვლითა საშინელებითა, და იტყჳს: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“.

ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი პირველითგან იყო უშობელისა თანა მშობელისა და აღსასრულსა საუკუნეთასა კაცთა მსგავსებასა მოდგამ იქმნა, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ დიდებაჲ მისი, „დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“, და სავსებისაგან ღმრთეებისა მისისა მოვიღოთ მადლი მადლისა წილ, რომელ არს შჯული შჯულისა წილ.

რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ...

სრულად ნახვა