მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 1:17

16. And to pass by you into Macedonia, and to come again out of Macedonia unto you, and of you to be brought on my way toward Judaea.17. When I therefore was thus minded, did I use lightness? or the things that I purpose, do I purpose according to the flesh, that with me there should be yea yea, and nay nay?18. But as God is true, our word toward you was not yea and nay.
2 Corinthians თავი 1
17. When I therefore was thus minded, did I use lightness? or the things that I purpose, do I purpose according to the flesh, that with me there should be yea yea, and nay nay?
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამას უკუე რაჲ განვიზრახევდ, მცირედ რაჲმე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, (1,17).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე რაჲ მენება, ნუუკუე სისუბუქით ვიჴუმიეა? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ სისუბუქითა ცნობისაჲთა ვცვალე ნებებაჲ იგი და განზრახვაჲ, გარნა ამისთჳს, რამეთუ რასა-ესე განვიზრახავ, არა ჴორციელად განგიზრახავ.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ამას რაჲ ვზრახევდ, ნუ-უკუე მცირედ რაჲ-მე მიყოფიეს? ანუ რომელსა ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავ? (1,17).:

თარგმანი: მეგულებოდა თქუენდა მომართ მოსლვაჲო. და რაჲსათჳს არა მოვედ? —ამისთჳს, რამეთუ არარას ვზრახავ ჴორციელად, არცა ვარ გარეგან წინამძღურებასა სულისასა, არცა მაქუს ჴელმწიფებაჲ, სადაცა მინდეს წარსლვად, რამეთუ ჴორციელთა საქმეთა შემსჭუალული კაცი და ზიარებისაგან სულისა განშორებული იგი ვალს, სადა ენებოს შეცთომით. ხოლო მსახურნი სულისაჲ და მის მიერ წარმართებული არა არს უფალ სლვად, სადა ენებოს, არამედ სადა სულმან წმიდამნ წარუძღუეს. და ნუ ჰგონებთ თუ სუბუქი ვარ გონებითა და ამისთჳს გიქადე მოსლვაჲ და კუალად დავახრწიე, არამედ რამეთუ მორჩილებასა შინა ვარ სულისა წმიდისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის