...და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი სული შიშველი და სათნოების სამოსელს მოკლებული აღმოჩნდეს; როცა ფუფუნებას მოვიძულებთ, მუცლის მონობას გავექცევით, ნადიმებსა და ტაბლებს აღარ ვეძებთ, არამედ აუცილებელით დავკმაყოფილდებით, მოციქულის შეგონების თანახმად: „ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ" (). და რა სარგებელი, მითხარი, ზედმეტისგან, იმისგან, რომ გაძღომისგან მუცელი სკდება, ან ღვინის უზომობისგან გონება ირყევა? ნუთუ ყოველგვარი ბოროტება — სხეულისთვისაც და სულისთვისაც — აქედან არ იშვება? საიდანაა ეს მრავალნაირი სნეულებანი და მოშლილობა? განა არ იმისგან, რომ ზომას გადავაჭარბებთ და მუცელს ზედმეტად მძიმე ტვირთს ვკიდებთ? საიდანაა აგრეთვე მრუშობა, სიძვა, ტაცება, ანგარება, მკვლელობა, ავაზაკობა და სულის ყოველგვარი გახრწნა? განა არ იმისგან, რომ საჭიროზე მეტს ვეძებთ? როგორც პავლემ ყველა ბოროტების ფესვად ვერცხლისმოყვარეობა დაასახელა, ასევე არ შეცდება ის, ვინც ყველა ბოროტების წყაროდ უზომოებასა და აუცილებლობის ფარგლების გადალახვის სურვილს დაასახელებს. მართლაც, რომ გვნებებოდა საჭმელში, ტანსაცმელში, საცხოვრებელსა და სხვა სხეულებრივ მოთხოვნილებებში ზედმეტი არ გვეძია, არამედ მხოლოდ აუცილებელი, მრავალი ბოროტებისგან თავისუფალი გახდებოდა ად...
1 Timothy 6:8
7. For we brought nothing into this world, and it is certain we can carry nothing out.8. And having food and raiment let us be therewith content.9. But they that will be rich fall into temptation and a snare, and into many foolish and hurtful lusts, which drown men in destruction and perdition.
1 Timothy თავი 6