📋 სარჩევი
კორინთელთაჲ ბ̂ ებისტოლე
ესე ებისტოლე მიუწერა მაკედონიაჲთ, რამეთუ მათ შე-რაჲ-იწყნარეს პირველი იგი ებისტოლე, ლმობიერ იქმნეს და შეწუხნეს თუ ვითარ შეურაცხ-ეყო ცოდვაჲ იგი მსიძავისაჲ მის ბოროტად. და კუალად ეტყოდეს მრავალნი, ვითარმედ ჯერ-არს მოსეს რჩულისა დამარხვაჲ, და ამისთჳს მიუწერა მათ ესე ებისტოლე.
პავლესი: ამას რაჲ ვზრახევდ, ნუ-უკუე მცირედ რაჲ-მე მიყოფიეს? ანუ რომელსა ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავ? (1,17).
თარგმანი: მეგულებოდა თქუენდა მომართ მოსლვაჲო. და რაჲსათჳს არა მოვედ? —ამისთჳს, რამეთუ არარას ვზრახავ ჴორციელად, არცა ვარ გარეგან წინამძღურებასა სულისასა, არცა მაქუს ჴელმწიფებაჲ, სადაცა მინდეს წარსლვად, რამეთუ ჴორციელთა საქმეთა შემსჭუალული კაცი და ზიარებისაგან სულისა განშორებული იგი ვალს, სადა ენებოს შეცთომით. ხოლო მსახურნი სულისაჲ და მის მიერ წარმართებული არა არს უფალ სლვად, სადა ენებოს, არამედ სადა სულმან წმიდამნ წარუძღუეს. და ნუ ჰგონებთ თუ სუბუქი ვარ გონებითა და ამისთჳს გიქადე მოსლვაჲ და კუალად დავახრწიე, არამედ რამეთუ მორჩილებასა შინა ვარ სულისა წმიდისასა.
პავლესი: რამეთუ სიტყუაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ არა არს ჰე და არა (1,18).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: მე გიქადე მოსლვაჲ, და აწ ვთქუ კუალად, ვითარმედ არა მოვალ. რამეთუ ჩემი იყო იგი სიტყუაჲ და ამისთჳს მაშინ ვთქუ, ვითარმედ "ჰე", და აწ ვიტყჳ, ვითარმედ "არა". გარნა ღმრთისა იგი ქადაგებაჲ რაჲთა გიქადაგე, არა ესრეთ არს, რაჲთამცა ვთქუ თუ — "ჰე". ესრეთ არს და მერმემცა კუალად ვთქუ, ვითარმედ "არა", რამეთუ არა არს ქრისტესი იგი თქუენ შორის ჩუენ მიერ ქადაგებული სიტყუაჲ შერყეული და არამტკიცე, რაჲთამცა ვთქუთ თუ — "ესრეთ რაჲმე არს", და მერმემცა ვთქუთ თუ — "არა, სხუებრ არს". არამედ "ჰე" იგი მას შინა იქმნა, ესე იგი არს, ვითარმედ ყოველივე ჭეშმარიტებაჲ და სიმტკიცე არს მას შინა.
პავლესი: რამეთუ რავდენი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა "ჰე" იგი არს და ამენი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ (1,20).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რავდენიცა არს აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, ყოველსავე მას შინა სიმტკიცე არს და შეურყეველობაჲ, და აღასრულებს მათ ქრისტე ჩუენ მიერ სადიდებელად ღმრთისა. ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენითა ქველისმოქმედებითა და ცხორებითა აღასრულებს აღთქუმათა მათ სადიდებელად ღმრთისა.
პავლესი: გერიდებოდე თქუენ და ამისთჳს არა მოვედ კორინთედ (1,23).
თარგმანი: რაჲსათჳს გერიდებოდეო? — ამისთჳს, რამეთუ მესმა სიძვაჲ იგი ბოროტი და არა მოვედ, რაჲთა არა უმეტესად მეგაწუხნე თქუენ და გამხილე.