მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 2:4

3. And I wrote this same unto you, lest, when I came, I should have sorrow from them of whom I ought to rejoice; having confidence in you all, that my joy is the joy of you all.4. For out of much affliction and anguish of heart I wrote unto you with many tears; not that ye should be grieved, but that ye might know the love which I have more abundantly unto you.5. But if any have caused grief, he hath not grieved me, but in part: that I may not overcharge you all.
2 Corinthians თავი 2
4. For out of much affliction and anguish of heart I wrote unto you with many tears; not that ye should be grieved, but that ye might know the love which I have more abundantly unto you.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა (2,4).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სიტყუანიცა ესე მხილებისა და კურნებისა თქუენისანი არა უტკივარად, არცა ულმობელად აღმოვლენ ჩემგან, არამედ ლმობითა გულისაჲთა და დათხევითა ცრემლთაჲთა, რამეთუ მელმის, ვითარ წყლულებათა უკურნებელობისათჳს მიჴმს მახჳლი სიტყუათა მკუეთელობისაჲ კუმევად თქუენ ზედა.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე:

...დიდი სიყვარულის გამო ეშინოდა, რომ რაიმე ხრწნილება არ შემოპარულიყო. და კვლავ: „რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ." () ხოლო იოსები, მითხარი, ეს მტკიცე კაცი, რომელიც ასეთ ძალმომრეობას წინ აღუდგა, ასეთი ვნების ცეცხლის წინაშე ასე კეთილშობილად გამოჩნდა და რომელმაც ქალბატონის ესოდენი მძვინვარება ასე დაამარცხა და დასძლია? მაშინ რა აღარ ხიბლავდა? მშვენიერი სახე, პატივის ამპარტავნება, სამოსელთა ფუფუნება, ნელსაცხებელთა კეთილსურნელება, რადგან ამათაც იციან სულის დარბილება, და სიტყვები, ყოველივეზე რბილი?

5. იოსების ცრემლები და მტერთა მიტევება

რადგან იცით, რომ შეყვარებული ქალი, თანაც ასე მძაფრად, არ მოერიდება არც ერთი დამამცირებელი სიტყვის თქმას, როცა მავედრებლის სახეს მიიღებს. ისე გატყდა ოქროთი შემოსილი ქალი, რომელიც სამეფო ღირსებაშიც იყო, რომ შესაძლოა ტყვე ყმაწვილი...

სრულად ნახვა