მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Thessalonians 5:9

8. But let us, who are of the day, be sober, putting on the breastplate of faith and love; and for an helmet, the hope of salvation.9. For God hath not appointed us to wrath, but to obtain salvation by our Lord Jesus Christ,10. Who died for us, that, whether we wake or sleep, we should live together with him.
1 Thessalonians თავი 5
9. For God hath not appointed us to wrath, but to obtain salvation by our Lord Jesus Christ,
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი:

...უკვე თავადვე ამზადებს ამ საჭურველს და აჩვენებს, თუ საიდან იშობა რწმენა, სასოება და სიყვარული, და როგორ ხდება ეს საჭურველი უფრო ძლიერი. ამას დასძენს და ამბობს: „რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რომელი მოკუდა ჩუენთჳს“ ().

4. ქრისტეში სასოება და ბოროტებისაგან სიფრთხილე

ამრიგად, დასაღუპად კი არ მოგვიწოდა, არამედ საცხოვნებლად. და საიდან ჩანს, რომ სწორედ ეს ნებავს? „თავისი ძე გასცა ჩვენთვის“, — ამბობს; იმდენად სურს ჩვენი ცხონება, რომ თავისი ძე გასცა, და არა უბრალოდ გასცა, არამედ სიკვდილს გადასცა. სწორედ ამგვარი განსჯისაგან იშვება სასოება. ნუ წარიკვეთ სასოებას, ადამიანო, ღმერთთან მიმავალი, რომელმაც შენ გამო ძეც კი არ დაიშურა; ნუ შეუდრკები აწინდელ გასაჭირს. მან, ვინც მხოლოდშობილი გაიღო, რათა შენ გიხსნას და გეჰენიას გამოგტაცოს, რაღას დაიშურებს ამის შემდეგ შენი ცხონებისათვის?...

სრულად ნახვა