მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 3:16

15. But sanctify the Lord God in your hearts: and be ready always to give an answer to every man that asketh you a reason of the hope that is in you with meekness and fear:16. Having a good conscience; that, whereas they speak evil of you, as of evildoers, they may be ashamed that falsely accuse your good conversation in Christ.17. For it is better, if the will of God be so, that ye suffer for well doing, than for evil doing.
1 Peter თავი 3
16. Having a good conscience; that, whereas they speak evil of you, as of evildoers, they may be ashamed that falsely accuse your good conversation in Christ.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით. გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრისმოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა (3,15-16).:

თარგმანი: საძიებელ არს, ვითარ უფალი ბრძანებს: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ მიუგოთ; ხოლო მოციქული იტყჳს: მზა იყვენით მარადის სიტყჳს-გებად. არამედ ცხად არს, ვითარმედ უფალი წამებად წარდგინებულთა უბრძანებს, რაჲთა, რაჟამს გონებაჲ მჴნე და ახოვან იყოს ღუაწლთა მიმართ, სიტყუათა უსწავლელობისათჳს არა დაეყენნენ მოსწრაფედ შეკადრებად, რამეთუ სული წმიდაჲ მისცემს მათ ჟამიერსა სიტყუასა აღსაარებისასა. ხოლო რომელნი ეკლესიათა შინა იყვნენ მორწმუნენი, მათ ყოველსავე ჟამსა უჴმს მზა ყოფაჲ კეთილად სწავლულებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, რაჲთა კმა იყვნენ წურთილებისაგან წმიდათა წერილთაჲსა მიცემად სიტყჳსა მკითხველთა მათ მიმართ ძალსა და სასოებასა ჩუენ შორის მყოფისა ამის სარწმუნოებისასა, რომლითა მოველით აღდგომასა და საუკუნოდ ცხორებასა. ხოლო სიტყჳს-გებაჲ იგი ნუმცა არს ჴდომით და შფოთით, არამედ სიმშჳდით და შიშით, ვითარმცა წინაშე ღმრთისა იტყოდა საღმრთოთა მათ სიტყუათა, ქონებითა გონებისა კეთილისაჲთა, რაჲთა არცხჳნოს ძჳრის მზრახვალთა და ბოროტის მნებებელთა თჳსთა წადიერად სურვილით ძიებითა მოქცევისა და ცხორებისა მათისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის