მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Timothy 3:1

1. This is a true saying, If a man desire the office of a bishop, he desireth a good work.2. A bishop then must be blameless, the husband of one wife, vigilant, sober, of good behaviour, given to hospitality, apt to teach;
1 Timothy თავი 3
1. This is a true saying, If a man desire the office of a bishop, he desireth a good work.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().

1. ეპისკოპოსობის სურვილი და წინამძღოლის ღირსება

როდესაც ეპისკოპოსობის შესახებ სიტყვაზე გადასვლას აპირებს, ერთბაშად აჩვენებს, როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი; ამას იგი არა ტიმოთესადმი ცალკე შეგონების რიგით აკეთებს, არამედ ისე, თითქოს ყველას ესაუბრება და ტიმოთეს მეშვეობით ყველას აწესრიგებს. და რას ამბობს? „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს“ (), ამბობს, არ ვკიცხავ; რამეთუ ეს წინამძღოლობის საქმეა. თუ ვინმეს ისეთი მისწრაფება აქვს, რომ მხოლოდ მთავრობასა და ხელმწიფებას კი არ ეტრფის, არამედ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. შვილთა სათნოებით აღზრდა და მშობელთა საზღაური:

...ვენ. ამით ისინი მცირე საზღაურს კი არ მიიღებენ, არამედ მეტად დიდს, რადგან ქრისტესთვის მოღვაწეები აღზარდეს. ხოლო სიწმიდეს სწორ ცხოვრებას უწოდებს, კდემულებას კი — წესიერებას.

„სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (). ეს ზემოთქმულს ეხება და არა სიტყვებს: „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ (). რადგან ეს საეჭვო იყო, ამიტომ ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ მამებიც შეძლებენ შვილთა სათნოებით სარგებლობას და დედებიც, როცა მათ კარგად აღზრდიან. მაშ რა, თუ თავად დედა ბოროტია და უთვალავი ბოროტებით სავსე? ნუთუ შვილთა აღზრდის გამო სარგებელს მიიღებს? განა უფრო მოსალოდნელი არ არის, რომ მათაც თავის მსგავსად აღზრდის? ამას სათნო დედაკაცზე ამბობს და არა ნებისმიერ ქალზე: ის ამისთვისაც დიდ საზღაურსა და...

სრულად ნახვა