თარგმანი: ესოდენ პატიოსნისა საფასისა ესოდენ უძლურითა გუამითა მიმოღებასა ესე უსაკჳრველეს არს, რამეთუ კეცისა ამას გუამსა მრავალი რაჲ ეკუეთების და მადლისა მიერ ღმრთისა, ჭირთა კუეთებასა ყოველსა ზეშთა ექმნების, არა ხოლო უვნებელად დაცვითა, არამედ შეუწუხებელადცა თავს-დებითა.
2 Corinthians 4:8
...თ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს“ ().
შევძლებთ კი ჩვენ სწორი არჩევანის გაკეთებას.
გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი განიკითხავდა იესოს, მეორე კი, ვინც გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა„. და უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23, 43).
ორივე ეს ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ასრულებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ სცნობს, არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ „სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია“ (). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად.
ესეც ხდება, რომ ის, ვინც ეზიარება მაცხოვრის ჭეშმარიტებას და აღვსილია მისი წყალობით, ხშირად საბედისწე...