მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 1:5

4. Who comforteth us in all our tribulation, that we may be able to comfort them which are in any trouble, by the comfort wherewith we ourselves are comforted of God.5. For as the sufferings of Christ abound in us, so our consolation also aboundeth by Christ.6. And whether we be afflicted, it is for your consolation and salvation, which is effectual in the enduring of the same sufferings which we also suffer: or whether we be comforted, it is for your consolation and salvation.
2 Corinthians თავი 1
5. For as the sufferings of Christ abound in us, so our consolation also aboundeth by Christ.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი (1,5).:

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ნუუკუე დაჰვიწყებიან ღმერთსა მოციქულნი, ამისთჳს მიუშუებს მათ ზედა ზედაჲსზედაობასა ჭირთასა; იხილე, თუ ვითარ აღამაღლებს საქმესა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ჭირნი ესე, რომელ გუევნებიან, არა ჩუენნი არიან, არამედ უფროჲსღა ქრისტესნი, რომლისათჳს და რომლისა თანა ჩუენ გუევნების. და ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ", რამეთუ არა იგი ოდენ გუევნების, რაჲ-იგი ევნო ქრისტესა, არამედ ფრიად უმრავლესი. ვინაჲცა ამასვე პირსა სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ამით ჩემითა" (), რამეთუ თჳთ მებრვე ესე კმა არს ნაცვალად სხჳსა ყოვლისა ნუგეშინის-ცემისა, რაჟამს უწყოდინ, ვითარმედ მისვე თავადისა ქრისტესნი არიან ვნებანი ესე, რომელნი ამათ შეემთხუევიან, ხოლო ესე კუალად უმეტესი საზომი არს ქველისმოქმედებისაჲ, რაჟამს აღმატებასა თანა ჭირთასა აღმატებაჲ იქმნებოდის ნუგეშინის-ცემათაჲცა, და არა შესწორებული ოდენ ჭირთაჲ, არამედ ფრიად უმეტესიცა ნუგეშინის-ცემაჲ იხილვებოდის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის