მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Thessalonians 4:5

4. That every one of you should know how to possess his vessel in sanctification and honour;5. Not in the lust of concupiscence, even as the Gentiles which know not God:6. That no man go beyond and defraud his brother in any matter: because that the Lord is the avenger of all such, as we also have forewarned you and testified.
1 Thessalonians თავი 4
5. Not in the lust of concupiscence, even as the Gentiles which know not God:
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ ().

1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება

როდესაც გადაუდებელ და ხელთ არსებულ საკითხებზე შეჩერდება და შემდეგ უკვე იმ მუდმივ საკითხებზე გადასვლას აპირებს, რომელთა მოსმენაც განუწყვეტლივ საჭიროა, წინ ამ სიტყვას აყენებს: „ამიერითგან“ (), ანუ: მარადის და განუწყვეტლივ „გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ“ (). საოცარია! ამბობს, რომ თავის თავს შეგონებისთვისაც კი სარწმუნოდ არ მიიჩნევს; თუმცა ვინ იყო ასე სარწმუნო? არამედ ქრისტეს იხმობს თანამოწმედ. <span...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...აცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა“** (). და ამით არ დაკმაყოფილდა, არამედ დაუმატა: „ვითარცა-იგი სხუანი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი“ ()8. რადგან სწორედ ასეთი სიტყვა განსაკუთრებით ემწარება ხოლმე ძლიერ დაცემულებსაც. თუ იუდეველებს ეს ბრალდებათ, ჩვენ რა შენდობას მივიღებთ, რა გამართლებას ვიპოვით, ჩვენ, ვინც ამოდენა მადლის, გამოუთქმელი პატივისა და უკვდავი სასოების შემდეგ იმავე ცდომილებაში ვვარდებით, რომელშიც ისინი? რადგან ახლაც მრავალია ამ სნეულებით შეპყრობილი და საკუთარ ცხოვრებას რყვნის: ისინი მისნობათა უგუნურებას ეძლევიან, ღმერთსაც აწყენინებენ, ზედმეტ მწუხარებებსაც იმკიან და სათნოებისათვის გასაწევ შრომებში სუსტდებიან. რადგან ეშმაკი ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა, უგუნურთათვის ეს დაეჯერებინა: თითქოს სათნოებისაც და ბოროტე...

სრულად ნახვა