მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 11:13

12. But what I do, that I will do, that I may cut off occasion from them which desire occasion; that wherein they glory, they may be found even as we.13. For such are false apostles, deceitful workers, transforming themselves into the apostles of Christ.14. And no marvel; for Satan himself is transformed into an angel of light.
2 Corinthians თავი 11
13. For such are false apostles, deceitful workers, transforming themselves into the apostles of Christ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუმოციქულნი მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად; და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალის-ვე ანგელოზად ნათლისად. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი (11,13-15).:

თარგმანი: რაჲსა იტყჳ? - რომელნი ქრისტეს სახარებასა ქადაგებენ, ვითარ შენვე სთქუ ზემო, ვითარმედ: "არა სხუაჲ, არამედ იგივე ქრისტე უქადაგებიეს", - ცრუმოციქულ არიანა? — "ჰე, — იტყჳს, — რამეთუ დაღაცათუ განცხადებულად ქრისტესსა იჩემებენ, არამედ ფარულად ეშმაკისანი არიან; ვინაჲთგან ზაკუვით არაწმიდასა მოძღურებასა შემოიღებენ და მოქმედება მათდა არს არა დარგვაჲ ხისაჲ, არამედ აღმოფხურაჲ კეთილად დარგულისაჲ, ვითარცა შუენის ზაკუვით და ორგულებით შემოსრულსა, სახე ზედა-აც მოციქულთაჲ, ვითარცა მგელთა ტყავი ცხოვრისაჲ, რამეთუ შეცვალებაჲ ესე უსწავიეს მოძღურისა მათისა ეშმაკისაგან, რომლისაჲ უსაკჳრველეს არს, თუ ვითარ საცთურად მრავალთა გარდაიქცევის ყოვლად ბნელი იგი ანგელოზად ნათლისად, რეცა ოცნებით, ვიდრეღა ამათი ჩემებით ზედა-დებაჲ ფერსა სიმართლისა მსახურთასა, რომელ არიან წმიდანი მოციქულნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა, ყოველთა განმამართლებელსა ქადაგებითა სახარებისა მისისა, ყოველთა განმამართლებელისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის