მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Timothy 5:2

1. Rebuke not an elder, but intreat him as a father; and the younger men as brethren;2. The elder women as mothers; the younger as sisters, with all purity.3. Honour widows that are widows indeed.
1 Timothy თავი 5
2. The elder women as mothers; the younger as sisters, with all purity.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().

1. მოძღვრის ხელმწიფება და წერილთა შესწავლა

საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რისი სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და პირიქით, თუ იმაზე ასწავლი, რაზეც ბრძანება გვმართებს, იმავესვე დაითმენ. რას ვგულისხმობ? ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, კაცმა იუდეველობას რომ არ უნდა მიჰყვეს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი...

სრულად ნახვა
შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

...ებული იყო, რომ სიჭაბუკე მას არაფერში აბრკოლებდა. ამიტომაც წერს და ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (). და კვლავ, უმცროს ქალებზე, ამბობს: „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (). რადგან როცა სათნოებაა, ყველაფერი დანარჩენი ზედმეტია და ვერაფერი იქცევა დაბრკოლებად. მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, ასაკს არსად აკონკრეტებს. ხოლო თუ წერილში ამბობს: „შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი“ () და „ერთის ცოლის ქმარ“ (), ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს აუცილებელი იყოს შვილებისა და ცოლის ყოლა; არამედ იმას გულისხმობს, რომ, თუ ოდესმე საერო პირთაგან ვინმე მოსაყვანი იქნებოდა, ასეთ კაცს უნდა სცოდნოდა სახლის, შვილებისა და ყოველივე დანარჩენის წინამძღვრობა.

რადგან, თუ იგი საერო კაციც იყოს და ამ საქმეებშიც გამოსადეგი არ აღმოჩნდა, როგორ მიენდობოდა მას ეკლესიაზე ზრუნვა?...

სრულად ნახვა