მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 10:4

3. For though we walk in the flesh, we do not war after the flesh:4. (For the weapons of our warfare are not carnal, but mighty through God to the pulling down of strong holds;)5. Casting down imaginations, and every high thing that exalteth itself against the knowledge of God, and bringing into captivity every thought to the obedience of Christ;
2 Corinthians თავი 10
4. (For the weapons of our warfare are not carnal, but mighty through God to the pulling down of strong holds;)
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ (10,4).:

თარგმანი: რომელნი საცნაურთა და უხილავთა მბრძოლთა წყობად წარივლინებოდინ, მათდა ჴორციელნი საჭურველნი უძლურ არიან, ხოლო ჴორციელად საჭურველად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმდიდრესა, ძალსა, ძლიერებასა, დიდებულებასა და ენამჭევრობასა. გარნა ჩუენ არა ამით ვსძლევთო, მოციქული იტყჳს, არამედ წინააღმდგომითა ამათითა — სიგლახაკითა, უძლურებითა, უპატიოებითა და უსწავლელობითა, რომელნი-ესე ღმრთისა მიერ მიიღებენ ძალსა. ამისთჳსცა ძლიერ ღმრთისა ეწოდების, რამეთუ ამათ მიერ მძლე ექმნა სოფელსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ არა თავით თჳსით იტყჳს ძლიერებასა, არამედ ღმრთისა მიერ, რამეთუ იგი მისცემს ყოველსავე უძლურსა ძალსა და ძლიერებასა.

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღმრთის შეუცნობლობა და კაცის ამაოება:

...პავლეს, რომელიც ამბობს: „ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (), და მსჯელობებს განაგდებს? ამბობს: „გულის სიტყუათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა“ (). და სხვა ბრძენიც ამბობს: „ადამიანთა მსჯელობანი მშიშარაა, და არამტკიცეა მათი ზრახვანი“ ()4. „რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას“ (). დაფიქრდი იმ უსასრულო სიდიადეზე; უფრო სწორად, ამასაც რომ ვამბობ, ღმერთის ღირსად ვერ ვამბობ. არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო; რადგან როცა ღმერთზე „სიდიადეს“ ვამბობთ, ამასაც ზუსტად არ ვამბობთ, მაგრამ რაკი სხვაგვარად გამოთქმა შეუძლებელია, იმ სიტყვებს ვიყენებ, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. რადგან როცა მას უზენაესს ვუწოდებ, ადგილით კი არ შემოვსაზღვრავ, ა...

სრულად ნახვა