...ისი მადლიერი, თითქოს მე ერთი ვიყო მისგან შეყვარებული. „და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს". მაშ, ნუთუ მხოლოდ შენთვის ჯვარს ეცვა? ხომ არ თქვა თავადვე: „მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" ()? და შენ თავად ხომ არ თქვი, რომ მან თავი მისცა ჩვენ ყველასთვის ()? სწორედ ასეა, ამბობს; ამის თქმით, საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ჩემს სიყვარულს ვაკმაყოფილებ. მაგრამ შეხედე, კიდევ რას გვასწავლის თავისი სიტყვებით. ზემოთ მან თქვა, რომ მამამ „ჩუენ ყოველთათჳს მისცა" თავისი ძე; აქ კი ამბობს: ძემ „მისცა თავი თჳსი". იქ ასე თქვა, რომ ეჩვენებინა მამისა და ძის თანასწორმოაზრეობა და თანაპატივიერება, და მიანიშნა განგებულებაზე, რის გამოც სხვა ადგილასაც ამბობს: „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა" (), — ყველა ასეთ ადგილას განგებულებას ქადაგებს. ხოლო აქ გამოთქმა „თავი მისცა" იმისთვის გამოიყენა, რომ ეჩვენებინა: ძე ვნებას ნებაყოფლობით, და არა იძულებით, მიიღებდა; ჯვარი თავისი სურვილით ითმინა და მთელი კაცობრიობის ცხონების განგებულების ნდომით. მაშ, შეგვიძლია კი ჩვენ თანაზომიერი სიყვარული გამოვავლინოთ იმის მიმართ, ვ...
1 Timothy 2:6
5. For there is one God, and one mediator between God and men, the man Christ Jesus;6. Who gave himself a ransom for all, to be testified in due time.7. Whereunto I am ordained a preacher, and an apostle, (I speak the truth in Christ, and lie not;) a teacher of the Gentiles in faith and verity.
1 Timothy თავი 2